santaesperanza

მსოფლიო კლასიკა

გზა შუქურისკენ
ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
14.9
ფაუსტი I
ავტორი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე მთარგმნელი: დავით წერედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
14.9
ფაუსტი II
ავტორი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე მთარგმნელი: დავით წერედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
15.9
მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი
ავტორი: ფრანსუა ვიიონი მთარგმნელი: დავით წერედიანი XV საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის (1431 – 1463) შემოქმედებამ ჩვენამდე მისი ხელნაწერებისა და გამოცემული წიგნების ფრაგმენტების წყალობით მოაღწია. ვიიონის ძირითად ნაწარმოებებად მისი მცირე და დიდი ანდერძები მიიჩნევა. ამ კრებულში ანდერძების გარდა ვიიონის ჩართული ლექსები – ბალადებიცაა მოცემული.
16.9
ხმაური და მძვინვარება
ავტორი: უილიამ ფოლკნერი მთარგმნელი: ზაურ კილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
17.9
მარწუხებში, ასპერნის წერილები
ავტორი: ჰენრი ჯეიმზი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
18.9
მოთამაშე. იატაკქვეშეთის ჩანაწერები. უპოვარნი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
19.9
რადეცკის მარში
ავტორი: იოზეფ როთი მთარგმნელი: ასმათ ფარჯიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
19.9
არსთა მესნევი 2
წიგნი მეორე ავტორი: ჯალალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცემლობა  
20.9
არსთა მესნევი
ავტორი: ჯალალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
20.9
რჩეული მოთხრობები
ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
20.9
ოსტატი და მარგარიტა
ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი   მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი მიხაილ ბულგაკოვი (1891-1940) უკრაინაში, ქალაქ კიევში დაიბადა. 1921 წლიდან ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას შეუდგა. 1928 ან 29 წელს დაიწყო მუშაობა რომანზე, რომელსაც „რომანი სატანაზე“ უწოდა. ეს იყო სატირული ფანტასმაგორია შიგ ჩართული ნოველით ქრისტესა და პილატეზე. ბულგაკოვმა დაუმთავრებელი რომანი მალევე დაწვა, თუმცა მოგვიანებით ისევ მიუბრუნდა და ფაბულა შეცვალა. ნაწარმოებში ჯერ მარგარიტა გამოჩნდა, შემდეგ – ოსტატიც, 1937 წელს კი სახელწოდებაც გაჩნდა – „ოსტატი და მარგარიტა“. „ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომელიც სამი მთავარი სიუჟეტური ხაზის გარშემო ვითარდება. ერთია თავად ოსტატისა და მარგარიტას ხაზი, მეორე – „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას ურთიერთობაზე; ხოლო მესამე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი უცნაური ამალის თავგადასავალი 20-30-იანი წლების საბჭოთა მოსკოვში. მწერალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა თავისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებზე. მძიმე სენით შეპყრობილი მეუღლეს ჰკარნახობდა, სად რა, როგორ უნდა ჩაესწორებინა. ბულგაკოვი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის ოცნება, „ოსტატი და მარგარიტა“ დაბეჭდილიყო, მისი გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, 1966 წელს ასრულდა.
20.9
ბნელი ხეივნები
ავტორი: ივან ბუნინი სერია: მსოფლიო კლასიკა   მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე 1870 წელს ვორონეჟში დაბადებული ივან ბუნინის საფლავი პარიზშია, სადაც გასაბჭოების შემდგომ, თეთრი ემიგრაციის ტალღას გაჰყვა და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო  ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“. „ბნელი ხეივნები“ ემიგრაციაში, 1937-1944 წლებში დაწერილი მოთხრობების კრებულია. ყველა მოთხრობა ერთი იდეის – სიყვარულის გარშემო ერთიანდება, თუმცა რასაც მაშინ სიყვარულს უწოდებდნენ, თანამედროვე ენაზე მრავალნაირად ითარგმნება: ვნება, ღალატი, ტყუილი, ძალადობა… თავად ბუნინი ამ კრებულს თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და, შეიძლება არც თუ ტყუილად, რადგან ქრონოლოგიურად დალაგებული მოთხრობები მისი არა მხოლოდ როგორც ავტორის, არამედ ადამიანის, კაცის ზრდის დინამიკასაც მიჰყვება: თუ თავიდან ახალგაზრდობის დროინდელ თავგადასავლებს გვიყვება და მომხდარს ასაკსა და გამოუცდელობას მიაწერს, კრებულის ბოლო ნაწილში აღსარება, პატიების თხოვნა და სასჯელის მოლოდინი ისმის.
22.9
სიკვდილი კრედიტით
ავტორი: ლუი-ფერდინანდ სელინი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
25.9
კაფკას მოთხრობების სრული კრებული
ავტორი: ფრანც კაფკა მთარგმნელი: რუსუდუან ღვინეფაძე სერია: მსოფლიო კლასიკა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი    
25.9
დანაშაული და სასჯელი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი
25.9
ულისე
ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: ნიკო ყიასაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
26.9
იდიოტი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი   ადამიანთა მისწრაფება, ერთმანეთის ცხოვრებაში თუნდაც ძალადობრივად დაიმკვიდრონ ადგილი, თავად მიშკინსაც თავმბრუდამხვევ ქარტეხილებში შეითრევს. სიკვდილით დასჯის საშინელება, ქალის ვნებით შეპყრობა, პირადი სარგებლისათვის სხვების ბედისწერით მანიპულირება თუ მომაკვდინებელი სენი, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ პროტესტს აღძრავს, ცხოვრებისაგან გაუცხოებულ თავადს მტკივნეული, მივიწყებული განცდებისა და საფიქრალის მორევში ითრევს და უამრავი განსხვავებული პერსონაჟის სატკივართან აახლოებს. მშვიდი ცხოვრება თუ სხვისი სულის გადარჩენის მძიმე პასუხისმგებლობა? – სწორედ ეს დილემა გამოკვეთს ყველაზე მკაფიოდ ფიოდორ დოსტოევსკის უმთავრეს ფილოსოფიურ საზრუნავს: რა არის ადამიანი?
27.9
ძმები კარამაზოვები
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
27.9
ორი ქალაქის ამბავი
ავტორი: ჩარლს დიკენსი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
29.9
მშვენიერ და ულმობელ წუთისოფელში- რჩეული მოთხრობები
ავტორი: ანდრეი პლატონოვი   მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო. კრებულში პლატონოვის მოთხრობებია თავმოყრილი. ერთ-ერთ მათგანის – „ქვაბულის“ – პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ. ისინი ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წიგნები ჯერ უცხოეთში დაიბეჭდა და ავტორს კლასიკოსის სახელი მოუპოვა.
29.9
ჩევენგური
ავტორი: ანდრეი პლატონოვი     მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია. მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი და მკითხველისკენ გზა დაეხშო. „ჩევენგური“ პლატონოვის ცნობილი რომანია. ჩევენგურელ ბოლშევიკებს კომუნიზმის დამყარება სურთ და მიაჩნიათ, რომ ამისთვის ქონება უნდა მოსპონ. რადგან ქონება შრომით იქმნება, ადამიანმა არ უნდა იშრომოს, მისი საზრდოობა კი მზეს უნდა დაეკისროს. რომანის გმირები მქონებლებს (ბურჟუებს) ერთიანად ამოჟლეტენ და მხოლოდ უქონლებს (პროლეტარებს) დატოვებენ. მაგრამ განახორციელებენ თავიანთ ოცნებას? ანდრეი პლატონოვის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები სამშობლოში, რუსეთში, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს მას მერე მოხდა, რაც უცხოეთში დაიბეჭდა და კლასიკოსის სახელი მოუპოვა ავტორს.
29.9
თეთრი გვარდია, ბატონი დე მოლიერის ცხოვრება, თეატრალური რომანი
ავტორი: მიხაილ ბულგაკოვი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მსოფლიო კლასიკა სულაკაურის გამომცემლობა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა. ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა და მთლიანად 1966 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“ მოსკოვის სამხატვრო თეატრში სტალინის ნებართვით დაიდგა, თუმცა ბელადმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოურია, ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის!“ ავტობიოგრაფიულია „თეატრალური რომანიც“. ავტორი დახვეწილი იუმორით, საინტერესოდ და თხრობის დამატყვევებელი მანერით გადმოსცემს მოსკოვის სამხატვრო თეატრის ამბებს, სადაც მისი პიესები იდგმებოდა, თვითონ კი რეჟისორად მუშაობდა და მსახიობობდა კიდეც. კრებულში შესული მესამე რომანი კი – „ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ – ერთი შეხედვით ბიოგრაფიულია და ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქაში, ლუი XIV-ის საფრანგეთში მოღვაწე ფრანგი დრამატურგის, მოლიერის ცხოვრებას. თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.
30.9
არსთა მესნევი (წიგნი მესამე)
მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე ავტორი:ჯალალ ედ დინ რუმი სერია: მსოფლიო კლასიკა     ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს. ეს წიგნი მესამე ნაწილია რუმის უმთავრესი ნაწარმოების, ექვსნაწილიანი პოემის – „არსთა მესნევისა“. არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თან დართული კომენტარები დაეხმარება. პოემის მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.      
33.9