santaesperanza
იესოს სახარება
იესოს სახარება

იესოს სახარება


16.9

ავტორი: ჟოზე სარამაგუ

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

სერია: ლიტოდისეა

 

ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა.სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.

სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული.ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად.მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია.იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა.ნაწარმოებს “მკრეხელური” უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად.შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“.

ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის.ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი.პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია.მიანიჭეს ლიტერატურაში.


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
16.9
წონა
0.455
ნანახია
1348
გაზიარება: