santaesperanza
საუბრები მეგობრებთან
საუბრები მეგობრებთან

საუბრები მეგობრებთან


14.9

ავტორი: სალი რუნუ

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ასე ბევრს, როცა საერთოდ არ იცნობენ არც საკუთარ თავს და არც ერთმანეთს? ფრენსისის, ბობის, ნიკისა და მელისას ურთიერთობა რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ სივრცეში ვითარდება. ისინი უსასრულოდ სვამენ და ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და სვამენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ… სექსსა და მეგობრობაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, პოლიტიკასა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისი ცდილობს, თავისი ცხოვრება მკაცრად აკონტროლოს, მისი და მელისას ქმრის, ნიკის, უწყინარი ფლირტი სრულიად მოულოდნელად ვნებიან ურთიერთობაში გადაიზრდება და ფრენსისს დღევანდელი დღით ცხოვრების მტკივნეულ მომხიბვლელობას აღმოაჩენინებს.

„საუბრები მეგობრებთან“ სალი რუნის პირველი წიგნია. მან გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და ახალგაზრდა ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. ეს არის რომანი პიროვნების პრობლემებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ ჩვენსა და იმ სურათს შორის, რომელსაც გარშემო მყოფებისთვის ვხატავთ, უზარმაზარი უფსკრულია.


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
14.9
წონა
0.329
ნანახია
1494
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები