santaesperanza
 თვალი თვალში
 თვალი თვალში

თვალი თვალში


24.95

ამ წიგნში კარგად ჩანს დავით წერედიანის აზროვნების ფართო დიაპაზონი და მაღალი კომპეტენცია. რაზეც უნდა წერდეს და საუბრობდეს, უთქმელად იგულისხმება თითოეულ საკითხში ღრმად წვდომის, არსებითის მიგნებისა და უზუსტესად გადმოცემის შეუდარებელი ალღო და უნარი.

 

დიალოგები, წერილები, ლიტერატურული პორტრეტები და სატირული ესეები ის აუცილებელი იპოსტასია დავით წერედიანის შემოქმედებიდან, რომელიც იმგვარადვე დაფასებას და ყურადღებას იმსახურებს მკითხველისგან, როგორც წერედიანის პოეზია და თარგმანები.

 

„თვალი თვალში“ მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმითაც, რომ აქ პირველად მოიყრის თავს ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე გაფანტული თუ სულაც გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელიც სრულიად ახლებურად, განსხვავებულად დაგვანახებს კლასიკურ თუ მეოცე საუკუნის ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, აღიარებულ შედევრებს თუ აღმოსაჩენ ავტორებს. 


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.95
წონა
0.399
ნანახია
436
გაზიარება: