ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ
22.9
ავტორი; ვიესლავ მიშლივსკი
ლობიოს დაჩურჩვა თანამეინახესთან ერთად – პასტორალური სამყაროს, გნებავთ, ფილოსოფიური ნადიმის მეტაფორაა, რომელშიც ერთმანეთზე უფრო ძნელი და მტკივნეული საკითხებია გაცხადებული.
ვიესლავ მიშლივსკის ამ რომანში თავი მოიყარა მე-20 საუკუნის უმთავრესმა პრობლემებმა (ომი, დევნილობა, შიმშილი, ღმერთის ძიება და ა. შ.); რომანის პროტაგონისტის საგულისხმო პროფესია – ელექტრიკოსობა – ტექსტის ძაბვის ხარისხიცაა: მისი (და მთელი ეპოქის) თავგადასავალი „ბუნებრივი განათების“ ფონზე იკითხება – ლამპის გამჭვირვალე ალიდან ელექტრონათურის მძლავრ სხივამდე.
რომანი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ” დაჯილდოებულია პრესტიჟული პოლონური პრემიით „ნიკე“.
პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 22.9
- წონა
- 0.599
- ნანახია
- 325
მსგავსი პროდუქტები
ლალა
ავტორი: იაცეკ დენელი
მთარგმნელ: მირანდა გურგენიძე
გამომცემლობა: ინტელექტი
ლალა” პოპულარული პოლონელი მწერლის, იაცეკ დენელის პირველი რომანია. ის ერთი ოჯახის საგაა, ცენტრალური გმირი კი ავტორის ბებია ლალაა, რომლის მონათხრობის მიხედვითაც იქმნება ეს გრძელი თავგადასავალი. საერთოდაც, ლ ალა” მეხსიერების ეთიკურ რეკონსტრუქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ერთმანეთს ერწყმის უამრავი ხმა, მოვლენა, მითი თუ სინამდვილე, წარსული თუ აწმყო. ბებია ლალას მიერ მოყოლილი და მისგანვე დავიწყებული ამბები ავტორის ინტერპრეტაციების საბაბი ხშირად ხდება, რაც თანაბრად ანიჭებს რომანს ხალისსაც და წარსულის ქრობით გამოწვეულ სევდასაც.
19.95
ნივთები, რომელიც არ გადამიყრია
ავტორი: მარჩინ ვიხა
რა საიდუმლოს ინახავენ ჩვენი ყოფის ნივთები და რა რჩება მათგან, როცა დიდი დალაგების დრო დგება? ზოგჯერ ეს ნივთები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიას, ზოგჯერ კი პირიქით, ისტორია ამოაშუქებს მათ დავიწყების, გაქრობის შიშიდან.
პოლონელი ესეისტის, მხატვარ-დიზაინერის, მარჩინ ვიხას რომანი „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია“ ამ ძნელ კითხვებს პასუხობს; ერთი შეხედვით ყოფითი, თითქმის პუბლიცისტური თხრობის ქვეშრეებში სიკვდილ-სიცოცხლის მტკივნეული და საბედისწერო ნიუანსები მჟღავნდება, ძვირფასი ადამიანების პორტრეტების ფონზე კი წარსულსა და მომავალს შორის გაჩხერილი აწმყოს სურათი ივსება. მკაფიო „წინხედის“ მიღმა შთამბეჭდავად იშლება მთელი ეპოქის რეტროსპექტივა – ფაშიზმისა და საბჭოეთის სუსხიდან დღემდე, აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიებით, დანაშაულებებითა და უსამართლობით.
მარჩინ ვიხას რომანმა „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია” 2018 წელს მიიღო მთავარი პოლონური პრემია „ნიკე“ .
პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა
15.95