santaesperanza
 უხმო ქვითინი (ქართველთა გადასახლება)
 უხმო ქვითინი (ქართველთა გადასახლება)

უხმო ქვითინი (ქართველთა გადასახლება)


9.5

ავტორი: ილჰან აკინი

 

ვაგრძელებთ ტრადიციას და ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ ეთნიკურად ქართველ მწერალს ილჰან აკინს, რომელიც 20-მდე რომანის ავტორია. ილჰან აკინი (წინაპართა ქართული გვარი ბერიძე) დაიბადა თურქეთის დუზჯეს პროვინციის სოფელ მუნჯურლუში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ქართულ და ჰინდის ენებზე. მწერლის რომანებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“, „წმინდა ბარბარე & ნიკომედია,“ „ოქროს საწმისი“ და სხვ. ილჰან აკინის რომანი „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“ ქართველ მუჰაჯირთა მიგრაციის მძიმე წლებზე მოგვითხრობს. მწერალმა ისტორიის მწარე ფურცლებს - ქართველთა მუჰაჯირობას რომანის სახე მისცა და ამ წიგნში აჭარიდან გადასახლებული ერთი ოჯახის ფონზე განზოგადებულად აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს ოსმალეთში გადასახლებული ქართველების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა და ის ხვედრი, რომელიც ისტორიამ მათ არგუნათ. რომანში უამრავი სიტყვა მოცემულია ქართულად და ფრჩხილებში მათ განმარტებები ახლავს. ეს ის სიტყვებია, ხეხილის, ყურძნის თუ სიმინდის ჯიშებია, რომელიც ავტორს ბავშვობიდან მახსოვრობაში ჩარჩენია, რომელთაც უფრთხილდება და ესათუთება. ილჰან აკინის ეს რომანი 2014 წელს გამოიცა „დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით. მისასალმებელია, რომ წიგნი სწრაფად გაიყიდა და 2015 წელს ხელმეორედ დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება განებივრებული არ არის მუჰაჯირობის, დედასამშობლოს ფესვებს მოწყვეტილი ემიგრანტების თემაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოებებით. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი მკითხველი ინტერესით შეხვდება ამ რომანს.


გამომცემლობა
საგა
ფასი
9.5
წონა
0.299
ნანახია
505
გაზიარება: