სოფის სამყარო


14.9

ავტორი: იუსტაინ გორდერი

მთარგმნელები: დავით აკრიანი, ნოდარ მანჩხაშვილი

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

ნორვეგიელი მწერალი იუსტაინ გორდერი – საბავშვო წიგნების, რომანებისა და მოთხრობების ავტორი – 1952 წელს დაიბადა ოსლოში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „სოფის სამყარო“, რომელიც მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბესტსელერად იქცა. ეს არის წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე სამოცამდე ენაზე ითარგმნა და მილიონიანი ტირაჟებით გამოიცა ბევრ ქვეყანაში. 1994 წელს ამ წიგნისთვის მწერალმა გერმანიის ლიტერატურული პრემია მიიღო.

„სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“

ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.

 


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
14.9
წონა
0.694
ნანახია
151

მსგავსი პროდუქტები