უკანასკნელი ფოთოლი და სხვა მოთხრობები


7.9

ავტორი: ო. ჰენრი

მთარგმნელები: პორფილე იაშვილი, ნელი ლარიონი, მაია ნათაძე, მაია ცერცვაძე

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

ორიგინალური, ჩახლართული სიუჟეტი მოულოდნელი დასასრულით – სწორედ ასეთია ამერიკელი ნოველისტის, ო. ჰენრის მოთხრობები.

ო. ჰენრიმ მოთხრობების წერა ოჰაიოს ციხეში დაიწყო, სადაც 3 წელი გაატარა ფულის გაფლანგვის ბრალდებით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. სიკვდილამდე ათი  კრებული გამოსცა, რომლებშიც 600-ზე მეტი მოთხრობა შევიდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ კრებულში ო. ჰენრის 24 მოთხრობაა შესული. თითოეული მოთხრობა უბრალო ამერიკელების ცხოვრებას ეხება, სითბოთი და იუმორითაა გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში დღესაც – საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც აქტუალურია.


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
7.9
წონა
0.286
ნანახია
67

მსგავსი პროდუქტები