ველოტური დანიაში #6
8.9
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი
მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას.
ჩვენს მხიარულ ტურისტებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით: ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში ლომების ღრიალი და სპილოების ბუკ-ნაღარა შეაშინებთ, შემდეგ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს ეწვევიან, კოპენჰაგენში კი გასართობ პარკს „ტივოლის“ ესტუმრებიან.
წაიკითხე ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და იმოგზაურე დანიაში ნაცნობ მხიარულ ოჯახთან ერთად.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.239
- ნანახია
- 953
მსგავსი პროდუქტები
მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი (წიგნი III)
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი
მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა, სამოვრის მილი, თეთრი ცხენი და ყუთი-მარხილი, რომელიც ელვის სისწრაფით დაქრის… მაგრამ მეტს ამაზე აღარაფერს გეტყვით. ჰო, მართლა, ჰილდა და ჰენრიკიც გვესტუმრებიან, ხუთი ქათამიც გამოჩნდება, რომლებიც შემდეგ ისეთ უცნაურ ადგილას მოხვდებიან, ვერც წარმოიდგენთ. ამ წიგნში ნაძვის ხეებსა და მთაზე მოსრიალე ტურისტებსაც შეხვდებით, ნისლიან ამინდშიც ივლით და ძროხების კისრებზე შებმული ეჟვნების წკარუნსაც გაიგონებთ. კიდევ კარგი, რომ მოზრდილი წიგნია, თორემ შიგ ამდენი პერსონაჟი როგორ დაეტეოდა?!
8.9
დიდედა და რვა ბავშვი ტყეში (წიგნი II)
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი
მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ჩვენი პატარა მკითხველი უკვე იცნობს ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია.
მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ასე რომ, შინ თუ გარეთ, სივრცე ყველასთვის საკმარისია და ამ მხიარულ ოჯახს აქ უამრავი თავგადასავალი ელის.
8.9
ანტონის პატარა საჩუქარი #4
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი
მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ტყის პატარა სახლში მომხდარ საოცარ ამბებს დასასრული არ უჩანს. ერთიც ვნახოთ და, ღამით აქ ვიღაცამ გადმობარგება და დასახლება განიზრახა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან ამ სახლში დიდედა და რვა ბავშვი დახვდა.
რა მოხდა ამის შემდეგ? როგორ დაიმეგობრეს ტყის სახლის ბინადრებმა უცნაური სტუმარი და რა საჩუქარი მიუძღვნა მან დიდედას?
წაიკითხეთ ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამ არაჩვეულებრივი სერიის მეოთხე წიგნი და ბევრ საინტერესო და სახალისო ამბავს შეიტყობთ.
8.9
დიდედას სახელობის გზა #5
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი
მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ.
ბავშვებმა მორიგეობა დააწესეს და ვარდოს ყოველდღე ორ-ორი ბავშვი მიჰყვება ტყეში მწყემსად, მაგრამ ყოველ მორიგეობაზე „მწყემსები“ უცნაურ ამბებში ეხვევიან. იმასაც ნახავთ, მორტენი მარტოდმარტო როგორ დაუხვდება წინ ვეება ბულდოზერს. წრიპას დაბადების დღეზეც მოხვდებით და იქ შეიტყობთ, თუ რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, თუმცა ჯერ ნურავის გაუმჟღავნებთ ამ საიდუმლოს!
8.9