პადინგტონი გვეხმარება


8.9

ავტორი: მაიკლ ბონდი

მთარგმნელი: თეა ბაკურაძე

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

ვინც პადინგტონს იცნობს, კარგად  იცის, როგორი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც  ხიფათი და აურზაური მოსდევს  თან. ამ წიგნშიც არაფერი ჩაივლის უხმაუროდ. პადინგტონთან ერთად არასოდეს მოიწყენთ, ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რაღა არ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა, მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს!

პადინგტონი თავისი სიკეთითა და ხიფათიანი თავგადასავლებით დღემდე დიდი თუ პატარა მკითხველების საყვარელი გმირია – ეს კი მასზე დაწერილი რიგით მესამე წიგნი გახლავთ.


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
8.9
წონა
0.201
ნანახია
62

მსგავსი პროდუქტები