დიკეგო


10.9

ავტორი: როალდ დალი

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

დიკეგო ერთადერთი კეთილი გოლიათია კაციჭამია გოლიათთა მხარეში. ის შუაღამისას მძინარე ბავშვებს საძინებლებში მხიარულ სიზმრებს უფრქვევს, ოღონდ არავინ არ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ვინმემ შეამჩნია…

და აი, ერთხელ, ერთ პატარა ობოლ გოგონას, რომელსაც ძილი არ ეკარება, გოლიათი გოლიათების მხარეში გააქროლებს. პატარა სოფი და სასაცილოდ მოლაპარაკე კეთილი გოლიათი მალე დამეგობრდებიან – დიკეგო გოგონას სიზმრების ქვეყანაში წაიყვანს, ფუჰგემურ კიტრეკალას და შუშხუნათს გაასინჯებს, ბათქაპუკს ასწავლის და, რაც მთავარია, მასთან ერთად დასახავს გეგმას, როგორ იხსნან ადამიანები კაციჭამია გოლიათებისგან.

როალდ დალის თავის წიგნებს შორის ყველაზე მეტად თურმე „დიკეგო – დიდი კეთილი გოლიათი“ უყვარდა.


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
10.9
წონა
0.285
ნანახია
149

მსგავსი პროდუქტები