santaesperanza
სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან
სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან

სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან


20

ავტორი: ინგმარ ბერგმანი

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე;მზია გალდავა

„ინგმარ ბერგმანი გენიალური შვედი სცენარისტი და კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელსაც 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორის ტიტული მიანიჭა.

ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად.

როგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში, ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა – კლასიკური სცენარები. ეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობები, ტექსტები, დაწერილი „ვიზუალური სიტყვებით“, რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ.

ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით - სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდეს! ორიგინალში როცა არ კითხულობ, თავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაში. ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ფორმისა და განწყობილების ცვლილება, წინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავს! ბერგმანის კინომოთხრობების მთარგმნელმა შეიძლება შესანიშნავად იცოდეს ენა, მაგრამ შვედი რეჟისორის შემოქმედების ამ მხარეს თუ ვერ გრძნობს, თარგმნილი ტექსტი ვერასდროს დაგვანახვებს ბერგმანის გენიალურობას და, რაც მთავარია, უნიკალურობას. "


გამომცემლობა
სეზან ფაბლიშინგი
ფასი
20
წონა
0.519
ნანახია
876
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები