თანხმობა


18

ავტორი: ვანესა სპრინგორა

მთარგმნელი: თამარ ლომიძე

ვანესა სპრინგორა 14 წლის იყო, როცა 50 წლის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მაცნეფმა მასთან რომანი გააბა. 30 წლის შემდეგ სპრინგორა აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს სახელწოდებით „თანხმობა“, რომელიც მაცნეფის მტაცებლობის სამ - „სექსუალურ, ლიტერატურულ და ფსიქიკურ“ - განზომილებაზე მოგვითხრობს.

ეს რომანი, რომელმაც შეძრა საფრანგეთის ლიტერატურული წრეები, „me-too“ მოძრაობას ეხმიანება და შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: რამდენად ნებაყოფლობითია ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობები? როგორ აგრძელებ ცხოვრებას, როცა ლოლიტას როლში მოგიწია ყოფნა? როგორ აღწევ თავს იმ წარმოდგენებს, რომლებიც შენზე, როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე, არსებობს? ეს წიგნი ჩვენებაც არის და ნამდვილი ლიტერატურული მცდელობაც, გავაანალიზოთ სექსუალური ჩაგვრის დრამატურგია, განსაკუთრებით, სახელოვნებო და ინტელექტუალურ წრეებში, სადაც მას ხშირად უსიტყვოდ და დუმილით ხვდებოდნენ.

საფრანგეთში წიგნის 200,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე 25-ზე მეტ ენაზე ითარგმნება.

ვანესა მწერალი, რედაქტორი და კინორეჟისორია. დაიბადა და გაიზარდა პარიზში, დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად ის ერთ-ერთი დიდი ფრანგული გამომცემლობის, „ჯულიარდის“ ხელმძღვანელია.

 


გაზიარება:

გამომცემლობა
სეზან ფაბლიშინგი
ფასი
18
წონა
0.219
ნანახია
29

მსგავსი პროდუქტები