მეტამორფოზა
13
ავტორი: ნონა ხიდეშელი
ყველაზე მოაზროვნე და ყველაზე დაკარგული არსება ადამიანია. ყველაფერი, რასაც ვწერ, ჩემი ისტორიაა, ჩემი ძიება, მუდმივი წინააღმდეგობა რეალობასთან და ამის დანახვის უნარი. ყველა ავტორს, ვისი აზრებიც გამოვიყენე, შემიძლია ჩემი მასწავლებლები ვუწოდო ამ გზაზე. ჩვენ მუდამ გვეშინია სიკვდილის, თუმცა ყველაზე რთული ყოფილა იცხოვრო, იცხოვრო სტერეოტიპების, იდენტობების, იზმებისა და ისტების გარეშე. გონება მუდამ ქაოსშია და ხშირად ამ ქაოსის გადალახვის მცდელობას უფრო დიდ ქაოსში შევყავართ. ჩვენ მგზავრები ვართ, უმისამართოდ მოხეტიალე, უცებ სადღაც ვჩერდებით და ვხვდებით, რომ რასაც ვეძებთ, სინამდვილეში იმას თან დავატარებთ, ამას ვეძახი გამოღვიძებას.
- გამომცემლობა
- აქტი
- ფასი
- 13
- წონა
- 0.201
- ნანახია
- 657
მსგავსი პროდუქტები
ცნობიერება და ცივილიზაცია
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი
28
ანარქიზმი, ათეიზმი, ფემინიზმი
ავტორი: ემა გოდლმანი
მთარგმნელი: სხვადასხვა
გამომცემლობა: აქტი
წიგნში შესულია ავტორის ბიოგრაფია და სხვადასხვა ესეები: ანარქია; ათეიზმის ფილოსოფია; პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის; ანარქია და გენდერული საკითხი; ქორწინება და სიყვარული; ქალებით ვაჭრობა; ქალთა საარჩევნო უფლებები; ტრაგიკული ქალის ემანსიპაციაში; დუროტი მოკვდა, მაგრამ მაინც ცოცხლობს; დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია.
22
გზა ღმერთისაკენ
ავტორი: მაჰათმა განდი
მთარგმნელი : მანანა ბოსტოღანაშვილი
მოჰანდას კარამჩანდ განდი (1869-1948) – ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არა-ძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა.
წიგნში „გზა ღმერთისაკენ“ ავტორი საუბრობს I. ინტელექტუალურ სადჰანაზე, II. მორალურ სადჰანაზე, III. სულიერ სადჰანაზე, IV. სულიერ გამოცდილებაზე. წიგნში ასევე ავტორი საუბრობს საკუთარ რელიგიურ გამოცდილებაზე, რწმენაზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, თავშეკავებაზე, არა-ძალადობაზე და ა.შ.
წიგნში ასევე შესულია მ.ს. დეშპანდის ორი სტატია, 1. განდის სულიერი მოგზაურობა, მისი იდეალი. 2. განდის გზა მშვიდობისაკენ
8
სოციალიზმი / ქალთა დაქვემდებარება
ავტორი: ჯონ სტიუარტ მილი
მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი
ჯონ სტიუარტ მილი (1806-1873) – ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი. იყო იერემია ბენტამის მოწაფე. განიცადა ჯ. ბერკლის, ო. კონტის, დეივიდ რიკარდოსა და დეივიდ იუმის გავლენა. იყო პოზიტივიზმისა და უტილიტარიზმის მიმდევარი.
1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით „სოციალიზმი“, რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თხზულება „ქალთა დაქვემდებარება“ კი 1869 წელს გამოქვეყნდა. ავტორი მასზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო. „ქალთა დაქვემდებარება“ დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.
30