santaesperanza

Carpe diem


16.7

ავტორი: ნონა ხიდეშელი

მარადიულ სიცოცხლეს ვესწრაფით, მაგრამ მუდამ ერთი შეკითხვა გვტანჯავს, როგორ ვიცხოვროთ, რა მოვუხერხოთ ამ სიცოცხლეს, საით წავიდეთ? ადამიანი უდიდესი საიდუმლოა საკუთარი თავისთვის. არაფერი ვიცით საკუთარ გონებაზე, ფიქრებზე, ვერაფერს ვუხერხებთ ემოციებს. სულ რაღაცას ვირჩევთ, მაგრამ გვაქვს კი რეალურად არჩევანი? არსებობს უამრავი კითხვა საკუთარ არსებობაზე და ვერ ვპოულობთ პასუხს. რასაც ვწერ, ვსაუბრობ, ჩემი ძიებაა, მუდმივად მაწუხებდა კითხვა ვინ ვარ? რას ვეძებ, რა მინდა? ვაკვირდებოდი საკუთარ ფიქრებს და ხშირად უფრო დიდ გაურკვევლობაში ვვარდებოდი... ერთ დღეს უბრალოდ გავჩერდი, შევწყვიტე ყოველგვარი ძიება, განსჯა და შევეცადე მიმეღო რეალობა ისეთი როგორიც იყო.
ეს წიგნი ჩემი ძიების დასაწყისში დავწერე, უბრალოდ შევეცადე გადმომეცა ის განცდები, ის პროცესები, რომლებსაც განვიცდიდი... და რამაც ჩემი წინააღმდეგობრივი გონება ცოტა დაამშვიდა, რა თქმა უნდა, გზა გრძელდება...


გაზიარება:

გამომცემლობა
აქტი
ფასი
16.7
წონა
0.201
ნანახია
421

მსგავსი პროდუქტები