მეხუთე სეზონი
17.95
ავტორი: ნ. კ. ჯემისინი
ასერია: პორტალი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
ეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს: პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა. ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება.და უარესი - დედამიწის ერთადერთი კონტინენტის - სიმშვიდის - შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს. ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 17.95
- წონა
- 0.549
- ნანახია
- 871
მსგავსი პროდუქტები
ასასინის შეგირდი
ავტორი: რობინ ჰობი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
ჟრუანტელის მომგვრელ ნისლიან საღამოს, კოკისპირულ წვიმაში უცნობმა მოხუცმა სასახლის კარზე დააკაკუნა, ერთიანად გალუმპული 6 წლის ბიჭი მცველს ჩააბარა და უთხრა: „თქვენი მომავალი მეფის, რაინდის ნაბიჭვარია. ახლა თქვენ მიხედეთ." და შეძრწუნდა შორსმჭვრეტელთა მთელი დინასტია - შესაძლოა ერთ დღესაც ტახტი უფლისწულის უკანონო ვაჟს ერგოს?! ამას ვერ დაუშავებენ, მაგრამ ვერც მემკვიდრეს გააძევებენ სასახლიდან. და ბიჭი, სახელად ფიცი, სასახლეში ცხოვრებას იწყებს. ერთადერთი ნუგეში ცხოველებთან ჯადოსნური კავშირის უნარია. ...
23.95
სილმარილიონი
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
"ბეჭდების მბრძანებლისა" და "ჰობიტის" ეპიკური, ლეგენდარული წინამორბედი. ...ადრეულ დღეებში შუახმელეთში პირველი ბნელი მეუფე მორგოთი სახლობდა. მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ, რათა წართმეული სამი ძვირფასი ქვა - სილმარილები დაებრუნებინათ. "სილმარილიონი" მოგვითხრობს ფეანორისა და მისი თანამოძმეების ღმერთთა წინააღმდეგ აჯანყებაზე, ელფთა და ადამიანთა ომზე, რომელიც მათი სიმამაცის მიუხედავად, მარცხისთვის იყო განწირული. ეს არის მატიანე შუახმელეთისა და უძველესი ამბებისა!
19.95
ანიჰილაცია
ავტორი: ჯეფ ვანდერმირი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
X - ზონა - ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...
14.95
ქალაქი
ავტორი: კლიფორდ დ. სიმაკი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ირაკლი ლომოური
სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი "ქალაქი". კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია...
17.95
ადამიანი ამფიბია
ავტორი: ალექსანდრ ბელიაევი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორთან, რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვა აინტერესებს, ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ. ავადმყოფს იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდევაც - ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება. ამიერიდან აუცილებელია ადამინმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს...
12.95