დიდი სმა
19.95
ავტორი: ბესიკ ხარანაული
სერია: "ინტელექტი" 25 წლისაა
„მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 19.95
- წონა
- 0.279
- ნანახია
- 841
მსგავსი პროდუქტები
საუკუნის სკანდალი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.
„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა...
34.95
ღვთის გლახა
ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი
მთარგმნელი: მაია კაკაშვილი
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
„ღვთის გლახა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც დიდი კათოლიკე წმინდანისა და ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის – ფრანცისკე ასიზელის შესახებ გვიამბობს.
დიდ ბერძენ მწერალს მუდამ აინტერესებდა ის პიროვნებები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით ეპოქა შექმნეს. ამდენად, გასაკვირი არ არის მისი დაინტერესება ფრანცისკე ასიზელის ცხოვრებით.
რომანში სისხლსავსედ არის გადმოცემული მე-13 საუკუნის იტალია. ვეცნობით იმ დროს ახლად ჩამოყალიბებულ ბერთა ორდენებს და მათ შორის არსებულ განსხვავებებს. თხზულება გაჯერებულია როგორც ქრისტიანული, ისე აღმოსავლური სწავლებებითა და იგავებით. რომანში ვხვდებით იტალიელებსა და სარკინოზებს, დიდებულებსა და ჯვაროსნებს, რომის პაპს, სულთანსა და იერუსალიმის ქრისტიან მეფეს, მრავალ ღირსეულსა და უღირს პერსონაჟს.
34.95
ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“
ავტორი: იმან ჰუმაიდან იუნისი
მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალის, იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი: ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“, მწერლის პირველი რომანია, რომელიც 1997 წელს გამოიცა. მისი მთავარი თემა ლიბანის თხუთმეტწლიანი სამოქალაქო ომია, რომლის ბრმა, უაზრო სისასტიკის თვითმხილველი და მოწმეც მწერალი თავად იყო.
ომის პირისპირ დარჩენილი ქალები და მათი ემოციური სამყარო – ასე შეიძლება მოკლედ რომანის შინაარსის აღწერა. ტექსტი ოთხი ქალური ნარატივისგან შედგება, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი ნარატივები, რადგან მათი მთხრობელი ოთხივე ქალი სამოქალაქო ომში მოწინააღმდეგე კვარტლებად დაყოფილი ბეირუთის ერთი კორპუსის მაცხოვრებელი მეზობლები არიან, რომლებსაც თავ-თავისი ისტორია აქვთ და საკუთარი ანგარიშები ამ ომთან, თუმცა ისინი ამასთანავე ერთმანეთის ცხოვრების ნაწილებიც არიან და მათი ისტორიები ესაა ამბები ომზე და ერთმანეთზე – მკითხველის აღქმაში ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს უკავშირდებიან.
ოთხივე პერსონაჟის ამბავი სუბიექტური ემოციების სარკეა და ამ სარკეში ეს ოთხი ქალი უმაკიაჟოდ, შეულამაზებლად, ნამდვილი სახით ეჩვენება და თავს ამახსოვრებს მკითხველს, დაუფარავად ესაუბრება მას თავის ყველაზე დაფარულზეც. მწერალი ქალი ამსხვრევს აღმოსავლელი ქალის სტერეოტიპულ იმიჯს როგორც რომანის გმირი ქალების ტიპაჟებით, ისე თავად, რომანის ავტორის ამპლუაში.
17.95
ოლგა
ავტორი: ბერნჰარდ შლინკი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
მსოფლიო ბესტსელერის – „წამკითხველის“ ავტორის ბერნჰარდ შლინკის ახალი რომანი „ოლგა“ დიდი სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს.
წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ჰერბერტი და ობოლი, უბრალო ოჯახის შვილი ოლგა, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, ცდილობდნენ ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ, თუმცა, მათ სიყვარულს ბევრი გამოცდა ელის. ორიგინალური ფორმით დაწერილ რომანს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის ყველა გარდამტეხი მოვლენა, სადაც კი გერმანიის ძლევამოსილებისკენ სწრაფვის გამოვლინება საბედისწერო გამხდარა კაცობრიობისთვის.
19.95
იისფერი ჰიბისკუსი
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი
ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„იისფერი ჰიბისკუსი“ ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანია.
წიგნში მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...
29.95
მთის დედოფალი
ავტორი: დანიელ ვისერი
მთარგმნელი: მზია გალდავაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
დანიელ ვისერი ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსია. მას რომანისთვის „მთის დედოფალი“ 2018 ავსტრიის უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
წიგნის მთავარი გმირი 45 წლის რობერტ ტურინია, რომელსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 27 წლისას დაუდგინდა. ახალმა რეალობამ თავდაყირა დააყენა მისი წარმატებული ბიზნესსაქმიანობაც და მჩქეფარე პირადი ცხოვრებაც, მაგრამ ვერ შეუცვალა ხასიათი: რობერტ ტურინი მზრუნველობის სახლშიც ადრინდელივით მხიარული, თავგადასავლების, სასმელისა და ფლირტის მოყვარული, ენამწარე, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი კაცია. თუმცა, იზოლირებულ გარემოში გატარებულმა წლებმა და სრული ფიზიკური დაუძლურების აშკარა და გარდაუვალმა პერსპექტივამ რობერტ ტურინი ე. წ. „ბედნიერ სიკვდილზე“ დააფიქრა. გეგმის განხორციელებას წინ უამრავი დაბრკოლება ეღობება, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ევთანაზია ავსტრიაში კანონით იკრძალება. ვინ წაიყვანს ეტლსმიჯაჭვულ ტურინს შვეიცარიაში, სადაც სამედიცინო თანხლებით სიკვდილი ნებადართულია? როგორ გადალახავს ამდენ წინააღმდეგობას, როცა დახმარებაზე ყველა უარს ეუბნება?
დანიელ ვისერი ამსხვრევს ტაბუს და გაბედულად წერს ბევრ აქტუალურ თემაზე, რომლებიც ასე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებას. თუმცა, მხოლოდ ავტორის სითამამე და თემების სიმძაფრე არ არის ამ რომანის განსაკუთრებულობის მთავარი მიზეზი. დანიელ ვისერი იყენებს თხრობის ინოვაციურ მეთოდებს, რომელთაც თანამედროვე ლიტერატურაში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება...
15.95
შოტლანდიური თვე
ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი
მთაგრმნელი: კატია ვოლტერსი
გამომცემლობა: ინტელექტი
სერია: ინტელექტი 25 წლისაა
კრებული, რომელიც 12 მოთხრობას აერთიანებს.
პოლონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“ სრულიად განსხვავებული ხედვით წარმოაჩენს ადამიანის შინაგან სამყაროს. თავადაც გამორჩეული და უცნაური, მაგიური ნიჭისა და უფაქიზესი შეგრძნებების მწერალი, რომლისთვისაც ცალკეული ადამიანი და მისი ხვედრი ძალზე მნიშვნელოვანია, წიგნში აღწერს პერსონაჟთა ისეთ განცდებსა და ქცევებს, რომელთა ბოლომდე ახსნასაც (მით უფრო − მათგან გათავისუფლებას) ისინი ვერ ახერხებენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათი უმეტესობა გაჭირვებით უმკლავდება თავის უცნაურ და გაუსაძლის ყოფას, უფრო უიღბლოები კი ან რეალურად არიან ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე, ან სხვების თვალში მოჩანან ასეთებად.
19.95
გვირაბი
ავტორი: ერნესტო საბატო
სერია: ''ინტელექტი'' 25 წლისაა
მთარგმნელი: ნინო ფიფია
მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
15.95