მოგზაურობა ევროპაში - UNTERGANG
14.95
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე
ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე — ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 812
მსგავსი პროდუქტები
ქელეხი-ქორწილი
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
ირაკლი სამსონაძის ახალ რომანში ორი უცნაური პერფორმანსი თამაშდება, რომელთაც 30 წლიანი ინტერვალი აშორებს.პირველი ქუთაისის რესტორანში ვითარდება. 1988 წელია, არავის ეფიქრება საბჭოთა იმპერიის ჩამოშლა; მათ შორის, სუფრასთან თავშეყრილი ბავშვობის მეგობრებსაც. სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა...
მსგავსი წიგნები
17.95
თარგმანები
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი
წიგნში შესულია ბრიტანელი პოეტების: ტომას ვაიეტი; ჰენრი ჰოვარდი; უილიამ შექსპირი; ჯონ დონი; ჯეიმს ტომსონი; უილიამ ბლეიკი; რობერტ ბერნსი; უილიამ უორდსბორთი; სემუელ ტეილორ კოლრიჯი; ჯორჯ გოდრონ ბაირონი; პერსი შელი; ჯონ კიდსი; ჰართლი კოლრიჯი; ტომად ვუდი; ტომას ჰარდი; უილიამ იეიტსი; ჯეიმზ ჯოისი; რობერტ ბრუკი; ტომას ელიოტი; და ამერიკელი პოეტების: ედგარ ალან პო; უოლტ უილტმენი; ემილი დიკენსონი - ლექსების თარგმანები.
14.95
იყო
ავტორი: Mossy Toresa
"წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის" ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.
17
სკანდარა და სხვა მოთხრობები
ავტორი: ბექა ქურხული
მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“. ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია...
12.9