santaesperanza
დიპლომატია
დიპლომატია

დიპლომატია


69.95

ავტორი: ჰენრი კისინჯერი

მთარგმნელი: გიორგი ბადრიძე

ჰენრი კისინჯერი მეოცე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე
გავ ლენიანი ფიგურაა. პრეზიდენტ ეიზენჰაუერიდან მოყოლებული, ის ათწლეულების
გან მავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო. 1969-1973 წლებში
კი სინჯერს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა ეკავა, ხოლო
1973-1977 წლებში ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო.
ჰენრი კისინჯერი (დაბადებისას – ჰაინც ალფრედ კისინჯერი) 1923 წელს გერმანიაში დაიბადა,
საიდანაც მისი ოჯახი 1938 წელს ნაცისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოექცა.
მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შემდეგ მან
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც შემდგომში კვლევით და პედაგოგიურ
საქმიანობას ეწეოდა. სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტებისთვის მრჩევლის როლს
მოირგებდა, კისინჯერმა აღიარება მოიპოვა თავისი აკადემიური საქმიანობით, განსა-
კუთრებით, როდესაც გამოქვეყნდა მისი წიგნი „ბირთვული იარაღი და საგარეო პოლიტიკა“.
კისინჯერს უხვად ჰყავს თაყვანისმცემლები და კრიტიკოსები, შეიძლება ითქვას – მოძულეებიც.
ერთი მხრივ, იშვიათია იმ მასშტაბის პირადი გავლენა, რომელიც მან მოახდინა შეერთებული
შტატების საგარეო პოლიტიკაზე და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებზე. მეორე
მხრივ, მისი არაერთი ნაბიჯი დღემდე კრიტიკის ან დავის საგნად რჩება. თუმცა ძნელად თუ
მოიძებნება ვინმე, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს კისინჯერის ფიგურის მასშტაბს და მისი
ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობას.
„დიპლომატია“ კისინჯერის ყველაზე მონუმენტური ნაშრომია, რომელშიც ის ღრმად
აანა ლიზებს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას და ხსნის სახელმწიფოების ქცევის
მი ზეზებსა და პრინციპებს. მიუხედავად მკითხველის მრწამსისა და კისინჯერის ფიგურისადმი
და მოკიდებულებისა, „დიპლომატია“ პრაქტიკულად სავალდებულო საკითხავია ყველასთვის,
ვი საც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და ისტორია.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
69.95
წონა
1.1
ნანახია
1648
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები