santaesperanza
სუფთა ფურცელი
სუფთა ფურცელი

სუფთა ფურცელი


9.9

ავტორი: ნანა აბულაძე; ნინი ტაბლიაშვილი; ოლანი ბიწაძე; ერეკლე გოგიშვილი; გვანცა გუბელაძე; ნანი მანველიშვილი; მარიამ სამხარაძე; ნათია შაორშაძე; სალომე ჭიჭინაძე

ადამიანები, რომლებმაც მხატვრული ტექსტები აფხაზეთის თემაზე შექმნეს, ომის შემდეგ არიან დაბადებულნი. დაბადების თარიღით ისინი იმთავითვე უსწრებენ ტრამვებით, წყენით, ბრაზით ჩაკირულ წარსულს და ფლობენ თანდაყოლილ შესაძლებლობას, გაარღვიონ ძველი უნდობლობით ჩაკეტილი წრე. დღეს მათ შეუძლიათ ილაპარაკონ თავისუფლად, ლაღად, თავსმოხვეული სტერეოტიპების, პოლიტიკისა და ლოზუნგებად ქცეული ფრაზების გარეშე. მათ ხელეწიფებათ თქვან ის, რისი თქმაც უჭირს ომგამოვლილ, მწარე მეხსიერებით დაღდასმულ, დანაღმულ და დამძიმებულ ადამიანს. ავტორებში, რომლებიც ახალ თაობას წარმოადგენენ, წარსული და მომავალი ხომ ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი წონასწორობით თანაარსებობს. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორია აფხაზეთი მათ ცნობიერებაში, სად არის, რა ადგილი უჭირავს ახალი აზროვნების სივრცეში, გონებისა და გულის რუკაზე.

ეკატერინე ტოგონიძე


გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
9.9
წონა
0.199
ნანახია
1361
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები