კამოდის 12 უჯრა
11.95
ავტორი: მიხეილ მღებრიშვილი
თვლის სისტემა სხვადასხვანაირია: ორობითი, ათობითი, თორმეტობითი... ერთი დუჟინი, ორი დუჟინი - ასე ითვლიდნენ ადრე. იმიტომ, რომ წელიწადი თორმეტ თვედ დაყვეს ადამიანებმა, საათის ციფერბლატი - თორმეტ ნიშნულად, მოციქულიც თორმეტი იყო, სკამიც - თუ ლიტერატურას გადავწვდებით. ამ რომანში კი 12 ნივთია, ძველ კომოდში შემთხვევით აღმოჩენილი და მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღმნიშვნელი. სწორედ ეს ერთი დუჟინი ნივთი აცოცხლებს და ხორცს ასხამს ყველაფერს...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 11.95
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 642
მსგავსი პროდუქტები
ხვლიკი საფლავის ქვაზე
ავტორი: არჩილ ქიქოძე
რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
„ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.
12.9
სხვისი კინო
ავტორი: ბესო სოლომანაშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
„სხვისი კინო“ ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების კრებულია და მასში სამი ახალი და ერთი რედაქტირებული მოთხრობაა შესული. ავტორი არ ღალატობს თავს და სულ ძალადობაზე ჰყვება – ძალადობის საფუძვლებსა და მის მძიმე შედეგებზე – ხან ტრაგიზმით, ხან გროტესკით და ხანაც სევდით. თუ ერთ მოთხრობაში ტელევიზიის მუშაობაზე ლაპარაკობს ირონიულად, მეორეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამისა და მისი ვაჟების ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი, მესამეში სულაც სატელეფონო სექსის თანამშრომლის ვნებებია… მოკლედ, ეს ისტორიები არის ადამიანებზე, რომლებიც მოხვედრილან „სხვის კინოში“, სადაც მათ არავინ ელოდება და არც თვითონ სურთ იქ ყოფნა…
13.9
ტერცო მონდო
ავტორი: აკა მორჩილაძე
სერია: რჩეული მოთხრობა
სულაკაურის გამომცემლობა
დიალექტებით თამაში, ენობრივი ექსპერიმენტების სიუხვე და სიუჟეტების მრავალფეროვნებაა ის მთავარი მახასიათებლები, რითაც აკა მორჩილაძე ყველასგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი დამაჯერებელი თხრობის მანერით „აიძულებს“ მკითხველს, ყოველ ჯერზე დაეჭვების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მთელი ქვეყნისა თუ ერთი კონკრეტული პიროვნების თავგადასავალი.
მოთხრობებს, რომლებიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ერთმანეთისგან განასხვავებს დაწერის თარიღიც, ფორმაც და სტილიც, რითაც ახალბედა მკითხველები უკეთ გაიცნობენ, ხოლო აკა მორჩილაძის ერთგული მკითხველები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან მის მრავალმხრივ გამორჩეულ პროზას.
13.9
ბალა(ნ)და
ავტორი: კოკა ქამუშაძე
კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანი „ბალა(ნ)და“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემის – ციხის – კარს გვიღებს. მთავარი გმირი არაფრით გამორჩეული თბილისელი ბიჭი ლევან კაკაბაძეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ბნელ, მისთვის უცხო და საშიშროებით მოცულ გარემოში და თანდათან გაიგებს, როგორია 15 კაცთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრება და იქ შინაგანი თავისუფლების პოვნა; მკითხველი კი მიხვდება, რომ ყველაფერი, რაც ციხის ცხოვრებაზე გაუგია, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ რეალურად ხდება. ეს სამყარო ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე მისი აღქმა ჩვენს წარმოსახვას შეუძლია.
ავტორი მსუბუქად, იუმორით გვიყვება ძნელი ადამიანური ამბების შესახებ და მიუხედავად ამ ისტორიების სიმძიმისა, იმედის ნაპერწკალს არასდროს კარგავს.
კოკა ქამუშაძე განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და ამჟამად „თიბისი ჯგუფში“ მუშაობს. ამავდროულად, კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით.
13.9