santaesperanza

ანგელოზთა საკითხავი


26.95

ავტორი: გაბრიელ ტანიე

თქვენ წინაშეა გაბრიელ ტანიეს  ახალი რომანი „ანგელოზთა საკითხავი“, წიგნი, რომელიც ბევრ უმნიშვნელოვანეს და დღევანდელობისთვის საჭირბოროტო თემას აერთიანებს, წიგნი, რომელიც სავსეა გასაოცარი ადამიანური ისტორიებით.

 „ანგელოზთა საკითხავი“ რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის, ძალაუფლების იარაღად ქცეული რელიგიის, მარგინალიზებული ადამიანების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და თავად ეკლესიის შიგნით არსებული  პრობლემების უმტკივნეულესი და ძალიან მგრძნობიარე თემების კალეიდოსკოპია. 

 ავტორი ბეწვის ხიდზე გადის და მკითხველს სთავაზობს  სულისშემძვრელ ამბავს სიყვარულზე, რწმენაზე, ადამიანურ სისუსტეებზე, ჭეშმარიტებასა და ფსევდო ღირებულებებზე, ამბავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს უამრავ შენაკადს, პლასტსა და სიღრმეს. მთავარ სიუჟეტურ ხაზში ჩართული, როგორც პარალელური ისტორიები, ისე ბიბლიური ალუზიები და  ირეალური ამბები, სარკეა დღევანდელი საქართველოსი, სარკე, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა და გვთხოვს − გავბედოთ და შიგ ჩავიხედოთ!


გაზიარება:

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
26.95
წონა
0.399
ნანახია
413

მსგავსი პროდუქტები