santaesperanza
ქარის ჩრდილი
ქარის ჩრდილი

ქარის ჩრდილი


22.9

ავტორი: კარლოს რუის საფონი 

მთარგმნელია: მაია მარჯანიშვილი

გამომცემლობა: არეტე

სერია: ძალიან მაგარი წიგნები

ყდა: რბილი

"ეს თავგადასავალი მკითხველის თავგადასავალია, პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს და მიგიზიდავს. კარლოს რუის საფონის მთავარი გმირი მკითხველია. მისი თხრობის მანერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობ.
პირველი ეს თავად წიგნში მოთხრობილი ახალგაზრდის ამბავია, რომელიც მამის გზას ადგება და წიგნების მაღაზიაში გამყიდველად იწყებს მუშაობას. მეორე ამბავი ერთი იდუმალი რომანის შინაარსია, რომლის პერსონაჟები წიგნიდან წიგნში გადმოდიან და მთავარ გმირს ათას თავსატეხს უქმნიან. მესამე ამბავი რომანის ავტორის ბიოგრაფიაა, რომელმაც სიცოცხლეში მარცხი განიცადა და ახალგაზრდა ბუკინისტი მისი შემოქმედების კვლევას იწყებს. მეოთხე ამბავი ჩვენი, მკითხველის ამბავია, რომელიც ერთდროულად სამ წიგნს კითხულობს.
ამ ყველაფერს კარლოს რუის საფონი ერთი სათაურის ქვეშ აერთიანებს და ოსტატურად გადმოგვცემს „ქარის ჩრდილში“. მოქმედება ბარსელონაში ვითარდება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იქ დიქტატურა და ძალადობაა. სიუჟეტურად ეს თითქოსდა დეტექტიური რომანი უდიდესი სიყვარულის და სიძულვილის, მეგობრობის და თავდადების ამბავს მოგვითხრობს.
 


ფასი
22.9
წონა
0.543
ნანახია
1071
გაზიარება: