santaesperanza
ბორიაყი
ბორიაყი

ბორიაყი


29.95

ავტორი: ოთარ ჩხეიძე

სერია: 10 რომანი დიქტატურაზე

„ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა.

 

თავიდანვე აბსურდულად გამოიყურება ნიკუშა ჩაჩანიძის სურვილი, გაემგზავროს გორის სოფლებში ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოსაძიებლად, შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა და მარშრუტი და ასე იაროს კარდაკარ იმ არეულ დროში, როცა აღარავინ აღარავის ენდობა და ხალხი ისეა დაშინებული, უცხოს კი არა, კარი ლამის ერთმანეთს არ გაუღონ. უკვე საბჭოთა ხელისუფლებას ფეხი მყარად აქვს მოკიდებული საქართველოში, ქვეყანა დამარცხებულია და წელში გატეხილი. ამიტომაც ხდება, რომ ვერც მასპინძლები იჯერებენ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობის ნამდვილ მიზანს და მას, როგორც მხსნელს, როგორც ქვეყნის გასათავისუფლებლად რაღაც არარსებული შეთქმულების ერთ-ერთ თავკაცს, ისე უყურებენ...

 

ოთარ ჩხეიძის შემოქმედება იმიტომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა, რომ მასთან ყველაფერს მსჭვალავს ეროვნული, ქართული ხასიათი. ამ არტისტიზმს კი საოცარი იქნებოდა გულგრილი დაეტოვებინა ქართული კინემატოგრაფი. არადა, მხოლოდ ქართული კინოს ნამდვილი გენიოსი გიორგი შენგელაია მიხვდა, რა სიღრმისა და მნიშვნელობის ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო ოთარ ჩხეიძის რომანის მიხედვით. გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ მართლაც ყოველმხრივ უნიკალური ფილმია, რასაც, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული პირველწყაროს – გენიალური „ბორიაყის“ დიდი მხატვრული ღირებულება განაპირობებს“, – გიორგი ლობჟანიძე.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
29.95
წონა
0.499
ნანახია
601
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები