santaesperanza
განსხვავებული საზრისები
განსხვავებული საზრისები

განსხვავებული საზრისები


35

ავტორი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ანდრო დგებუაძე

გამომცემლობა: აზროვნების აკადამია

წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ.

რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით? ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა.

წიგნის პირველ ნაწილში საუბარი ეხება ფუნდამენტურ ცნებებს:

ვინ არის ადამიანი? რა არის პიროვნულობის იდეა? როდის დაისმის პიროვნულობასა და კერძოობას შორის ტოლობის ნიშანი? თავისუფლება – ღირებულება, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და ცხოვრებას საზრისს აძლევს. რა არის თავისუფლება? მიზანი თუ ინსტრუმენტი ადამიანისთვის?

სიყვარული – როგორც ყოფიერების ცოცხალი საწყისი. მოვლენა, რომლის გარეშე თავისუფლება ვერ რეალიზდებოდა. დაეკარგა თუ არა თანამედროვე ეპოქაში ფასი სიტყვა „სიყვარულს“? რა როლი აქვს კრიტიკულ აზროვნების რწმენაში? რწმენა ანუ მუდმივი ძიების პროცესი ადამიანისთვის.

ერთი მხრივ, ეს საკითხები ჩვენი ყოველდღიურობაა, მეორე მხრივ კი, მუდმივი კითხვის ნიშნებით სავსე სივრცეა.


გამომცემლობა
აზროვნების აკადამია
ფასი
35
წონა
0.262
ნანახია
1132
გაზიარება: