santaesperanza
ნაზი თოვა
ნაზი თოვა

ნაზი თოვა


34.95

ავტორი: ჯუნიჩირო ტანიძაკი

მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი

გამომცემლობა: დიოგენე

იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის (1886-1965) რომანი „ნაზი თოვა“ 1946-1948 წლებში, სამ ნაწილად გამოიცა და ის მაშინვე აღიარეს მეიჯის რევოლუციის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად. ახალი ეპოქა და დასავლეთის გავლენა თანდათან დევნის იაპონურ ტრადიციებს, თუმცა მაკიოკების ძირძველი ოჯახი ძნელად ეგუება სიახლეებს და გულმოდგინედ ცდილობს წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რომანი ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს. „ნაზი თოვა“ ოჯახური საგაა, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევრის იაპონიის გზამკვლევადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რომანში შთამბეჭდავ ლირიზმს მკრთალ ფონად გასდევს ქვეყანაში მილიტარიზმისა და აგრესიის აღზევება. 

აღსანიშნავია, რომ ჯუნიჩირო ტანიძაკი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.


გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
34.95
ნანახია
820
გაზიარება: