santaesperanza

ბიჭი ბოლო მერხზე


12.9

ავტორი: ონალი რაუფი

მთარგმნელი: მაია წითაძე

სერია:საოცრება

სულაკაურის გამომცემლობა

ალექსას კლასში, ბოლო მერხთან, დიდხანს იდგა ცარიელი სკამი. ახლა იქ ახალი მოსწავლე, აჰმეტი ზის. ის ცხრა წლისაა (როგორც დანარჩენები), მაგრამ ძალიან უცნაური ბიჭია – არავის ელაპარაკება, არც იღიმება. მალე თანაკლასელები მასზე სიმართლეს იგებენ: აჰმეტი სულაც არ არის უცნაური. ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გამოექცა. მის ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო, სახლებს ბომბებს უშენდნენ და აჰმეტის ოჯახიც იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში მოეძებნა.

ალექსა, ჯოზი, მაიკლი და ტომი რაც უფრო მეტს იგებენ ახალი თანაკლასელის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, მას ოჯახის პოვნაში დაეხმარონ, და მსოფლიოში უდიადესი გეგმის განხორციელებას იწყებენ… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ.

 


გაზიარება:

ფასი
12.9
ნანახია
240