ნატვრის ხე
25
ავტორი: გიორგი ლეონიძე
წიგნის მხატვარი: თეონა ჭანიშვილი
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 25
- წონა
- 0.949
- ნანახია
- 33
მსგავსი პროდუქტები
4 რომანი
ავტორი: თამაზ ჭილაძე
გამომცემლობა: ინტელექტი
18.95
ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული
ქარჩხაძეს გამომცემლობა
წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე
29.9
5 რომანი
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
ამ წიგნში გ. რობაქიძის ხუთი რომანია შესული,რომელიც,დიდი მწერლის დრამატული ცხოვრების გათვალისწინებით,სრულიად განსხვავებულ დროში,გარემოსა და ვითარებებში იქმნებოდა.გ. რობაქიძის ხუთი რომანი – „გველის პერანგი“(1926 წ.),„მეგი – ქართველი გოგონა“(1932 წ.),„ქალღმერთის ძახილი“(1934 წ.),„მცველნი გრალისა"(1937 წ.),„ფალესტრა“(1928 წ.) – ჯერ სამშობლოში,შემდეგ კი ემიგრაციაში იწერებოდა.მათი დიდი ნაწილი ზედიზედ ითარგმნა და გამოიცა წამყვან გერმანულ გამომცემლობებში.
35
კოლაჟი მთვარის შუქზე
ავტორი: ზაირა არსენიშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ზაირა არსენიშვილის (1933-2015) კლასიკად ქცეულ რომანებს – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ და „ვა, სოფელო“. „კოლაჟი მთვარის შუქზე“ მწერლის მესამე რომანია.
წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე.
რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის…
უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა, ზაირა არსენიშვილის ამ რომანსაც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქართულ კლასიკურ მწერლობაში.
ყდა: რბილი
17.9
ბორიაყი
ავტორი: ოთარ ჩხეიძე
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
„ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა.
თავიდანვე აბსურდულად გამოიყურება ნიკუშა ჩაჩანიძის სურვილი, გაემგზავროს გორის სოფლებში ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოსაძიებლად, შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა და მარშრუტი და ასე იაროს კარდაკარ იმ არეულ დროში, როცა აღარავინ აღარავის ენდობა და ხალხი ისეა დაშინებული, უცხოს კი არა, კარი ლამის ერთმანეთს არ გაუღონ. უკვე საბჭოთა ხელისუფლებას ფეხი მყარად აქვს მოკიდებული საქართველოში, ქვეყანა დამარცხებულია და წელში გატეხილი. ამიტომაც ხდება, რომ ვერც მასპინძლები იჯერებენ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობის ნამდვილ მიზანს და მას, როგორც მხსნელს, როგორც ქვეყნის გასათავისუფლებლად რაღაც არარსებული შეთქმულების ერთ-ერთ თავკაცს, ისე უყურებენ...
ოთარ ჩხეიძის შემოქმედება იმიტომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა, რომ მასთან ყველაფერს მსჭვალავს ეროვნული, ქართული ხასიათი. ამ არტისტიზმს კი საოცარი იქნებოდა გულგრილი დაეტოვებინა ქართული კინემატოგრაფი. არადა, მხოლოდ ქართული კინოს ნამდვილი გენიოსი გიორგი შენგელაია მიხვდა, რა სიღრმისა და მნიშვნელობის ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო ოთარ ჩხეიძის რომანის მიხედვით. გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ მართლაც ყოველმხრივ უნიკალური ფილმია, რასაც, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული პირველწყაროს – გენიალური „ბორიაყის“ დიდი მხატვრული ღირებულება განაპირობებს“, – გიორგი ლობჟანიძე.
29.95