შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში
34.95
ავტორი: მარსელ პრუსტი
მტარგმნელი: დალი იაშვილი
„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მთხრობლის მოზარდობის გამოცდილებაა აღწერილი. რომანი ორი ნაწილისგან შედგება: „ქალბატონი სვანის გარემო“ და „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“. პირველ ნაწილში მთხრობელი თავის პარიზულ ურთიერთობებზე, ბატონ დე ნორპუასა და ბატონ ბერგოტთან ნაცნობობაზე, მშობლებთან დამოკიდებულებასა და ჟილბერტის მიმართ სიყვარულზე გვიყვება. ამ ურთიერთობებზე, სიყვარულის სხვადასხვა ფორმაზე რეფლექსიით მთხრობელი საკუთარ თავს შეიმეცნებს, აკვირდება თავის შეგრძნებებსა და ასოციაციებს.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 34.95
- წონა
- 0.539
- ნანახია
- 662
მსგავსი პროდუქტები
სვანის მხარეს
ავტორი: მარსელ პრუსტი
მთარგმნელი: სოფიო ბენდიაშვილი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია: მსოფლიო კლასიკა
24.9
სოდომი და გომორი
ავტორი: მარსელ პრუსტი
წიგნი ფრანგულიდან თარგმნეს გიორგი და ნატო კახაბერებმა და დალი იაშვილმა
გამომცემლობა: არტანუჯი
„სოდომი და გომორი“ დიდი ფრანგი მწერლის, მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მარსელ პრუსტის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი ნაწარმოებია. ეს მეოთხე რომანია ციკლიდან „გამქრალი დროის ძიებაში“, რომელიც 1922 წელს გამოიცა.
რომანის მთავარი ამბავი ბუნებრივად ამოიზარდა წინა რომანიდან „გერმანტებთან“. ესაა მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემა, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ დგას.
მარსელ პრუსტი ის მოგზაურია, რომელმაც არა მხოლოდ უცნობ სამყაროში შეაღო კარი, არამედ საკუთარი მყუდრო ოთახიდან გამოუსვლელად დაწვრილებით შეისწავლა ადამიანი თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, ვნებებითა და მისწრაფებებით.
24.5