მოთხრობები
22.95
ავტორი: გოდერძი ჩოხელი
ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 22.95
- წონა
- 0.699
- ნანახია
- 432
მსგავსი პროდუქტები
მოთხრობები სიყვარულზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
„მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.
12.9
რჩეული საბავშვო მოთხრობები
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
ილუსტრატორი: სალომე სხირტლაძე
კრებულში “რჩეული საბავშვო მოთხრობები” რევაზ ინანიშვილის ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მოთხრობებს ახალი, ფერადი ილუსტრაციებით გთავაზობთ. თითქოს არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
სწორედ ამის გამოც უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა… სწორედ ასეთია რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში ასახული სამყარო და ის თანამედროვე მკითხველს ელის.
22.9
ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული
ქარჩხაძეს გამომცემლობა
წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე
29.9