პუტინის რუსეთი
29.9
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
მთარგმნელი: გვანცა ჯობავა
სერია: აკრძალული წიგნების თარო
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია "ნოვაია გაზეტას" სპეციალური კორესპონდენტი იყო. "ნიუ იორკ ტაიმსს" თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 29.9
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 650
მსგავსი პროდუქტები
ქალაქი და ძაღლები
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა
მთარგმნელი: ლანა კალანდია
სერია: აკრძალული წიგნების თარო
გამომცემლობა: ინტელექტი
24.95
მრისხანების მტევნები
ავტორი: ჯონ სტაინბეკი
მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი
სერია: აკრძალული წიგნების თარო
გამომცემლობა: ინლტელექტი
ყდა: რბილი
24.95
ინტერნატი
ავტორი: სერჰი ჟადანი
მთარგმნელი: მაია თარგამაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
სერჰი ჟადანი თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის საკულტო ავტორი და დღევანდელი ევროპული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა.
მის საკულტო რომანში „ინტერნატი“, რომლის ქართულ თარგმანში სრულადაა შენარჩუნებული ნაწარმოების ორიგინალური სტილი, ვხვდებით უკრაინელ მასწავლებელს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი სოფლის მკვიდრია, ისეთი დასახლების, ღმერთსაც რომ დავიწყებია. მას მხოლოდ სამი დღე აქვს, სამი საკრალური, ფათერაკებით აღსავსე დღე და დიდი მისია – თავისი დისშვილი ომისა და სიკვდილის კლანჭებისგან იხსნას. გარშემო კი ბურუსი და კვამლი, სიკვდილი და მეტამორფოზებია – შეიცვალა ყველა და ყველაფერი, მშობლიური სახლის გარდა, რომლისკენაც ანტიკური დრამების პერსონაჟივით მიილტვის პაშა.
„არავინ არ უნდა შეიბრალო“ – იმეორებს მთავარი გმირი და წინ მიიწევს. მის ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც წამიერად ჩერდებიან თავიანთი ამბებით და სამუდამოდ იძირებიან ბურუსის თეთრ უფსკრულებში. პაშა კი სვლას განაგრძობს, განაგრძობს იმის მიუხედავად, რომ თან სდევს ძაღლის სველი ბეწვის სუნი, სიკვდილიც მუდამ მის ზურგს უკან დგას, აკვირდება და ელოდება. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სამდღიანი მოგზაურობისას, პაშაც განიცდის ფერისცვალებას – და წიგნის ბოლოს მკითხველის წინაშე სულ სხვა ადამიანი წარდგება.
17.95
რატომ ირჩევენ რუსები პუტინს
ავტორი:ბერნარდ მორი
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე
ბერნარ ლ. მორი ნორვეგიელი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედია დეველოპერია. იგი რუსულ ენასა და ლიტერატურას ოსლოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ბერნარი ასევე დაინტერესებულია მუსიკით. ის ჯგუფ Mohr-ის სოლისტი და გიტარისტია.
2006 წელს ბერნარ ლ. მორი ნორვეგიიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. მან ბევრი მოსკოველი მეგობარი შეიძინა. მათი უმეტესობა ქვეყნის მომავალს იმედიანად უყურებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთი ევროპული განვითარების გზით მიდიოდა. მას შემდეგ კი, რაც ვლადიმერ პუტინი ხელმეორედ აირჩიეს, მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა: პუტინმა კანონმდებლობა თავის ინტერესებს მოარგო, უკიდურესად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ყირიმში განხორციელებული აგრესიით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის ხელისუფლება სხვა სახელმწიფოთა მიწების მიტაცების იმპერიულ ტრადიციას „წარმატებით“ აგრძელებს ოცდამეერთე საუკუნეშიც.
რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? რატომ უჭერენ მხარს იმ პრეზიდენტს, რომელიც მათ ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს? რატომ იზრდება ტოტალიტარული რეჟიმის მომხრე რუსების რიცხვი? – ეს არის მთავარი კითხვები, რომელზე პასუხის გასაცემად ბერნარ ლ. მორი ათი წლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა...
გაზიარება
24
ვოროშილოვგრადი
ავტორი: სერგეი ჟადანი
მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე
გამომცემლობა ინტელექტი
სერგეი ჟადანის რომანი „ვოროშილოვგრადი“ ბესტსელერად იქცა გამოცემისთანავე და იმავე წელს გახდა BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებული. რომანი თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.
რომანის მთავარი გმირი – გერმანი, ერთ დღეს იგებს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა და მიემგზავრება დონბასში – თავის მშობლიურ ქალაქში, რომელიც სიმინდის ყანებითაა გარშემორტყმული და დასახლებულია მეგაზეებით, ბოშებითა და კონტრაბანდისტებით.
გერმანის ცხოვრება მთლიანად იცვლება, მას, ნებით თუ უნებლიეთ, ჩაითრევენ მაფიოზური საქმის გარჩევებში, ჩახლართულ ურთიერთობებსა და ფანტასტიკურ ხეტიალში – რეალურსა თუ სიზმრისეულში.
ქორწილები, დაკრძალვები, სხვადასხვა რიტუალი და ადათ-წესი, მითებით შეკაზმული წარსულისა და აწმყოს აბსურდები, მატერიალური და მისტიკური სამყაროების სიახლოვე – აი, ეს არის „ვოროშილოვგრადი“, რომელიც ამქვეყნად ყველას თავისი აქვს.
18