მეფისტოფელი
34.9
ავტორი: კლაუს მანი
მთარგმნელი: დავით კაკაბაძე
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 34.9
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 709
მსგავსი პროდუქტები
ლეას საათი
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
„ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.
24.95
ვაცის ნადიმი
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა
მთარგმნელი: ლანა კალანდია
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
გამომცემლობა: ინტელექტი
29.95
წამკითხველი
ავტორი: ბერნჰარდ შლინკი
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
მთარგმნელი: გვანცა შუბითიძე და ნათია ლაფერაძე
„ვისი ხელით მოქმედებს დიქტატურა? როგორები არიან ტოტალიტარული რეჟიმის ნების უშუალო აღმსრულებლები? როგორ იქცევა ადამიანური სისუსტე ბოროტების დასაყრდენად? როგორ შეიძლება, რომ რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც სხვა გარემოებებში სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნებოდა, წარმოუდგენელი სისასტიკის ჩადენისას თავს დააჯეროს, რომ მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს? − ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ სწორედ ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ.
აუცილებლად აღსანიშნავია ამ რომანის ამბის მოულოდნელი განვითარებით გამორჩეული, საინტერესო სიუჟეტი; მკითხველისთვის წიგნის პირველ ნაწილში ალაგ-ალაგ, ზომიერად მიცემული მინიშნებები იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელსაც, საბოლოოდ, მეორე ნაწილში აეხდება ფარდა.
ბერნჰარდ შლინკის რომანი „წამკითხველი“ 1995 წელს გამოქვეყნდა, მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე და განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა − ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერი პირველი გერმანული წიგნი გახდა. 2008 წელს რეჟისორმა სტივენ დალდრიმ „წამკითხველის“ მიხედვით გადაიღო ფილმი, რომელიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთ კატეგორიაში იყო ნომინირებული; ქეით უინსლეტი კი, როგორც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარის მფლობელიც გახდა“.
24.95
ბორიაყი
ავტორი: ოთარ ჩხეიძე
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
„ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა.
თავიდანვე აბსურდულად გამოიყურება ნიკუშა ჩაჩანიძის სურვილი, გაემგზავროს გორის სოფლებში ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოსაძიებლად, შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა და მარშრუტი და ასე იაროს კარდაკარ იმ არეულ დროში, როცა აღარავინ აღარავის ენდობა და ხალხი ისეა დაშინებული, უცხოს კი არა, კარი ლამის ერთმანეთს არ გაუღონ. უკვე საბჭოთა ხელისუფლებას ფეხი მყარად აქვს მოკიდებული საქართველოში, ქვეყანა დამარცხებულია და წელში გატეხილი. ამიტომაც ხდება, რომ ვერც მასპინძლები იჯერებენ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობის ნამდვილ მიზანს და მას, როგორც მხსნელს, როგორც ქვეყნის გასათავისუფლებლად რაღაც არარსებული შეთქმულების ერთ-ერთ თავკაცს, ისე უყურებენ...
ოთარ ჩხეიძის შემოქმედება იმიტომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა, რომ მასთან ყველაფერს მსჭვალავს ეროვნული, ქართული ხასიათი. ამ არტისტიზმს კი საოცარი იქნებოდა გულგრილი დაეტოვებინა ქართული კინემატოგრაფი. არადა, მხოლოდ ქართული კინოს ნამდვილი გენიოსი გიორგი შენგელაია მიხვდა, რა სიღრმისა და მნიშვნელობის ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო ოთარ ჩხეიძის რომანის მიხედვით. გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ მართლაც ყოველმხრივ უნიკალური ფილმია, რასაც, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული პირველწყაროს – გენიალური „ბორიაყის“ დიდი მხატვრული ღირებულება განაპირობებს“, – გიორგი ლობჟანიძე.
29.95