santaesperanza

რობინზონ კრუზო


9.9

ავტორი: დანიელ დეფო

მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა.

თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.

 


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
9.9
წონა
0.369
ნანახია
96

მსგავსი პროდუქტები