სატკბილეთის ქვეყანა
7.9
ავტორი: ირმა მალაციძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია. აქ სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის კი ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის დაპყრობას აპირებს.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 7.9
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 512
მსგავსი პროდუქტები
ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
ავტორი: ჯანი როდარი
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
„ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი.
ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ…~
ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა, ოღონდ – სულ პირიქით. ერთხელაც აქაურმა ხელმწიფემ სხვა ქვეყნის მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრძოლის ნაცვლად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ცრუთა ქვეყანა იყო!
11.9
ატუსა და მატუსა
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
აბა, თუ მიხვდები, ვინ არ არიან ატუსა და მატუსა?
ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე, შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ.
ონავარი ტყუპებისა და მათი საყვარელი ბებია-ბაბუის მხიარულ, კეთილ ამბებს თანამედროვე ქართველი ავტორის, ლელა ცუცქირიძის წიგნში წაიკითხავთ.
8.9
გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია
ავტორი:თამრი ფხაკაძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ერთ წვიმიან დღეს გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას ქოხთან თვით მეფე ბუთხუზ პირველმა ჩამოიარა ეტლით. მარსიამ ის შინ შეიპატიჟა, მაგრამ დაუდევარ ჯადოქარს წვიმაში გალუმპული მეფის გაშრობის წესი შეეშალა და…
ის დღე იყო და ის დღე – მეფე ბუთხუზი სამეფოში აღარავის უნახავს.
ამის შემდეგ ნამდვილად არნახული და საოცარი ამბები დატრიალდა ტყესა თუ სასახლეში. ვინღა არ ეძებს გაუჩინარებულ მეფეს: ვეზირები თუ მინისტრები, გუშაგები თუ ვარსკვლავთმრიცხველები, მზარეულები თუ დალაქები, მრჩევლები, დამნიავებლები, საიდუმლოთუხუცესი და კიდევ რაღაცათუხუცესები…
წაიკითხე მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს მხიარული ზღაპარი და გაერთე მის არაჩვეულებრივ გმირებთან ერთად.
11.9
ყველაფერი ყირამალა
ავტორი: დონალდ ბისეტი
მთარგმნელი:რევაზ ინანიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი.
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს – ცხენსა და ვეფხვს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ავტობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ, როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო აღლუმი… და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ საოცარ გმირსა თუ გაუგონარ მოვლენას წააწყდებით.
8.9