santaesperanza
აუსტერლიცი
აუსტერლიცი

აუსტერლიცი


19.95

ავტორი: ვ.გ. ზებალდი

მთარგმნელი: მაია ბადრიაძე

სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა

«აუსტერლიცი» ვინფრიდ გეორგ ზებალდის ბოლო რომანია, რომელიც 2001 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა. 1967 წელს, ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში, მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც ის უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს. ზებალდის გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე განუსაზღვრელია, «აუსტერლიცი» კი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ერთ-ერთ მთავარ წიგნად ითვლება. მწერლის ტექსტების ჟანრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ, ტრადიციულად, მათ რომანებად მოიხსენიებენ. სულ ზებალდმა ოთხი რომანი დაწერა. ოთხივე მათგანი დოკუმენტური და მხატვრული პროზის მიჯნაზეა, რასაც წიგნებს თანდართული შავ-თეთრი ფოტოებიც უსვამს ხაზს. «აუსტერლიცი» გერმანელი მწერლის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. «დიოგენეს» ასევე გამოცემული აქვს ზებალდის «ემიგრანტები».


გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
19.95
წონა
0.339
ნანახია
818
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები