სცენარები 1988-2014
14.95
ავტორი: ზაზა ხალვაში
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 371
მსგავსი პროდუქტები
სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან
ავტორი: ინგმარ ბერგმანი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე;მზია გალდავა
„ინგმარ ბერგმანი გენიალური შვედი სცენარისტი და კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელსაც 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორის ტიტული მიანიჭა.
ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად.
როგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში, ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა – კლასიკური სცენარები. ეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობები, ტექსტები, დაწერილი „ვიზუალური სიტყვებით“, რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ.
ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით - სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდეს! ორიგინალში როცა არ კითხულობ, თავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაში. ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ფორმისა და განწყობილების ცვლილება, წინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავს! ბერგმანის კინომოთხრობების მთარგმნელმა შეიძლება შესანიშნავად იცოდეს ენა, მაგრამ შვედი რეჟისორის შემოქმედების ამ მხარეს თუ ვერ გრძნობს, თარგმნილი ტექსტი ვერასდროს დაგვანახვებს ბერგმანის გენიალურობას და, რაც მთავარია, უნიკალურობას. "
20
მუჭში დამალული კენჭები
ავტორი: ზაზა ხალვაში
„ეს წიგნი ზაზა ხალვაშის ავტოპორტრეტია – თავისუფალი, ყოველდღიური, სახელდახელო ფუნჯით მოხაზული ავტოპორტრეტი. ტეხილ შტრიხებში ვხედავთ ზაზას ისეთს, როგორსაც გარედან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ვგრძნობდით, წარმოვიდგენდით, ვვარაუდობდით. და, ამავე დროს, აქ ზაზა არის ისეთიც, როგორიც უდავოდ იყო, როგორსაც ვხედავდით. ამიტომ ორმაგი რაკურსით ვხედავთ მის სახეს: ერთი მხრივ, დაეჭვებული, სკეპტიკური, ფრთხილი; მეორე მხრივ, პირდაპირი, მართალი, უშუალო. ამ ორერთიან ჭრილში ვხედავთ საინტერესო შემოქმედს, ღირსეულ პიროვნებას, ნამდვილ მოქალაქეს, რომლის შინაგანი სამყარო შენ თვალწინ იხსნება თანმიმდევრული დინამიკით – ფაქტი, მოვლენა, განცდა, განსჯა, თხრობა, დაფიქრება – დაბოლოს, ხვდები, რომ კითხულობ ზაზა ხალვაშის ავტობიოგრაფიულ პროზას.“ – ივანე ამირხანაშვილი
19.95