santaesperanza

კაცი, რომელიც ვარდება დონ დელილო


9

ავტორი: დონ დელილო

მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი

 

დონ დელილო თანამედროვე ამერიკელი მწერალია, რომელმაც ეს წიგნი 11 სექტემბრის მოვლენებს მიუძღვნა. „კაცი, რომელიც ვარდება“ ყველაზე მასშტაბურ და სასტიკ ტერორისტულ აქტზე შექმნილი თანამედროვე მხატვრული ტექსტია. 11 სექტემბრის ნიუ-იორკი – არა მხოლოდ ტერაქტის თავზარდამცემი წუთებია, არამედ ქალაქის ცხოვრება „თვითმფრინავების მოფრენამდე“ და შემდეგ. საბედისწერო დღე სხვადასხვა ადამიანის თვალითაა დანახული, აღქმული, შეფასებული და განცდილი. მკითხველი მრავალ პერსონაჟს აკვირდება და ისტორიის გარდამტეხ მოვლენას ნიუიორკელი ცოლ-ქმრის, მათი ვაჟის, ინტელექტუალი ბებიის, ევროპელი კოლექციონერის, ალცჰაიმერით დაავადებულთა წრის წევრების, მოზარდი და-ძმის, მანჰეტენელი ქალის, პოკერის მოთამაშეების, ტერორისტებისა და მათი ლიდერების ცხოვრების გზებით უახლოვდება. ბიოგრაფიების, ღირებულებებისა და პერსონაჟების შინაგანი სამყაროების ეს მრავალფეროვნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის. რომანის ბოლოს კი ჯოჯოხეთის შუაგულია – ტერაქტის ეპიცენტრი. ავტორი პირველი შეჯახების მოწმეებად გვაქცევს და იმ ასობით ადამიანს შორის ჩაგვაყენებს, მაღალი სართულებიდან კიბით რომ ცდილობენ დაშვებას. ... თუმცა სხვები ფანჯრიდან ვარდნას ამჯობინებენ. 11 სექტემბრის ხსოვნის სიმბოლო რომანში სწორედ ესაა – ადამიანი, რომელიც ვარდება – გაცოცხლებული წამი ცნობილი ფოტოსურათიდან, რომელსაც 11 სექტემბრის შემდეგ მთელმა მსოფლიომ Falling Man უწოდა. სიუჟეტი მძაფრია, თხრობის მანერა – ცოცხალი, რაც მკითხველს წიგნში აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილედ აგრძნობინებს თავს


გაზიარება:

გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
9
წონა
0.299
ნანახია
313