ფელინის ლოყა
24.95
ავტორი: ირაკლი კვირიკაძე
ცნობილი კინორეჟისორის, გახმაურებული ფილმების – „ქვევრი“, „ქალაქი ანარა“, „მოცურავე“ – ავტორის, ირაკლი კვირიკაძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფელინის ლოყა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნოველებს აერთიანებს. კინოამბისთვის დამახასიათებელი ჟანრთა სხვადასხვაობა წიგნის დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებს – კომედია, დრამა, თრილერი, ტრაგიკომედია ერთმანეთს ენაცვლება...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 24.95
- წონა
- 0.699
- ნანახია
- 317
მსგავსი პროდუქტები
მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
მთარგმნელი: ნინო ბურდული
გამომცემლობა: ინტელექტი
49.95
ცეცხლოვანი მამლის წელიწადი
ავტორი: სერგო წურწუმია
„რა ხდება სამყაროში მაშინ, როცა ცხოვრების რუკაზე საბედისწეროდ იცვლება ისრები – ზღვისპირა ქალაქში საომრად თურქეთიდან მუჰაჯირობის დროს გაქცეული აფხაზური ოჯახი ბრუნდება, მშობლიური ქალაქიდან კი მისი მკვიდრი შვილი, ქართველი მებრძოლი გარბის?!.. შესაძლებელია, ისრებმა კვლავ ერთმანეთისკენ იბრუნონ პირი?.. რა გამოცდა ელის ოდესღაც სამოთხედ წოდებულ მიწას, სადაც სამართალი დროებით საფარველს ამოეფარა?
„ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ აფხაზეთის ომის ვრცელი და საგულისხო მხატვრული რეტროსპექტივაა. მასში ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება – უსამართლობა და ქაოსი, სიშლეგე, ექსტრემალურ ვითარებაში გამომჟღავნებული ადამიანური ბუნების კონტრასტები – უკიდურესი სიკეთე და უკიდურესი ბოროტება; ამ შემზარავად შთამბეჭდავ პანოს დოკუმენტური ნარატივი ამყარებს – ტექსტში მკაფიოდ ირეკლება რეალურ გმირთა პორტრეტები.
თუმცა, რომანის უმთავრესი ღირსება არა მხოლოდ ომის ანატომიის აღწერა, არამედ მის შინაარსში გაცხადებული საიდუმლოა – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მისი შორი და ახლოხედვის ნიუანსები. თავად მწერლისთვის ეს საიდუმლო ყველაზე კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამ პირუთვნელი ცოდნით, მრავალპლანიანი პერსპექტივით, მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პატიოსნებით ქმნის მხატვრულ რეალობას, რომელშიც ქართველსაც და აფხაზსაც საკუთარი სათქმელის, ყოველგვარი წყენისა და ბრაზის მიღმა დაუნჯებული სიმართლის ამოკითხვა შეუძლია“, – ნინო სადღობელაშვილი.
15.95
5 რომანი
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
ამ წიგნში გ. რობაქიძის ხუთი რომანია შესული,რომელიც,დიდი მწერლის დრამატული ცხოვრების გათვალისწინებით,სრულიად განსხვავებულ დროში,გარემოსა და ვითარებებში იქმნებოდა.გ. რობაქიძის ხუთი რომანი – „გველის პერანგი“(1926 წ.),„მეგი – ქართველი გოგონა“(1932 წ.),„ქალღმერთის ძახილი“(1934 წ.),„მცველნი გრალისა"(1937 წ.),„ფალესტრა“(1928 წ.) – ჯერ სამშობლოში,შემდეგ კი ემიგრაციაში იწერებოდა.მათი დიდი ნაწილი ზედიზედ ითარგმნა და გამოიცა წამყვან გერმანულ გამომცემლობებში.
35