ბალადა გატეხილ ცხვირზე


12.9

ავტორი: ერნე სვინგენი

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

სერია: საოცრება

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: რბილი

არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი.

„ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან  ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და… ოპერა.


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
12.9
წონა
0.236
ნანახია
169