ხოჭო ბიჭი (წიგნი 1)
12.9
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი
მთარგმნელი: რუსუდან ჯაყელი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
დარკუსის მამა უკვალოდ გაუჩინარდა.
დარკუსი საცხოვრებლად ბიძასთან გადადის და სკოლასაც იცვლის. სწორედ ახალ სკოლაში იწყება უცნაურობებითა და ხიფათით სავსე თავგადასავალი: დარკუსი თავის ახალ მეგობრებთან ერთად იდუმალ საქმეს იძიებს. ბავშვებს ხოჭოებიც ეხმარებიან, განსაკუთრებით მარტორქა ხოჭო – ბაქსტერი.
მაგრამ ბიჭისა და ხოჭოს მეგობრობა ვის გაუგია? ან რა კავშირი აქვს დოქტორ ქათლის გაუჩინარებას უჩვეულო ხოჭოებთან, აუტანელ მეზობლებთან და იშვიათი სამკაულების მოყვარულ ლუკრეცია კატერთან?
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.309
- ნანახია
- 1412
მსგავსი პროდუქტები
ხოჭოების ბრძოლა (წიგნი 3)
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ისევ ერთად არიან. უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით, ისინი კვლავ ცდილობენ, წინ აღუდგნენ ლუკრეცია კატერს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გამაგრებული და მზაკვრულ გეგმებს აწყობს. მას გიგანტური ხოჭოების მთელი არმია ჰყავს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს დაპყრობა სურს და თუ არავინ შეაჩერებს, სამყაროს გარდაუვალი განადგურება ემუქრება…
12.9
ხოჭოების დედოფალი #2
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ლუკრეცია კატერის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ გეგმებს აწყობენ, თუმცა მეგობრებს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ: დარკუსის მამამ მათ კატერის მიერ მისი გატაცების საქმის გამოძიება აუკრძალა, ყალთაბანდი ბიძაშვილები, ჰამფრი და პიკერინგი კი ეს-ესაა ციხიდან გამოვიდნენ… ამ ბრძოლაში ბავშვებს ლუკრეციას ქალიშვილი ნოვაკიც ეხმარებათ, რომელიც დესპოტ დედას აუმხედრდა, მაგრამ შეძლებენ კი ისინი ხოჭოების დედოფლის დამარცხებას?
12.9
თევზი ხეზე
ავტორი: ლინდა მალალი ჰანთი
მთარგმნელი: მთარგმნელი: ლია ჯამბურია
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“.
სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს ჰქონდა.
12.9
პაქსი
ავტორი: სარა პენიპეკერი
მთარგმნელი: მთარგმნელი: ანი კოპალიანი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
მელია მყავდა…
მყავს…
გავუშვით.
გზის პირას დავტოვეთ.
მამამ თქვა, ასე აჯობებსო,
მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა.
ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების გულისამაჩუყებელი ამბავი.
12.9