santaesperanza
დენს დენს დენს
დენს დენს დენს

დენს დენს დენს


19.9

ავტორი: ჰარუკი მურაკამი

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

ყდა: რბილი

?„ცხვრის“ შემდეგ დავწერე „საოცრებათა სამყარო მუხრუჭების გარეშე“, მერე – „ნორვეგიული ტყე“ და მხოლოდ ამის შემდეგ – „დენსი“. „ვირთხას ტრილოგიის“ გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან“. – ჰარუკი მურაკამი

მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში და განვითარებული კაპიტალიზმის დიადი სისტემის ჭანჭიკად იქცევა, რასაც ის „ნეხვად გადაქცევის სისტემას“ უწოდებს. მთხრობლის ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა.

რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც – რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ სულ მალე გმირი ხვდება, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ძალიან დახლართულია, ამიტომ ის იძულებული ხდება, თავიდან დაიწყოს ცეკვა.


გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
19.9
ნანახია
1036
გაზიარება: