santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
სამეგრელო #1
ავტორი: გივი ეელიავა     წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის, მხარეთმცოდნისა და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ შრომებს სამეგრელოს შესახებ.ლიავა
49.9
სამეგრელო – ტოპონიმიკური ატლასი
ატლასი აერთიანებს სამეგრელოს ერთი ნაწილის – აბაშის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტოპონიმიკურ რუკებს, რომლებიც მოამზადა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელმა გივი ელიავამ. ეს უნიკალური მასალა დღეისათვის ამავე მუზეუმშია დაცული.   ავტორის დიდი სურვილი იყო არა მარტო სამეგრელოს, არამედ საქართველოს ყველა კუთხის სრული ტოპონიმიკური ატლასების გამოცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მას არ დასცალდა.   ნიგნი ტოპონიმიკური მასალის ამგვარი სახით გამოცემის ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ქართულ სინამდვილეში. ადგილთა სახელწოდებების პუბლიკაცია სათანადო რუკების თანხლებით ორიგინალური და ამავდროულად მომხმარებელთათვის დიდად პრაქტიკული საშუალებაა. ავტორი: გივი ელიავა გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ტოპონიმიკური რუკები, ისე ტოპონიმთა ჩამონათვალი და შესაბამისი დოკუმენტური ინფორმაცია. გამოცემა დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიით, გეოგრაფიით, ეთნოლოგიითა და ქართული ენათმეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას.   აბაშის, სენაკისა და ჩხოროწყუს ტოპონიმიკური რუკები ქვეყნდება პირველად.
150
სამეგრელო. მხარეთმცოდნეობითი შრომები – II
ავტორი: გივი ელიავა   წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ მხარეთმცოდნეობით შრომებს სამეგრელოს შესახებ, მათ შორის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსების წინარე და შემდგომ 40-წლიან ისტორიას, მუზეუმის სამეცნიერო და შემოქმედებით ცხოვრებას, მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოსა და უცხოეთის გამოჩენილ მეცნიერებთან და ხელოვანებთან. გამოცემაში თავმოყრილია გივი ელიავას ეპისტოლარული მემკვიდრეობა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის იმ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს, ამასთანავე, მეცნიერულ თუ ადამიანურ თანადგომას, რომლითაც სავსე იყო მუზეუმის ცხოვრება. მკვლევარი საკუთარ ნაშრომებში ფართოდ მიმოიხილავს სამეგრელოს უმდიდრესი რეგიონის – მარტვილის მუნიციპალიტეტის – ბუნებრივი თუ ისტორიული ღირსშესანიშნაობანის მრავალმხრივი გამოყენების პერსპექტივას, რომელზედაც მისმა ავტორმა გაცილებით ადრე იფიქრა და იზრუნა, ვიდრე საქართველო ტურისტული ქვეყანა გახდებოდა.
49.95
სამზარეულო
ავტორი: ბანანა იოშიმოტო  მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგესგარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს...    
15.95
სამი მეგობარი
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ანა კორძაია–სამადაშვილი სერია: ძალიან მაგარი წიგნები ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?  
17.95
სამი მუშკეტერი - წიგნი I
ავტორი: ალექსანდრე დიუმა მთარგმნელი: სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ გამომცემლობა: პალიტრა L
16.95
სამი მუშკეტერი - წიგნი II
ავტორი: ალექსანდრე დიუმა სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” XVII საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ მოგვითხრობს. მეფე ლუდოვიკო XIII-ისა და მისი პირველი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დახლართული ინტრიგების მონაწილე ხდება გასკონიიდან პარიზში ჩასული, მუშკეტერობაზე მეოცნებე დარტანიანი, რომლის უცნაური ცხოვრება მას მერე იწყება, რაც პარიზში მეფის მუშკეტერებს გაიცნობს და დაუმეგობრდება.    
16.95
სიახლე
სამი მუშკეტერი, ოცი წლის შემდეგ - (1-2ტ)
ავტორი: ალექსანდრე დიუმა თარგმანი: ივანე მაჭავარიანი, თამარ საჯაია ალექსანდრე დიუმას ორი გამორჩეული რომანი - სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ, სასაჩუქრე ორტომეული
50
სამი ქართული ამბავი
ავტორი: გიორგი კალანდია სერია: იკითხე ქართული   ამ წიგნში მოთხრობილია ამბები სხვადასხვა სფეროში თავდადებით და უანგაროდ მოღვაწე ამ სამი გულმხურვალე ქართველისა, რომელთა კვალი ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
12
სამი წითელი თევზი
ავტორი: რაკელ პულიდო სერია: საოცრება „სანამ ტკივილის ატანა შეგიძლია, ნუ იტირებ“, –  ეუბნება ხოლმე მამა მარტინს და ისიც ითმენს, როცა რაღაც აწუხებს, რაღაც აფიქრებს, ანერვიულებს; ითმენს და ელოდება, როდის შეიცვლება მათ ოჯახში რამე, როდის ექნება საკუთარი ოთახი, უყიდიან საყვარელ კომპიუტერულ თამაშს, ეყოლება ძაღლი, რომელზეც ამდენი ხანია, ოცნებობს… და მარტინი თანდათან ხვდება, რომ ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე საკუთარი ოთახი ან საზაფხულო ბანაკში წასვლაა; რომ მთავარია, ოჯახის წევრებს ერთმანეთის ესმოდეთ, უყვარდეთ, ზრუნავდნენ, თანაუგრძნობდნენ; ვერც ძაღლი და ვერც წითელი თევზი ვერასოდეს ჩაანაცვლებს საყვარელი ადამიანების მონატრებას და რომ ტირილი სულაც არაა სისუსტის გამოვლინება. ასეა, ზოგჯერ მამაც შეიძლება შეცდეს – მოზღვავებული ემოციებისგან ტირილი მანამდეც შეიძლება, სანამ მოთმენა ჯერ კიდევ შეგიძლია. მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი
9.9
სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით
გონებრივი შრომით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე თემზას. სწორედ მათი – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო. მწერალს სურდა, თემზისპირა სოფლებისა და ქალაქების მეგზური შეედგინა, თუმცა მხიარული ამბებითა და ხალასი ხუმრობებით გაჯერებული წიგნი იუმორისტულ ნაწარმოებად იქცა.
10.9
სამოთხიდან გაქცეულები
ავტორი: ბექა ქურხული "სამოთხიდან გაქცეულები" ჩვენი ქვეყნის უახსელი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ
24.9
სამოსელი პირველი
ავტორი: გურამ დოჩანაშვილი გამომცემლობა: მერიდიანი ყდა: რბილი
35
სამოქალაქო 7კლასი
ტალახაძე გამომცმელობა სიდი  
16.5
სამუშაოს ძებნა მარტივად
ავტორი: მესმერი მაქს სერია: სერია მარტივად ეს არის ადვილად გასაგები, პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! „სამუშაოს ძებნა მარტივად“, თქვენი საქმიანობის სფეროს განურჩევლად, დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამსახურის ძებნის პროცესი ისე, თითქოს საქმეში განსწავლულ პარტნიორთან ერთად ეძებთ. სამუშაოს პოვნა და მასთან შეგუება ყოველთვის ადვილი როდია. თქვენ აუცილებლად მოხვდებით ვაკანსიისთვის შესაფერის უამრავ კანდიდატს შორის. როგორ უნდა გამოგარჩიონ? „სამუშაოს ძებნა მარტივად“ გაჩვენებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდეთ კონკურსის დროს და როგორ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც ნამდვილად გინდათ. მთარგმნელი: გვანცა ირემაშვილი
15
სამყარო - მოძრავი ნახატებით
ასაკი: 3-6 წლამდე ჟანრი: შემეცნებითი ლიტერატურა ბავშვებისთვის   თარგმანი: ნინო ბელთაძე
27.95
სამყარო როგორც ორგანული მთლიანობა / ნების თავისუფლება
ავტორი : ნიკოლაი ლოსკი
25
სამყაროთა ომი / დროის მანქანა
ავტორი: ჰერბერტ უელსი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: პორტალი რომანი მოგვითხრობს მომავალში გატარებული რვა დღის შესახებ.ეს დღეები დროში მოგზაურობისთვის ახალი აღმოჩენებისა და ცოდნის წყაროა,თუმცა არცთუ მანუგეშებელი.სადამდე შეიძლება გადააგვაროს საზოგადოება სამეცნიერო პროგრესმა და სოციალურმა უთანასწორობამ და როგორი იქნება სამყარო მაშინ,როდესაც აქ ორად ორი სახის არსებები დარჩებიან?კითხვებზე პასუხს ამ არსებების გაცნობის შემდეგ მიიღებთ...
13.95
სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის
კონსტანტინე გამსახურდია უმცროსის ახალი წიგნი - „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის (ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი)"   წიგნში გადმოცემულია ზვიად გამსახურდიას - მწერლის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დისიდენტისა და პრეზიდენტის - ბიოგრაფიული პორტრეტი რთული და მღელვარე ეპოქის შუქჭრილში, რომელშიც საქართველო იშვა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო
35
სამხრეთის უბანი
ავტორი: მარი ბექაური   “ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…“ აქ, სამხრეთის უბანში, დენთის და პოეზიის სუნი ტრიალებს. როცა თბილისში ბავშვები ასფალტზე ცუდად დახაზულ კლასობანას თამაშობენ, მათი მამები აფხაზეთში, გაყიდულ ომში იბრძვიან.
9.9
სამხრეთული სპილო
ავტორი: არჩილ ქიქოძე „სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია. მასში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი თავის ბინას მეგობარს უთმობს. მეგობარი იქ საყვარელ ქალს უნდა შეხვდეს. თავად კი დროის გასაყვანად თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა. წიგნში კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია. ის მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია. ამასთანავე, პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება. არჩილ ქიქოძე რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორია. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.
15.9
სანამ დავიძინებ
ავტორი: ს.ჯ უოტსონი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს მას მეხსიერება დაკარგული აქვს. მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს... სანამ დაიძინებს... დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და დაემართა ამნეზია, აღარაფერი ახსოვს... ქრისტინას ძალიან უნდა დაუჯეროს მასზე მზრუნველ მამაკაცს, მაგრამ... ქალს მხსნელად მოევლინება ექიმი, რომელიც ურჩევს, მეხსიერების გასავარჯიშებლად ყველა მოვლენა დღიურში ჩაიწეროს და მალე ქრისტინა მიხვდება, რომ მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ აუხსნელი, გაუგებარი და დაუჯერებელია.  
13
სანატორიუმი
ავტორი: აბარბარა კლიცკა მთარგმნელი ქეთევან ქანთარია გამომცემლობა: ინტელექტი   „სანატორიუმი“ სიცოცხლის საზღვართან გაშეშებული კონფლიქტების შესახებ მოგითხრობთ. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ სანატორიუმში დასასვენებლად მიემგზავრება. ბევრი ხმით, ტკივილით, გროტესკით და ბედისწერით სავსე სანატორიუმი სუროგატული სამოთხის ანარეკლიცაა, სადაც სიცოცხლის საზრისის დაბადება-არდაბადების საკითხი წყდება.
12.95
სანდიტონი
ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია:  ქალების კალმით მთარგმნელი: ლევან ინასარიძე "ჯეინ ოსტინს თუ დავუჯერებთ, ყოველ სოფელს თითო დიდებული ქალბატონი ჰყავს. ამ ნათქვამში გარკვეულ ორაზროვნებას, ირონიასა და ქვეტექსტებსაც ამოვიკითხავთ და დავრწმუნდებით, რომ ლიტერატურული „მანევრების“ ოსტატ ავტორს ვეცნობით. ჯეინ ოსტინის დაუსრულებელი რომანი „სანდიტონი“ გვაცნობს ინგლისის არაჩვეულებრივ ქალებს, რომელთაც სქესის, ტრადიციის, წესჩვეულებების ჩარჩოებს მიღმა გაიხედეს და აღმოაჩინეს, რომ თვალს, გულსა და გონებას იმაზე მეტის აღქმა შეუძლია, ვიდრე ამაზე დამკვიდრებული წარმოდგენებით იცოდნენ.
14.95