santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ალპური ყვავილები
ავტორი:  სოსო მეშველიანი   ალპური ყვავილები“ სოსო მეშველიანის დოკუმენტური მოთხრობებისა და ჩანაწერების ციკლის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც პოეტის მხატვრული მეხსიერების მძაფრი შთაბეჭდილებებია თავმოყრილი.     ამ კრებულშიც ერთმანეთს ორი სამყაროს მისტიკა და ესთეტიკა ენაცვლება – კავკასიურ/სვანური და ევროპულ/ესპანური. ორივეს შესახებ პოეტმა ბევრი რამ იცის, ხოლო ამ აღქმულ და დანახულ ცოდნას მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – მის წინაშე აქამდე უცხო და უცნობი სინამდვილე თამაშდება, ბასრი აქცენტებით და დაუნდობელი მშვენიერებით.     „ალპური ყვავილები“ იმ ადამიანურ ოცნებებსაც იუნჯებს, რომლებიც ხშირად მიუწვდომელ მწვერვალებზე გვეგულება, სინამდვილეში კი საკუთარ ან გვერდზე მყოფის გულშიც შეგვიძლია მათი აღმოჩენა.     – ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან
9.95
ალტონელი განდეგილები
ავტორი: ჟან პოლ სარტრის მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი
16.6
ალუბლის ბაღი
ავტორი: ანტონ ჩეხოვი მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე სერია: იკითხე კლასიკა   ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ...
9.95
ალუდა ქეთელაური
ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა ილუსტრატორი: სოფო კირთაძე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: რბილი
14.95
ალფას ვიბრაცია
ავტორი: ნინო ამირეჯიბი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
9.95
ალქიმია არაორდინარული იდეების ძალა
ავტორი: რორი საზერლენდი სერია: ლურჯი ოკეანე    "აღმოაჩინეთ ალქიმია ჩვეული „ყოფითი“ აზროვნების მიღმა! როგორც TED-ის სუპერვარსკვლავი და სარეკლამო ინდუსტრიის ლეგენდა რორი საზერლენდი გვიჩვენებს, თითქოსდა ალოგიკური და რაციონალურობას მოკლებული გადაწყვეტილება ხშირად საუკეთესო გზაა ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ბიჰევიორისტული მეცნიერების მაგალითებსა და ბრენდინგის მაგიით შთაგონებულ შოკის მომგვრელ ისტორიებზე დაყრდნობით, „ალქიმიის“ ავტორი გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ მცდარია ეკონომისტების, საქმიანი წრეებისა და პოლიტიკოსების სტერეოტიპული მიდგომები აქტუალური საკითხების გადაჭრისას. იმისათვის, რომ იყო ბრწყინვალე, უნდა იყო ირაციონალური. "
19.95
ალქიმიკოსი
ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.
9.9
ამ რომანში ყველა კვდება
ავტორი: ბექა ადამაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
14.9
ამ ხნის განმავლობაში
ავტორი: მიკი დოტრი, ტობიას იაკონისი სერია: ლიბერთინს   კაილი და კიმბერლი იდეალური წყვილია ისინი ხომ ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მუდამ განუყრელნი იყვნენ. მაგრამ დადგა გამოსაშვები საღამო და კიმმა მოულოდნელად გამოუცხადა კაილის, რომ შორდება და სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს. კაილის მთელი სამყარო ერთ წამში თავზე ჩამოენგრა ჯერ შეყვარებული დაკარგა, შემდეგ საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და საშინელი ტრავმების შედეგად კომაშია. და არავინ იცის, რა ჯოჯოხეთურ ტანჯვასთან უწევს გამკლავება მთელი ამ ხნის განმავლობაში... გარდა ერთი საოცარი გოგონასი, რომელიც ასეთსავე უბედურებას განიცდის. ოღონდ რეალობაა კი ეს ყველაფერი?..
14.95
ამარგი/ალუდას ნახტომი
ავტორი: ზურაბ კიკნაძე სერია: MAGNUM OPUS ზურაბ კიკნაძის წიგნის სათაური ამარგი, შუმერული სიტყვა, „დედასთან დაბრუნებას" ნიშნავს და თავისუფლების იდეას ატარებს. თავისუფლება შენს გენეზისთან, შენს თავთან დაბრუნებაა. ქვესათაური ალუდას ნახტომი, ყველასთვის ნაცნობია, მშობლიურიც არის. ბევრი გვიფიქრია მასზე. ალუდა მიდის და, სადაც უნდა წავიდეს, ვიცით, თავის თავს დაუბრუნდება. ის ტოვებს თავის ემპირიულ მეს და სიღრმისეულში ბრუნდება. ამ წიგნში თითოეული ჩანაწერი, რომელიც სურვილისა და მოცალეობის შემთხვევაში, შესაძლოა, კულტურულ-ანთრო პო ლოგიურ ნაშრომადაც ქცეულიყო, ცხადად თუ შეფარვით საკაცობრიო პრობლემას შეიცავს. ავტორი გვთავაზობთ კაცობრიობის ისტორიაში ნათქვამ სიტყვებს და ქმნილ საქმეებს, და თავის ფიქრებს და განსჯას მათზე. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ეფემერულად და მარგინალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინი ღირს დაფიქრებად, გამოგვადგება მედიტაციების საყრდენად. გამოცდილებით ვიცით, რომ ადამიანისგან ფასი ხშირად წარმავალს უფრო ადევს, სწორედ იმის გამო, რომ წარმავალია და, ამდენად, განუმეორებელი.
29.95
ამაღლების ქუჩა
ავტორი: იაკი კაბე გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: მაგარი
13.95
ამბავი ლილე იროელისა
ავტორი: ნატო დავითაშვილი „ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.  
14.95
ფასდაკლება
ამბავი მგლისა და კაცისა
ავტორი: იასონ ბადრიძე მთარგმნელი: შალვა ლეჟავა   ეს წიგნი უნიკალურ გამოცდილებაზე მოგვითხრობს – ველურ ბუნებაში მგლებთან ერთად ორწლიან ცხოვრებაზე. მისი ავტორი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მგლების იდუმალ ყოფას ეზიარა. იასონ ბადრიძე, ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1944 წელს თბილისში დაიბადა. დედა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მამა, კოტე მარჯანიშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობას ასწავლიდა. მანვე შექმნა პროფესიონალი კასკადერების პირველი ჯგუფი საქართველოში. იასონ ბადრიძე, მამის მსგავსად, აქტიურად მისდევდა სპორტს (პირველი თანრიგი ტანვარჯიშსა და სროლაში, საქართველოს ჩემპიონის წოდება ძალოსნობაში იუნიორთა შორის), რაც შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში გამოადგა, როცა, მგლებთან ერთად ნადირობისას, დღეში ათობით კილომეტრის გარბენა უწევდა. სწავლობდა პირველ სკოლაში, რომლიდანაც გარიცხეს (საკონტროლო წერის ჩასაშლელად კლასში წიწაკები დაწვა და სუნთქვა შეუძლებელი გახადა). სწავლა სხვა სკოლაში განაგრძო, თან ორთქლმავალშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა. სკოლის დასრულებისას უკვე მე-6 (უმაღლესი) თანრიგის ხარატი იყო. მოზარდობაშივე, მამასთან ერთად, ააგო საკუთარი კონსტრუქციის წყალქვეშა ნავი, რომელიც ბათუმში მესაზღვრეებმა ჩამოართვეს. უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ეთოლოგიით (ცხოველთა ქცევით) დაინტერესდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ წყალობდნენ. ივანე ბერიტაშვილის რჩევით, კონრად ლორენცის ნაშრომებს გაეცნო. ამავე დროს გადაწყვიტა, მგლის ქცევა ბუნებაში შეესწავლა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს წიგნი – როგორ მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერმა მგლების ოჯახის ნდობა, როგორ გახდა მათი სოციუმის წევრი და როგორ შეისწავლიდა მტაცებლების გამაოგნებელ უნარებს. 
8.42 12.95
ამბავი უფლისწული გენჯისა
ავტორი: მურასაკი შიკიბუ მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
21.9
ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა
ავტორი: ბესო სოლომანაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.
15.9
ამბები კატა კოტოსი
ავტორი: ვასო გულეური მფრინავი კატა გაგიგია ? ალბათ, არა, თუმცა ახლა გაიცნობ. კეთილი, სამართლიანი და მზრუნველია კატა კოტო, თანაც დაფრინავს. ვერ ეგუება უსამართლობას და სხვების ჩაგვრას. ბედნიერია ჩვენი კოტო, რადგან თავისუფალია, ლაღია და, რაც მთავარია, ფრენა შეუძლია. გაიცანი კატა კოტო და მაშინვე შეგიყვარდება.
15.95
ამბოხებული ადამიანი
ავტორი: ალბერტ კამიუ მთარგმნელი: მარინა ბალავაძე გამომცემლობა: აგორა ყდა: რბილი  
20
ამბოხის გზა
ავტორი: რიჩარდ იეიტსი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი სერია: რომანები სიყვარულზე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
15.9
ამერიკა
ავტორი: ფრანც კაფკა მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა  
19.9
ამერიკანა
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე   ქართველებს ბასკებსა და კორსიკელებს გვამსგავსებენ. საკმარისია, ჩვენ შორის ამა თუ იმ მსგავსებაზე ჩამოვარდეს სიტყვა, უცნაურად გავხალისდებით ხოლმე. არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, როგორც ჩანს, მარტოობის ერებსაც ეშინიათ. ერსაც სჭირდება რწმენა, რომ ვიღაც ჰგავს. ჰოდა, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ქართველები და ნიგერიელებიც ვგავართ ერთმანეთს? წარმოიდგენდით, რომ სადღაც, აფრიკის კონტინენტზე ადამიანები ზუსტად ჩვენსავით ცდილობენ თავი დააღწიონ ჩარჩოებს ან შეინარჩუნონ ჩარჩოები, რომლებიც თავად დაუდგენიათ, როგორც ჩვენ? წარმოიდგენდით, რომ ნიგერიაში, იქ, სადაც რწმენა მეტ სიჭრელეს იტანს, სინამდვილეში, ღმერთი ჩვენსავით სწამთ? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სურთ სამშობლოდან გადახვეწილ ახალგაზრდა გულდაკოდილ ნიგერიელებსა და სხვა აფრიკელებს? მათ სურთ გაჯანსაღებული იხილონ თავიანთი მიწა. რასიზმი რასისტების გარეშე წარმოგიდგენიათ? რა შეიძლება აწუხებდეს ახალგაზრდა ნიგერიელ ქალს? რა უნდა ტანჯავდეს ნიგერიელ მამაკაცს? ყველა განსაცდელის წამალს რა ჰქვია, იცით? – სუფთა გული, იგბოს ენაზე, ობიოჩა.
27.95
ამერიკელი სნაიპერი
ავტორი: კრის კაილი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სერია: ომებსა და ადამიანებზე   1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. მისმა თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც იცავდა ერაყში, - სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, - „ლეგენდა“ შეარქევს, მტრებმა კი „ალ-შაითანი“, ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. კაილი დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ომის საშინელებას, მათ შორის, ორი უახლოესი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია, გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად კრისს. ეს არის შესანიშნავად და დეტალურად აღწერილი ამბავი იმაზე, თუ როგორ იბრძვიან ერაყში. ეს არის სიმამაცის, ჰუმანიზმისა და ვაჟკაცობის ამბავი.
16
ამერიკელი სნაიპერი
ავტორი: კრის კაილი მთარგმნელი ირაკლი ლომოური სერია წლის ბესტსელერი   1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მისმა თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც იგი იცავდა ერაყში, – სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, – „ლეგენდა“ შეარქევს, მტრებმა კი „ალ-შაითანი“, ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. კაილი დოკუმენტური სიზუსტით აღგვიწერს ომის საშინელებას – მათ შორის, თავისი ორი უახლესი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია, გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად, კრისს. 2009 წელს, როცა სამხედრო საქმიანობას ოფიციალურად დაანება თავი, ავტობიოგრაფიის წერა დაიწყო და 2012 წლის იანვარში „ამერიკელი სნაიპერი“ გამოსცა. 2013 წლის 2 თებერვალს ტეხასში მოკლეს. მკვლელს, ვეტერან ედი რუტს, კაილი სროლაში ავარჯიშებდა. ექიმებმა მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. კრის კაილი სიცოცხლეშივე აღიარეს ლეგენდად. ის ჯარისკაცებს შორის დიდი პატივით სარგებლობდა; სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ სნაიპერებსა და პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს წვრთნიდა და დიდ დროს უთმობდა ვეტერანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობას.
13
ამერიკელი ფსიქოპათი
ავტორი: ბრეტ ისტონ ელისი მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია
23.9
ამერიკელი ღმერთები
ავტორი: ნილ გეიმანი ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები” – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.
15.9