santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ამერიკელი ფსიქოპათი
ავტორი: ბრეტ ისტონ ელისი მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია
23.9
ამერიკელი ღმერთები
ავტორი: ნილ გეიმანი ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები” – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.
15.9
ამერიკული და ბრიტანული ნოველები
მთარგმნელი: ქეთევან თუხარელი „ამერიკული და ბრიტანული ნოველების“ ეს კრებული ლიტერატურის თერთმეტი თვალსაჩინო მწერლის ნაწარმოებებს აერთიანებს. ამ მწერალთა შემოქმედებას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი და ბუნებრივია, დიდია ინტერესიც თითოეული მათგანის ნებისმიერი ტექსტის მიმართ. სხვადასხვა სოციალურ გარემოსა და სიტუაციაში მოხვედრილი ადამიან(ებ)ის პიროვნული ბედი; სამყაროსთან კონფლიქტში გაღვივებული თავგადასავლები; იუმორი და ბასრი გროტესკი – ამ ყველაფერს ქეთევან თუხარელის მიერ თარგმნილ ნოველებში ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.
14.95
ამერიკული პასტორალი
ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: თამარ ლომიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
17.95
ამპარტავნობა და ამოჩემება
ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია: იკითხე ქართულად   ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...
14.95
ამპარტავნობა და ამოჩემება (რბ.ყდა)
ავტორი: ჯეინ ოსტინი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი ჯეინ ოსტინის უკვდავი რომანი Pride and Prejudice, კიდევ ერთხელ ითარგმნა ქართულად და ახალი სათაურით გამოიცა. ჯეინ ოსტინს უყვარდა პოეტური სათაურები, ერთმანეთთან რითმაში, ალიტერაციაში, ასონანსში შესული სიტყვების გამოყენება, უმთავრესად, წყვილის... Pride and Prejudice ძალიან ლამაზი სათაურია ორი შესანიშნავი ტაქტი და ალიტერაცია, ფაქტობრივად, ლექსი. სინამდვილეში, ადრე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მოქმედი პირის სახელი, ისევე, როგორც იყო "რომეო და ჯულიეტა", "ტრისტანი და იზოლდა". ...ტერასებით მდინარისკენ დაეშვნენ; ელიზაბეთი შებრუნდა და ერთხელ კიდევ შეავლო იქაურობას თვალი... თავლებისაკენ მიმავალ გზაზე ამ სახლის პატრონი გამოჩნდა. ერთმანეთისგან ოციოდე იარდში იდგნენ; მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თვალსაც ვერ აარიდებდა კაცი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა; სახეზე ალმური მოედოთ. დარსი შედგა და გაოცებისაგან წამით გაქვავდა, მაგრამ გონს მოეგო, მათკენ გაემართა და ელიზაბეთს სალამი უთხრა...
12.95
ამპარტავნობა და ამოჩემება - საკოლექციო
ავტორი: ჯეინ ოსტინი თარგმანი: ხათუნა ბასილაშვილი
14.95
ამსტერდამული მოხსენებები ფენომენოლოგია
"ამსტერდამული მოხსენებები", წაკითხული 1928 წელს, არის მცდელობა მსმენელისთვის ფენომენოლოგიის მოკლე და ყოველმხრივი შესავლის შეთავაზებისა. მოხსენებები ასევე წარმოადგენს ინტერესს ჰუსერლის მიერ ფენომენოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის კავშირის ძირითადი ფორმულირების სახით, რაც მისი წინა შრომების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო.  
15
ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან (ნაწილი პირველი)
ავტორი : სიორენ კირკეგორი მთარგმნელი : რატი ბაინდურაშვილი   სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.  ნაწარმოები „ან/ან“ ატარებს ორგვარ ჟღერადობას ორი სხვადასხვა მთხრობელის მხრიდან. პირველ ნაწილში ახალგაზრდა ესთეტიკოსი მამაკაცი (რომელსაც უბრალოდ ჰქვია A), ხოლო მეორე ნაწილში – ეთიკური განმსჯელი, სახელად ვილჰელმი. „ან/ან“ – დუალობის ეს შედევრი გახლავთ შესანიშნავი გამოკვლევა იმ კონფლიქტისა ესთეტიკასა და ეთიკას შორის რომ არსებობს; ორივე მათგანი ირონიულად და მაცდურად განიხილავს ეპიკურ სიამოვნებებს – მთელი თავისი მჭევრმეტყველური ასახვით მორალური ყოფა-ცხოვრების მაღალი სათნოებებისა. წიგნის პირველ ნაწილში ასახული ასპექტები არის „ან“ – ცხოვრების ესთეტიკური ჭვრეტა; ხოლო მეორე ნაწილი „ან“ – მისი ეთიკური აღქმა. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნული ჩამოყალიბების, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის საკითხებს, რა ყოველივეც საბოლოოდ მიემართება ქორწინების თემას. ნაწარმოების პრობლემის გადაწყვეტა მკითხველისათვის არის მინდობილი, ვინაიდან არ არსებობს არავითარი მესამე ნაწილი, სადაც კი შესაძლებელი იქნება, რომ ცხოვრებისეულ ბილიკზე რაიმე კონკრეტული ეტაპი წარმოჩნდეს.
42
სიახლე
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი სერია: NONEFICTION   1935 წელს შვეიცარიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, კარლ გუსტავ იუნგმა (1875-1961) ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში ექიმების წინაშე ხუთი ლექცია წაიკითხა. იუნგი, ჩვეულებრივ, ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა ლექციას, მომდევნო ერთი საათი კი კამათს ეთმობოდა, თუმცა დისკუსიები განსაზღვრულ დროს ბევრად აჭარბებდა ხოლმე. სწორედ ეს ლექციები, თანმხლები დისკუსიებით, შეადგენს ამ წიგნის შინაარსს. ლექციები მკითხველს იმ საფუძვლების გასაცნობად ამზადებს, რომლებსაც იუნგის თეორია ეყრდნობა.   წიგნში იუნგი ყურადღებას ორ ძირითად სფეროს აპყრობს: ერთია არაცნობიერის სტრუქტურა და შინაარსები, მეორე კი არაცნობიერი პროცესიდან გამოვლენილ შინაარსთა კვლევის მეთოდები (ეს უკანასკნელი სამ ნაწილად იყოფა: 1. ასოციაციის ექსპერიმენტი, 2. სიზმრის ანალიზი, 3. აქტიური წარმოსახვა).
22.95
ანარქიზმი, ათეიზმი, ფემინიზმი
ავტორი: ემა გოდლმანი მთარგმნელი: სხვადასხვა გამომცემლობა: აქტი წიგნში შესულია ავტორის ბიოგრაფია და  სხვადასხვა ესეები: ანარქია; ათეიზმის ფილოსოფია; პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის; ანარქია და გენდერული საკითხი; ქორწინება და სიყვარული; ქალებით ვაჭრობა; ქალთა საარჩევნო უფლებები; ტრაგიკული ქალის ემანსიპაციაში; დუროტი მოკვდა, მაგრამ მაინც ცოცხლობს; დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია. 
22
ანარქიზმის ანბანი
ავტორი: ალექსანდრე ბერკმანი მთარგმნელი : გია ბერაძე ალექსანდრე ბერკმანი (დ. 21 ნოემბერი 1870  – გ. 28 ივნისი 1936 ) – XX საუკუნის დასაწყისში ანარქისტული მოძრაობის წამყვანი წევრი, ცნობილი როგორც მისი პოლიტიკური აქტივიზმით, ანარქისტული იდეებითა და მწერლობით. ბერკმანი დაიბადა ვილნაში, რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი ვილნიუსი, ლიეტუვა). 1888 წელს ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობდა ანარქისტულ მოძრაობებში, იყო ერთ-ერთი ანარქისტი ლიდერი. იყო ანარქისტ ემა გოლდმანის ცხოვრების სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე მისი მეგობარი. ავადმყოფობის გამო ბერკმანმა თავი მოიკლა 1936 წელს. წიგნი – „ანარქიზმის ანბანი“ უაღრესად მარტივი ენით არის დაწერილი, ის მიჩნეულია ანარქისტული ლიტერატურის კლასიკად თუმცა მისი პოპულარულობის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, წიგნი მიუხედავად მისი პირველი გამოცემიდან თითქმის 100 წლის გასვლისა კვლავ რჩება ანარქიზმის იდეების ერთ-ერთ საუკეთესო შესავლად, რომელიც კი დაწერილა ამ თემაზე კომუნისტ-ანარქისტის თვალსაზრისით ინგლისურ ენაზე. მისი ავტორი უბრალოდ თეორეტიკოსი და „ინტელექტუალი“ კი არ იყო, არამედ მებრძოლი აქტივისტი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.
22
ანას მომენტი
ავტორი: მარი ბექაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
ანბანი
ავტორი: აბო ახვლედიანი ,,ანბანი’’ სამაგიდო თამაშია, რომელიც ბავშვებს ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება - თამაშ-თამაშით სწავლა ხომ მარტივი და სახალისოა! თამაშის პრინციპი ქართულ ანბანზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი თამაშით შეისწავლის ქართულ ასოებს და შეიმეცნებს თითოეულთან დაკავშირდებულ სიტყვებს. ამდენად, სწავლა-თამაშის პროცესი მხიარული, მიმზიდველი და შემეცნებითია. ბავშვს შეუძლია „ანბანი“ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, მასწავლებლებთან ერთად ითამაშოს, იმხიარულოს, მარტივად დაიმახსოვროს ქართული ასოები.
37.95
ანბანი და ციფრები
დეტალური აღწერა: თამაში მოცემულია 66 ბარათი, 33 ბარათზე მოცემულია გამოსახულება, დარჩენილ 33 ბარათზე ასო-ბგერები. ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ქართულ ანბანს. თამაშს მეშვეობით ბავშვები: • აღიქვამენ ფერებს. • სწავლობენ ახალ სიტყვებს. • თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან. • სწავლობენ ასოების ცნობას. ბარათის მეორე მხარეს მოცემულია :  • 20 ბარათზე სხვადასხვა რაოდენობს გამოსახულება • 20 ბარათზე შესაბამისი ციფრები • ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ციფრებს 1 დან -20-ის ჩათვლით. თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ: • თვლას • ციფრების ცნობას. დარჩენილ 20 ბარათზე გამოსახულებებით აწყობილია, მარტივი არითმეტიკული განტოლებები: • 10 ბარათზე მიმატების მაგალითი. • 10 ბარათზე გამოკლების მაგალითი.
16.5
ანგელოზების იმპერია
ავტორი: ბერნარ ვერბერი მთარგმნელი: მერაბ ფიფია სერია: პორტალი მწერალ მიშელ პენსონს "ბოინგი" ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაც მთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ , რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზე დაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა...
18.95
ანგელოზთა საკითხავი
ავტორი: გაბრიელ ტანიე თქვენ წინაშეა გაბრიელ ტანიეს  ახალი რომანი „ანგელოზთა საკითხავი“, წიგნი, რომელიც ბევრ უმნიშვნელოვანეს და დღევანდელობისთვის საჭირბოროტო თემას აერთიანებს, წიგნი, რომელიც სავსეა გასაოცარი ადამიანური ისტორიებით.  „ანგელოზთა საკითხავი“ რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის, ძალაუფლების იარაღად ქცეული რელიგიის, მარგინალიზებული ადამიანების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და თავად ეკლესიის შიგნით არსებული  პრობლემების უმტკივნეულესი და ძალიან მგრძნობიარე თემების კალეიდოსკოპია.   ავტორი ბეწვის ხიდზე გადის და მკითხველს სთავაზობს  სულისშემძვრელ ამბავს სიყვარულზე, რწმენაზე, ადამიანურ სისუსტეებზე, ჭეშმარიტებასა და ფსევდო ღირებულებებზე, ამბავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს უამრავ შენაკადს, პლასტსა და სიღრმეს. მთავარ სიუჟეტურ ხაზში ჩართული, როგორც პარალელური ისტორიები, ისე ბიბლიური ალუზიები და  ირეალური ამბები, სარკეა დღევანდელი საქართველოსი, სარკე, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა და გვთხოვს − გავბედოთ და შიგ ჩავიხედოთ!
26.95
ანდაზები – არაკები (6-7 წლიდან)
ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  
7.9
ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით
სერია: კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურ- ში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მი- ნისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყ- ნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის – დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ- ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხ- ალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა. „უკანა სახლი" 1947 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყვე- ლაზე პოპულარულ წიგნად, გამოცემულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. „მარტო ანე ფრანკი იმაზე მეტად შეგძრავს, ვიდრე იმ უთვალავი ადა- მიანის ბედი, რომლებიც მასავით იტანჯებოდნენ, მაგრამ მათ სახელს ჩრდილში დარჩენა ეწერა. იქნებ ასეცაა საჭირო? ჩვენ რომ ყველა ადამიანის ტანჯვის გაზიარება შეგვეძლოს, ცხოვრება ალბათ აუტანე- ლი იქნებოდა“. პრიმო ლევი
16.95
ანე ფრანკის დღიური (11-13) წელი
ავტორი: ანე ფრანკი მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსფოლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანეს უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანე დაიღუპა და გადარჩა დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.
9.9
ანთოლოგია - დროთა კავშირი (XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები)
კრებული გამომცემლობა: მედუზა კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი. აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ დედამიწაზე ამოყოფს თავს. სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.
16.9
ანიდან ჰოემდე, დიმა თოფურიძის სამყარო
ქართული ანბანი დიმა თოფურიძის ორიგინალური გრაფიკული ნამუშევრებით. თითოეულ ასოს გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად შეესაბამება ქართული ანდაზა და მისი შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე
13.4
ანიჰილაცია
ავტორი: ჯეფ ვანდერმირი სერია: პორტალი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი X - ზონა - ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...
14.95
ანომალია
ავტორი: ერვე ლე ტელიე მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი სერიის დასახელება: დიოგენეს ბიბლიოთეკა 2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი _ ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მობეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, მოკრძალებული მწერალი, რომელიც უეცრად სახელოვანი ხდება. არიან სხვებიც. თითოეულ მათგანს ეგონა, რომ თავისი საიდუმლო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ...   ერვე ლე ტელიე (1957) ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტია. ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც ის მიეკუთვნება, ალფრედ ჟარის მიერ დაარსებული პატაფიზიკაა. ტელიე ვიანის, პერეკის, კენოსა და სხვა დიდი მწერლების საქმის გამგრძელებელია. „ანომალია“ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლისთვისაც 2020 წელს მწერალს გონკურის პრემია მიენიჭა.    წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.
24.95