santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ანტიქრისტა
ავტორი: ამელი ნოტომი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ანტიქრისტე
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი გამომცემელობა: აქტი  
12
ანტონ ფურცელაძე
სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L წიგნში შესულია ანტონ ფურცელაძის მოთხრობები: ,,მაცი ხვიტია", ,,მართა", ,,ჩვენებური საქმის ბოლო", ,,ქიტესა"
15.95
ანტონიო და დავითი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე გამომცემლობა: პალიტრა ყდა: მაგარი
13.95
ანტონიო და დავითი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.
15.9
ანტონის პატარა საჩუქარი #4
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ტყის პატარა სახლში მომხდარ საოცარ ამბებს დასასრული არ უჩანს. ერთიც ვნახოთ და, ღამით აქ ვიღაცამ გადმობარგება და დასახლება განიზრახა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან ამ სახლში დიდედა და რვა ბავშვი დახვდა. რა მოხდა ამის შემდეგ? როგორ დაიმეგობრეს ტყის სახლის ბინადრებმა უცნაური სტუმარი  და რა საჩუქარი მიუძღვნა მან დიდედას? წაიკითხეთ ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამ არაჩვეულებრივი სერიის მეოთხე წიგნი და ბევრ საინტერესო და სახალისო ამბავს შეიტყობთ.
8.9
აპოკალიფსის დღიურები
ავტორი: თორნიკე რაზმაძე   „აპოკალიფსის დღიურები“ არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდას თავგადასავალი მას შემდეგ, რაც სამყაროში გაუგებარი და ამოუხსნელი პროცესები იწყება: იშლება კონტროლისა და წესრიგის მექანიზმები; აღარ არსებობენ ხელისუფლებები, სრული ანარქია ბატონობს. მთავარი გმირი საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში აღწერს. როდესაც „ყველაფერი“ იწყება, ის მეტროთი მგზავრობს, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, მისი თანამგზავრი და სიყვარულის ობიექტიც გახდება.
16.95
აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი   “აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა” მეორე ტომია “ახალი ეონის ბიბლიოთეკის” გნოსტიკური ლიტერატურის სერიისა - “აბრაქსას” - სადაც თავმოყრილია ის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომელთა მეშვეობით გნოსტიკურ სწავლებას გავეცნობით და ამ უძველესი ცოდნის წიაღში აღმოცენებული მისტიკური ხედვის შესახებ შევიტყობთ. აქ თავმოყრილი 12 უდიდესი, გნოსტიკური ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებული ტექსტი, რომელსაც ქართულ ენაზე მკითხველი პირველად გაეცნობა, ცხადად დაგვანახებს პლერომასა და კენომას ბუნებას და ეონების, არქონებისა და ღმერთების შესახებ მოგვცემს ცოდნას. ქართულ ენაზე მკითხველი პირველად შეძლებს წაიკითხოს თარგმანები ისეთი ტექსტებისა, როგორებიცაა: იოანეს საიდუმლო წიგნი, იაკობის საიდუმლო წიგნი, იაკობის გამოცხადებები, ტრაქტატი სამყაროს შექმნის შესახებ, ეგვიპტური სახარება, დიალოგები მაცხოვართან და მრავალი სხვა ბრწყინვალე ნამუშევარი.
31
არ დაელოდო ანგელოზებს
ავტორი: ნიკა ლაშხია   კრებულში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია შესული, თითოეული მათგანი კი სოციალური თემატიკის ქვეტექსტს ატარებს   "ეს არის ჩემი რიგით მეორე კრებული - სოციალური კოდებია სხვადასხვა ლექსში. სათაური "არ დაელოდოთ ანგელოზებს" ერთ-ერთი ლექსის ქვეტექსტიტდან არის ამოღებული. მესიჯს ატარებს, ჩემი აზრით , შეიძლება მკითხველმა სულ სხვა რამ აღმოაჩინოს. ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ რაღაცები და ვიღაცის იმედად არ უნდა დავრჩეთ, რომ ვიღაც გმირი, ანგელოზი ან წმინდანი მოვა და ჩვენ საკეთებელს გააკეთებს,".   ნიკა ლაშხიას ლექსების პირველი კრებული- "დონორი" 2018 წელს გამოიცა.
11.95
არ დამივიწყო
ავტორი: ნანი მანველიშვილი   რა მოხდება, თუ ერთ დღეს ადამიანებს ასეთი უცნაურობა დაემართებათ: დაავიწყდებათ ყველა და ყველაფერი, საკუთარი იდენტობაც კი, თუმცა ეხსომებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: ვიღაცას დედა, ვიღაცას შვილი, ზოგს მამა და ზოგსაც სულაც მეზობელი? "არ დამივიწყო" _ პასუხია ამ კითხვაზე... რომანში ორი ძირითადი ხაზია: პირველზე თანამედროვე საქართველოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ელენეა, სტუდენტი გოგონა, რომელიც ბებიის ბურუსით მოცული თავგადასავლის გაგებას ცდილობს. მეორე ხაზი წარსულია _ საბჭოთა კავშირი, ქართველების როლი და ადგილი ამ სივრცეში, ადამიანების ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, ომი და... სიყვარული
12.95
არაბუნებრივი სიკვდილი
ავტორი:დოროთი ლ. სეიერსი სერია: ჯიბის დეტექტივი "უკურნებელი სენით დაავადებული ხანდაზმული ლედი აგათა დოუსონის სიკვდილში, ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერია. მიუხედავად ამისა, ლორდ პიტერ უიმზის მაინც ეჭვი ღრღნის. რამდენიმე დღის შემდეგ, ტყეში ქალბატონის მოახლე ბერტას გვამს პოულობენ. იდუმალი ამბები აშკარად გარდაცვლილის ქონებას უკავშირდება, თუმცა აგათას ერთადერთი მემკვიდრე ჰყავს – ახალგაზრდა ნათესავი მერი უიტაკერი. მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე ლედის შორეული ნათესავი, ხელმოკლე მღვდელი ალილუია დოუსონიც ჩნდება…"
6
არავის უთხრა
ავტორი: ჰარლან ქობენი მთარგმნელი: ია ქვაჩახია სერია: TOP თრილერი   დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია...თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: „არავის უთხრა!
14
არასოდეს გამიშვა
ავტორი: კაზუო იშიგურო მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: წლის ბესტსელერი   ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ "საჩუქარს" მათ მომავალ ცხოვრებაზე.
14.95
არაფერი დედაჩემის შესახებ
ავტორი: ეკა ქევანიშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში 
9.9
არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე
ავტორი: მიხალ რუსინეკი მთარგმნელი:  ნათელა გავაშელი   მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.   ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.   დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.   ნობელის შემდეგ იმეორებდა, რომ ყველაფერს იღონებდა, არ გამხდარიყო პერსონა, არამედ პიროვნებად დარჩენილიყო. ოდესღაც ერთმა ტაქსისტმა უთხრა: „ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი იშვიათი პიროვნება რომ მიმყავს“. გარკვეულწილად, მართალიც იყო: ჩვენი კატეგორიის საკმაოდ იშვიათი წარმომადგენელი გახლდათ.   ნობელიანტზე ასეთი დახვეწილი და გამორჩეული ტაქტით წერა\ მხოლოდ ერთ ავტორს შეეძლო.    
8.95
არაჩვეულებრივი ეგზემპლარი
ავროტი: ტომ ჰენქსი თარგმანი: პაატა ჩხეიძე სერია: ლიტერე ინვენტე   წიგნი ინგლისურიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. მის კოლექციაში თურმე ორასამდე ვინტაჟური აგრეგატია. მან გამოუშვა მობილური აპლიკაციაც Hanx Writer, როგორც ჰენქსი ამბობს, „ეს აპლიკაცია პატარა საჩუქარია მომავლის ჰიპსტერლუდიტებისთვის“. და მისი საშუალებით გაჯეტზე ტექსტის აკრეფა საბეჭდი მანქანის სტილში შეიძლება. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე.
18.95
არაჩვეულებრივი ოთხეული
ავტორი: ჰილარი მაკკეი მთარგმნელი: მაია წითაძე ამ წიგნის გმირებს მშობლიური სახლიდან შორს გამგზავრება მოუწევთ. მართალია, ბავშვები თავიდან სადღაც გაქცევას გეგმავენ, მაგრამ… აი, რა მოხდება და რატომ, სად აღმოჩნდებიან ისინი მოულოდნელად და რა საკვირველია, სასაცილო თუ სახიფათო თავგადასავლები გადახდებათ, ამას წიგნის წაკითხვისას შეიტყობთ. იმასაც მიხვდებით, რატომ არის თითოეული მათგანი ისეთივე გამორჩეული და არაჩვეულებრივი, როგორიც ყველა ბავშვი. იმედია, ოთხივენი – ნაომი, რუთი, რეიჩელი და ფიბი – თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდებიან.
9.9
არის კი ეს ხელოვნება?
ავტორი: სინთია ფრილენდი მთარგმნელი: გიორგი ჭანიძე შესავალი ხელოვნების თეორიაში  
15.9
არსადროს
ავტორი: ნილ გეიმანი მთარგმნელ: ნიკა სამუშია ლონდონის ქუჩების ქვეშ არსებობს სამყარო, რომლის შესახებ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს. ადგილი, რომელზეც ბევრი ვერც კი იოცნებებდა. იქ სიტყვა ნამდვილ ძალას იძენს. იქ მხოლოდ კარის შეღების შემდეგ შეიძლება მოხვდე. ეს არის ქალაქი იმ ადამიანებისა, რომლებიც ნაპრალებში გაუჩინარდნენ. სამყარო სავსეა ხიფათით, დასახლებულია წმინდანებითა და ურჩხულებით, მკვლელებითა და ანგელოზებით. რიჩარდ მეიჰიუ, ახალგაზრდა ბიზნესმენი, საიდუმლოებებით მოცული სხვა ლონდონის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს. სიკეთის მცირე გამოვლინება რიჩარდს ყოველდღიურობიდან გადაისვრის სამყაროში, რომელიც ძალიან ნაცნობი და ამავე დროს უცნაურია. ბედისწერა კი საოცარ ამბებს უმზადებს.
20.9
არსებულისა და არსის შესახებ
ავტორი : თომა აქვინელი     წინამდებარე ნაშრომი „არსებულისა და არსის შესახებ“ (De ente et essentia) თომა აქვინელის ადრეული პერიოდის ტექსტია, რომელიც პარიზის უნივერსიტეტში ყოფნისას დაწერა. ამ დროს მას ჯერ არ ჰქონდა თეოლოგიისს მაგისტრის ხარისხი მინიჭებული და როგორც Baccalaureus Sententiarius, თავის აკადემიურ მოვალეობებს ასრულებდა, რაც გულისხმობდა პეტრე ლომბარდიელის სენტენციებზე ლექციების წაკითხვასა და ამავე ტექსტზე სისტემური კომენტარების დაწერას. თომა კელნიდან 1252 წელს დაბრუნდა პარიზში, ხოლო მაგისტრის წოდება და თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების უფლება (Licentia docendi) 1256 წელს მიიღო. შესაბამისად, ამ ტრაქტატის შექმნის სავარაუდო თარიღია 1252-1256 წლები. ამავე პერიოდის ტექსტებს განეკუთვნება მისი „ბუნების პრინციპების შესახებ“ (De principiis naturae) და „კომენტარი სენტენციების წიგნებზე“ (Scriptum super libros Sententiarium). ზემოხსენებული ტექსტებიდან ორი ტექსტის სათაური უფრო ვრცელი სახითაც გვაქვს შემორჩენილი: პირველია De ente et essentia ad fratres et socios suos, ხოლო მეორეა De principiis naturae ad fratrem Sylvestrum. ამ სათაურებიდან ნათლად ჩანს, რომ თომამ ეს ორი ტრაქტატი დომინიკელთა საძმოს კონტექსტში დაწერა. ზოგადად, დომინიკელთა ორდენი გამორჩეული იყო იმით, რომ თეორიულ განათლებასა და განსწავლულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტექსტები თომამ თხოვნის საპასუხოდ დაწერა და მათ პედაგოგიური ხასიათი ჰქონდათ. ამ ორ მცირე ზომის ტრაქტატს კიდევ რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს: 1. ვერცერთში ვერ შევხვდებით ექსპლიციტურ ბიბლიურ ციტატას ან რომელიმე ავტორიტეტული ქრისტიანი თეოლოგის დამოწმებას.3 ასევე სრულიად დაცლილია ტექსტი ყოველგვარი დოგმატური ლექსიკური ერთეულებისგან: მაგალითად, არ არის ნახსენები 'სამება' ღმერთსა და პირველ პრინციპებზე საუბრისას. სამაგიეროდ, არაერთგზის არიან მოხსენიებულნი არისტოტელე, ავიცენა, ავეროესი და სხვა არაქრისტიანი ფილოსოფოსი ავტორიტეტები; 2. არცერთს არ აქვს იმ პერიოდისათვის ყველაზე სახასიათო ლიტერატურული ფორმა: ისინი არც სისტემური კომენტარებია, არც დიალოგები და არც პოლემიკური ჟანრის თხზულებები. ასევე, ვერც საუნივერსიტეტო ჟანრის ტექსტებს ვერ მივაკუთვნებთ მათ (მაგალითად, summa ან quaestio). ორივე ტექსტი არის მცირე ზომის თემატური თხზულება; ამგვარ თხზულებებს ლათინურ სამყაროში opusculum-ად მოიხსენიებდნენ. ასევე, როგორც წესი, ზემოხსენებული ლიტერატურული ფორმები საჯარო ანუ ეგზოთერული ხასიათისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფართო წრეებისთვის განკუთვნილი და ხელმისაწვდომი იყო. თემატური მცირე ზომის თხზულებები კი, როგორც წესი, ეზოთერული ანუ შედარებით დახურულ წრეში, შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი; 3. თომა ორივე ტექსტში ცდილობს კომპაქტურად და ცხადად გადმოსცეს ისეთი ბაზისური ფილოსოფიური ცნებების მნიშვნელობა, როგორებიცაა: „არსი“, „არსებული“, „ფორმა“, „მატერია“, „გვარი“, „სახეობა“, „ცვლილება“, „სუბსტანცია“, „აქციდენცია“ და სხვა. პირველ ტრაქტატში De ente et essentia განხილულია ფუნდამენტური მეტაფიზიკური და სემანტიკური საკითხები, ხოლო მეორე ტრაქტატში, De principiis naturae, გადმოცემულია არისტოტელური ფიზიკა, კერძოდ კი მოძრაობის ჰილომორფული ანალიზი. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს ტექსტები პედაგოგიური ხასიათის იყო და რომ დომინიკური წრისთვის დაიწერა. თუმცა, ამ თხზულებების მხოლოდ პედაგოგიურ ჭრილში განხილვა არასწორია, რადგან თომა აქ არა მხოლოდ დოქსოგრაფად და განმმარტებლად, არამედ მრავალი ორიგინალური ფილოსოფიური დოქტრინის ავტორადაც გვევლინება. ამ ტრაქტატებში ის ცდილობს ფილოსოფიური ტექნიკური ტერმინების მნიშვნელობის დადგენასა და განსაზღვრას, რაც, შესაძლოა, მოსამზადებელი ეტაპი იყო თომასთვის, რომ მოგვიანებით პეტრე ლომბარდიელის სენტენციებზე კომენტარები დაეწერა.
21
არსენა მარაბდელი
ავტორი:მიხეილ ჯავახიშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
23.95
არსენიევის ცხოვრება
ავტორი: ივან ბუნინი მთარგმნელი: ვაჟა ახალაძე გამოჩენილი მწერალი და პოეტი, პირველი რუსი ნობელიანტი ლიტერატურის დარგში, სანკტ- პეტერბურგის აკადემიის აკადემიკოსი ივან ალექსეევიჩ ბუნინი დაიბადა 1870 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ვორონეჟში, გაღარიბებულ ძირძველი აზნაურის ოჯახში. მან თავისი ცხოვრებისა უმეტესი საზღვარგარეთ გაატარა და საზღვარგარეთ მცხოვრები რუს მწერლებს შორის ერთერთი განთქმული მწერალი გახდა. 1897 წლიდან ოცი წლის განმავლობაში მწერალი ბუნინი ხასიათდებოდა ერთი განსაკუთრებულობით: მას არასოდეს არ ჰქონია საკუთარი ბინა. იგი ცხოვრობდა რუსეთის ორსავე დედაქალაქის სასტუმროს „ნომრებში“ ან მეგობრებთან.1933 წელს, მას, პირველს, რუს ლიტერატორებს შორის, მიენიჭა ნობელის პრემია. მწერლის აზრით მისი ასეთი დიდი აღიარება დაკავშირებული იყო უპირველეს ყოვლისა „არსენიევის ცხოვრებასთან“. გარდაიცვალა 1951 წლის 8 ნოემბერს.
16
არსთა მესნევი
ავტორი: ჯალალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
20.9
არსთა მესნევი (წიგნი მესამე)
მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე ავტორი:ჯალალ ედ დინ რუმი სერია: მსოფლიო კლასიკა     ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს. ეს წიგნი მესამე ნაწილია რუმის უმთავრესი ნაწარმოების, ექვსნაწილიანი პოემის – „არსთა მესნევისა“. არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თან დართული კომენტარები დაეხმარება. პოემის მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.      
33.9