santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ბოლო ჟამის ომი
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გმომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
24.9
ბოლოკას და ყვანჩალას მხიარული თავგადასავალი
„ბოლოკა და ყვანჩალა“ ერთ-ერთი პირველი ქართული კომიქსია, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულს ქართველმა მხატვარმა, გია ლაფაურმა შექმნა. ჭკუისკოლოფა ბიჭუნა-ბოლოკასა და მისი მეგობრის, ონავარი ყვანჩალას მხიარული თავგადასავალი საბავშვო ჟურნალში ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა და ყველა ბავშვი მოუთმენლად ელოდა ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლას. თითქმის 25 წლის შემდეგ ბოლოკასა და ყვანჩალას ამბები ისევ დაბრუნდა. გაიხსენეთ საყვარელი პერსონაჟები, გააცანით შვილებსაც და შეაყვარეთ ქართული საბავშვო კომიქსი.
14.9
ბოლოს იყო სიტყვა
ავტორი: ჯაბა ზარქუა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
ბოლოს ორივე კვდება
ავტორი: ადამ სილვერა სერია Liberteens   წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც 24 საათით ადრე გვატყობინებენ, რომ მალე მოვკვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, არადა გრძნობს, რომ ჯერ არც კი უცხოვრია. ადამ სილვერა თამამად მოგვითხრობს სინანულზე, სიკვდილის შიშზე, დაუფასებელ ურთიერთობებსა და დროის მნიშვნელობაზე. რა აზრები სდევს სიკვდილთან ასე მიახლოებულ ორ მთავარ პერსონაჟს და რისი შეცვლა შეუძლიათ 24 საათში?“ ნინო ადუაშვილი, 16 წლის.
14.95
ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს
ავტორ: ბესიკ ხარანაული გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
11.95
ბორიაყი
ავტორი: ოთარ ჩხეიძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე „ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა.   თავიდანვე აბსურდულად გამოიყურება ნიკუშა ჩაჩანიძის სურვილი, გაემგზავროს გორის სოფლებში ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოსაძიებლად, შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა და მარშრუტი და ასე იაროს კარდაკარ იმ არეულ დროში, როცა აღარავინ აღარავის ენდობა და ხალხი ისეა დაშინებული, უცხოს კი არა, კარი ლამის ერთმანეთს არ გაუღონ. უკვე საბჭოთა ხელისუფლებას ფეხი მყარად აქვს მოკიდებული საქართველოში, ქვეყანა დამარცხებულია და წელში გატეხილი. ამიტომაც ხდება, რომ ვერც მასპინძლები იჯერებენ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობის ნამდვილ მიზანს და მას, როგორც მხსნელს, როგორც ქვეყნის გასათავისუფლებლად რაღაც არარსებული შეთქმულების ერთ-ერთ თავკაცს, ისე უყურებენ...   ოთარ ჩხეიძის შემოქმედება იმიტომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა, რომ მასთან ყველაფერს მსჭვალავს ეროვნული, ქართული ხასიათი. ამ არტისტიზმს კი საოცარი იქნებოდა გულგრილი დაეტოვებინა ქართული კინემატოგრაფი. არადა, მხოლოდ ქართული კინოს ნამდვილი გენიოსი გიორგი შენგელაია მიხვდა, რა სიღრმისა და მნიშვნელობის ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო ოთარ ჩხეიძის რომანის მიხედვით. გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ მართლაც ყოველმხრივ უნიკალური ფილმია, რასაც, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული პირველწყაროს – გენიალური „ბორიაყის“ დიდი მხატვრული ღირებულება განაპირობებს“, – გიორგი ლობჟანიძე.
29.95
ბორნის იდენტიფიკაცია
ავტორი: რობერტ ლადლემი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი   ჯეისონ ბორნი საფრანგეთის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში, გალოთებული ექიმის ქოხში იღვიძებს. მას აღარაფერი ახსოვს - ვინ არის, რა დაემართა. მაგრამ სულ მალე აღმოაჩენს, რომ ფლობს რამდენიმე ენას, დახელოვნებულია აღმოსავლურ ორთაბრძოლაში და, რაც მთავარია, ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს.ასეთი მონაცემებით ახალი ცხოვრების დაწყებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბორნი ასევე აღმოაჩენს,რომ მასზე ნადირობენ აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების სპეცრაზმები,მისი სიკვდილი სურს საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსსაც.
18
ბოროტება მზისქვეშეთში
ავტორი:  აგათა კრისტი   "ულამაზეს არლენა მარშალს, ოდესღაც პოპულარულ მსახიობს, პლაჟზე გაგუდულს პოულობენ. მამაკაცების გულთამპყრობელი არლენა დამსვენებლებს თვალში არ მოსდიოდათ არცთუ უმწიკვლო წარსულისა და იმის გამო, რომ ყველას თვალწინ ურცხვად ეარშიყებოდა ცოლიან სიმპათიურ ახალგაზრდას. დამსვენებელთა უმეტესობას _ ოჯახის წევრებს, ქმარს თუ გერს, მის ნაცნობებს _ მიზეზთა გამო, არლენას მოკვლის მოტივი და, იმავდროულად, რკინისებრი ალიბი აქვს. საბედნიეროდ, კუნძულზე სწორედ ამ დროს ისვენებს სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუარო, რომელიც უტყუარი კრიმინალისტიკური ალღოს წყალობით იპოვის და ამხელს დამნაშავეებს."
15.95
ბოროტების სამსახურში
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე   როდესაც რობინ ელაკოტს საიდუმლო პაკეტს მიუტანენ,იგი შეძრწუნებული აღმოაჩენს,რომ პაკეტში ქალის მოკვეთილი ფეხია.ელაკოტის ბოსი,კერძო დეტექტივი კორმორან სთრაიქი,ნაკლებად გაოცებული,თუმცა არანაკლებ შეშფოთებულია.არის ოთხი ადამიანი,რომლებზეც ეჭვის მიტანა შეიძლება,და სთრაიქმა იცის,რომ ასეთი შემზარავი სისასტიკის ჩადენა ნებისმიერ მათგანს ძალუძს. პოლიციას ამ ოთხიდან ერთზე აქვს ეჭვი,სთრაიქი კი სულ უფრო მეტად რწმუნდება,რომ ის "ერთი" დამნაშავე არ არის.ამიტომ რობინთან ერთად საქმეს თვითონ ჰკიდებს ხელს...
17.95
ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი
ავტორი: რეი ბრედბერი სერია: ლიბერთინსი   ოქტომბრის გრილ საღამოს, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე, როცა შუაღამეს სამი საათი გადასცდება, ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ტრიალებს უცნაური და საშიში კარუსელი! სარკეების ლაბირინთი ცნობისმოყვარეებს იზიდავს და კარნავალიც პირველ მსხვერპლს იქცევს თავის კლანჭებში. ბოროტი და სასტიკი ძალა ცდილობს, აქაურობას დაეპატრონოს, სინათლე განდევნოს, კეთილი ადამიანები ზომბებად აქციოს... მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს შესწევთ ბოროტებასთან დაპირისპირების ძალა. ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, თორემ ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.
13
ბოცო და გვანცა
ავტორი: გია ლაფაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
14.9
ფასდაკლება
ბრაზილია
ავტორი: ჯონ აპდაიკი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ – ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი – თან სრულიად მოულოდნელი – წინ არაერთია. დიდი ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის (1932-2009) „ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია.
12.32 18.95
ბრაიდსჰედში დაბრუნება
ავტორი: ივლინ ვო სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა   2004 წელს ალაბამის მკვიდრმა, კანონმდებელმა ჯერალდ ალენმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, არ გაეცათ სახელმწიფო სახსრები იმ სახელმძღვანელოებისა და საბიბლიოთეკო მასალების შესყიდვისთვის, რომლებშიც აღიარებული და წახალისებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცხოვრების მისაღები სტილი. მისი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა, რომ ის რომანები, რომლებსაც გეი პერსონაჟები ჰყავდა და კოლეჯის სახელმძღვანელოები, რომლებშიც აღიარებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ბუნებრივი მდგომარეობაა, უნდა დაუყონებლივ აეღოთ ბიბლიოთეკების თაროებიდან და გაენადგურებინათ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო ალაბამას სკოლების, საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მასშტაბით. აკრძალვა გულისხმობდა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას, მათ შორის ივლინ ვოს „რაიდსჰედში დაბრუნებას“, ელის უოკერის „იისფერს“, ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსა“ და სხვა რომანებს.  ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნებას“ ყველა თაობის მკითხველი თავისებურად აღიქვამს: სკოლის ასაკის მკითხველები, უმეტეს შემთხვევებში, რომანში „კონკიას“ ამბავს კითხულობენ – საშუალო კლასის წარმომადგენელი ჩარლზ რაიდერი, რომელსაც ხვედრად მძიმე ბავშვობა ერგო, ოქსფორდში სწავლისას სებასტიან ფლაიტს, მარკიზის, ლორდ მარჩმეინის, უმცროს ვაჟიშვილს და მის ოჯახს უმეგობრდება. ერთი შეხედვით ბედნიერი, მდიდარი და უზრუნველი ფლაიტები მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩარლზის ცხოვრება სრულიად იცვლება; ის სამყაროს ფლაიტების ფანჯრებიდან უცქერს, ბედნიერებას მათ მიერ გამოწვდილი პეშვიდან ეწაფება. ჩარლზისა და სებასტიანის ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორია, ამ მრავალწახნაგოვანი რომანის მხოლოდ ერთი მხარეა; ზრდასრული მკითხველისთვის კი უზარმაზარი, რთულად საცნობი, როგორც ავტორი ამბობს „სფეროთა სისტემა“ იშლება, სადაც ადამიანები „მბრუნავ პლანეტებს“ შორის იკარგებიან.    და მაინც, კითხვაზე, რაზეა წიგნი, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სიყვარულისა და ერთი ოჯახის ისტორიის გარდა, ეს არის სამყაროს განვითარების, ძველისა და ახლის ჭიდილის, რელიგიის, მხატვრობის, არქიტექტურის, ლიტერატურის, პოეზიის, ინგლისისა და მთელი ევროპის, ომისა და მშვიდობის ეპოპეა; ალეგორიებით, ალუზიებით, მეტაფორებით აკინძული, ინგლისური იუმორითა და სარკაზმით გაჯერებული მხატვრული ქმნილება, რომელიც ინგლისური ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა“. 
29.95
ბრაითშტორმი
ავტორი: ვაშტი ჰარდი მთარგმნელი: გიორგი გომართელი სერია: ლიბერკიდსი "„მამათქვენი აღარ დაბრუნდება...“, მიახალა ანჩხლმა და უგულო მისის ფოუჩერმა ტყუპს, ართურსა და მოდის, რომლებიც ბოლო წუთამდე ელოდნენ მამას შორეული ექსპედიციიდან. ეჭვი არ იყო, ცნობილი მკვლევარ-მოგზაური ერნესტ ბრაითშტორმი სამხრეთ პოლუსამდე მიღწევის მცდელობისას დაიღუპა. ახლა ბავშვების ჯერია , როგორმე გაყინულ სამხრეთამდე უნდა მიაღწიონ და მამაზე სიმართლე გაიგონ. თანაც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, დაღუპვამდე მეცნიერმა მეორე ექსპედიციის წევრებს საჰაერო ხომალდის საწვავი მოპარა და
12.95
ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე „ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება. წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს. დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, ...
15.95
ბრენდინგი მარტივად
ავტორი: ბილ ჩიარავალე; ბარბარა ფინდლი ჩენქი ბრენდინგი დღეს აქტუალური თემაა და აი, რატომ: იგი გზას უკვალავს მარკეტინგის წარმატებას. ახალი ბრენდის შექმნა გსურთ, არსებულის გაძლიერება თუ თქვენი ბრენდის შელახული სახელის გამოსწორება, ეს წიგნი დაგეხმარებათ ბრენდის თქვენთვის სასურველი იმიჯის შექმნაში და წაგიძღვებათ ბრენდინგის მთელ პროცესში. მაშ, რას ელოდებით? დღესვე მოჰკიდეთ ხელი თქვენი ბრენდის მართვის სადავეებს!
15
ბრინჯაოს ქალაქი
ავტორი: გიორგი კვიტატიანი   პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო. ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება. ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა იკარუსის ამბავი — ინტერესითა და ამბიციით გათამამებულმა როგორ გადაწყვიტა მზეს შეხებოდა და, შედეგად, საშინელი ტანჯვა იგემა… მაგრამ რა იქნებოდა, აგონიაში კი არა, ღიმილით თუ დაიფერფლებოდა? იქნებ, ასე გრანდიოზულადაც ჰქონდა წასვლა დაგეგმილი? წარსულის ტრაგედიით გატანჯული აკეც მის მსგავსად ცდილობს შეეხოს მზეს და მაგიითა და მისტერიებით სავსე ეს გახრწნილი სამყარო, იდუმალებით მოცული არქაული არსება კაბალები და მათი მომთვინიერებელი რჩეული კაბალერები, ერთმანეთის ზიზღითა და მცდარი რწმენებით დაბრმავებული სახელმწიფოები, თვალწარმტაცი ქალაქები და მათ ქვეშ დამარხული საუკუნოვანი საიდუმლოები, არანაკლებ გახრწნილი მეთოდებით ამოატრიალოს. დაე, შესრულდეს შემქმნელის ნება და, უსახელო აკემ, იპოვოს პასუხები თავის ამბიციებზე! დაე, ცეცხლმა უყოს პირი ყოველივეს!
26.9
ბრმა ბუ
ავტორი: სადეყ ჰედაიათი სერია: აკრძალული წიგნების თარო სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ თანამედროვე სპარსული პროზის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. „ბრმა ბუს“ დაწერის დროს ავტორი შაჰის ირანში უკვე აკრძალულ მწერლად იყო გამოცხადებული და რომანის დაბეჭდვა მხოლოდ სამშობლოს გარეთ, ინდოეთში, მოახერხა (1937 წ.). წიგნმა ირანში კონტრაბანდული გზით შეაღწია, სადაც ოფიციალურად მისი გამოცემა რეზა-შაჰ ფაჰლავის გადადგომის შემდეგ (1942 წ.) გახდა შესაძლებელი.   ისლამური რევოლუციის შემდეგ რომანის გამოცემის საკითხი კიდევ უფრო გართულდა: წიგნი თუმცა იბეჭდება, მაგრამ – კუპიურებით. ტექსტიდან ამოღებულია ის ფრაზები და პასაჟები, რომლებსაც ცენზურა ისლამური მორალისთვის მიუღებლად მიიჩნევს...   „ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი თანამედროვე მოდერნისტული რომანია. მასში გამოყენებულია ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო ხერხი, რაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას შეუქმნია.
14.95
ბრმათა ქვეყანა
ავტორი: ჰერბერტ უელსი სერია: პორტალი თარგმანი: პაატა გეგელაშვილი; სალომე ჩიტაძე; მარიტა დევრისაშვილი     "ბრიტანელმა მწერალმა და პუბლიცისტმა ჰერბერტ უელსმა (1866-1946) უმაღლესი განათლება ლონდონის უნივერსიტე- ტის კინგზ-კოლეჯში მიიღო, რომელიც 1888 წელს დაასრულა. უელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის მა- მად ითვლება. მასზე და მის შემოქმედებაზე უინსტონ ჩერჩი- ლი წერდა: ” საოცარი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა და ყველას შე- ეძლო თავისებურად წაეკითხა და გაეგო მისი წიგნები. მის საუკეთესო რომანებში, როგორებიც არის ” პირველი ადამი ანი მთვარეზე“ და ”სამყაროთა ომი“, იმდენი მიგნებაა, რომ ზოგი სხვა დიდი მწერლის მთელ შემოქმედებაშიც არ იქნება“. უელსის მოთხრობათა ეს კრებულიც სწორედ ასეთი ”მიგნებებითაა“ გაჯერებული."
14.95
ბრუკლინი
  ავტორი: კოლმ ტოიბინი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი პრემია IMPAC DUBLIN-ისა და COSTA NOVEL-ის მფლობელი. ერთ ირლანდიურ პატარა ქალაქში ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს,ერთმანეთზე ყველაფერი იციან, ხანდახან ჭორაობით ირთობენ თავს და, ცოტა არ იყოს, სნობებიც ბრძანდებიან. ქალაქში თითოოროლა გასართობი ადგილია, სამუშაო ძნელი საშოვნელია, ამიტომ ახალგაზრდების უმეტესობა ინგლისში მიდის ბედის საძებნელად. ასეთია გასული საუკუნის 50-იანი წლების ევროპა. სამაგიეროდ, ოკეანის იქით ახდენილი ოცნებების ქვეყანაა - ამერიკა. აქ ეილიშმა საკუთარი თავი იპოვა...
13
სიახლე
ბრწყინვალე საგანძური - ეგვიპტე
ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი ფარაონების ძველ სამყაროში გადაგიყვანს, სადაც ათასობით წლის განმავლობაში ზღაპრული საგანძური იყო დამარხული. ტუტანხამონის ბრწყინვალე ნიღბითა და ნეფერტიტის დახვეწილი ქანდაკებით დაწყებული, ძვირფასეულობით, ულამაზესი ნახატებით, სამაგიდო თამაშებითა და მუმიფიცირებული კატით დამთავრებული, შთამბეჭდავი ილუსტრაციების საშუალებით ძველი ეგვიპტის გასაოცარ საგანძურს გაეცნობი.თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ასე რომ, შეგიძლია გაიგო მუმიფიკაციის შესახებ, გაეცნო დიდებული ფარაონებისა და დედოფლების ცხოვრებას, იხილო ყოვლისშემძლე ღმერთები და ქალღმერთები,გაშიფრო იეროგლიფები ტაძრის კედლებზე. აღმოაჩინე ძველი ეგვიპტის ყველა საოცრება ამ დიდებულ სამახსოვრო წიგნში, რომელსაც არაერთხელ მიუბრუნდები.
24.95
ბრწყინვალე საგანძური - ვიკინგები
ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი წარსულში, მეომრების, ხომალდებისა და ლეგენდების მიწაზე გადაგიყვანს და საარაკო საგანძურითა და გმირთა საგებით, ურჩხულებითა და ეპიკური მოგზაურობებით გაგაოცებს. ძვირფასი ხმლიდან და მეომრის მუზარადიდან დაწყებული, მოელვარე ბროშით, ტყავის ჩექმითა და ბავშვის სათამაშო ცხენით დამთავრებული, შთამბეჭდავი ილუსტრაციებით ვიკინგთა ძვირფას საგანძურს გაეცნობი.თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ასე რომ, შეგიძლია გაიგო, როგორი იყო ვიკინგი მეომარი, ვაჭარი თუ ბავშვი, იხილო ვიკინგთა ღმერთები და ქალღმერთები, გაშიფრო მათი იდუმალი რუნები. აღმოაჩინე ვიკინგთა სამყაროს ყველა საოცრება ამ დიდებულ სამახსოვრო წიგნში, რომელსაც არაერთხელ მიუბრუნდები.
24.95
ბუდა: გულის სიცარიელე
ავტორი:ოშო მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი ოშო რაჯნიშის წიგნი „ბუდა: გულის სიცარიელე“ თარგმნა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა, მისი რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი. „ბუდა: გულის სიცარიელე“ საუბრები ჩატარდა რაჯნიშის საერთაშორისო მისტიციზმის უნივერსიტეტის მიერ  გაუტამა ბუდას აუდიტორიაში. პუნაში, ინდოეთი 8-15 სექტემბერი, 1988 წელს. რედაქტორი კი ამ წიგნზე წერს: „ვინ ხარ შენ, ადამიანო, რას წარმოადგენ ამ უკიდეგანო და ამოუცნობ სამყაროში, რა ფუნქცია გაკისრია და ხარ თუ არა თავისუფალი... ამ ურთულეს კითხვებზე პასუხი ინდივიდუალური და აბსოლუტურად განსხვავებულია. ძალიან რთული აღმოჩნდა წიგნზე მუშაობა, თუმცა რთულზე მეტად – საინტერესო. მან სულ სხვაგვარად დამანახა პიროვნული სრულყოფის გზა. იმედია, საკუთარი არსის შეცნობასა და აღმოჩენაში ეს წიგნი მკითხველსაც დაეხმარება“.
20
ბუდენბროკები (ტომი I)
        ავტორი:თომას მანი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   „ბუდენბროკები“ მარტო თომას მანის სიცოცხლეში ათასორასჯერ გამოიცა. რომანი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს კლასიკურ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. „ბუდენბროკები“ ეპიკური ტილოა, სადაც დიდი ოსტატის კალმით აისახა ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი ოჯახის დეგენერაციისა და გადაშენების პროცესი.  
16.95