santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ბუნება 5 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი
12
ბუნება 5 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ნ. ბარნაველი, მ. კაშია, ქ.სეფიაშვილი, რ. ქანთარია, ლ.ჩაჩუა გამომცემლობა კლიო
11
ბუნება 5 კლასი რვეული
მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი  
10
ბუნება 6 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი
12
ბუნება 6 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ნ. ბარნაველი, მ. კაშია, ქ.სეფიაშვილი, რ. ქანთარია, ლ.ჩაჩუა გამომცემლობა კლიო
11
ბუნება 6 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი
12
ბუნება 6 კლასი რვეული
მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი
10
ბუნება 7 კლასი მოსწავლის წიგნი
რუსუდან ახვლედიანი, ნატო შათირიშვილი  
18
ბუნების კარი 2ტ
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი  
25
ბუნებისმეტყველება 6 კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ნ. ბარნაველი, მ. კაშია, ქ.სეფიაშვილი, რ. ქანთარია, ლ.ჩაჩუა გამომცემლობა კლიო
11
ბუნებრივები
ავტორი: ჯენიფერ ლინ ბარნსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   17 წლის კეისის სხვათა აზრების წაკითხვის უნარი აქვს... თავად ამისთვის ყურადღება იქამდე არ მიუქცევია, სანამ კარზე FBI-მ არ მიუკაკუნა...ისინი იწყებენ მოზარდის ნიჭის გამოკვლევას, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
11
ბუნკერი
ავტორი: ივა ფეზუაშივილი გამომცემლობა: ინტელექტი ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.   ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ... წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა. წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. 
12
ბურატინოს თავგადასავალი
ავტორი: ალექსეი ტოლსტოი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა, საბოლოოდ, ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
8.9
ბურატინოს თავგადასავალი
ავტორი: ალექსეი ტოლსტოი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მშვენიერი  ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა. მხიარულ, ხმაურიან და გულუბრყვილო ბურატინოს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს: სასტიკი და დაუნდობელი კარაბას ბარაბასი დასჯის და ლურსმანზე ჩამოკიდებს, გაიძვერა მელია ალისა და მისი ფლიდი მეგობარი კატა ბაზილიო კი სულელების ქვეყანაში შეიტყუებენ… თუმცა საბოლოოდ ბურატინო მაინც იპოვის ოქროს გასაღებს, რაშიც მას ბებერი, კეთილი კუ ტორტილა დაეხმარება.
7.9
ბურთულიანი კალმისტარი MONTEX METER GAUGE (60)
ლურჯი MONTEX
1.2
ბუტერბროდი ჭვავის პურით
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი   თქვენ წინ რომანის მთავარი გმირი ჰენრი ჩინასკი დგას, ბიჭი დიდი შინაგანი ბრძოლებით, თიტქოს დაუძლეველი პრობლემებით, ტკივილით, ბრაზით, სინაზით და სიყვარულით _ ყველაფრით, რასაც განიცდის ადამიანი, როცა იზრდება, ყველა იმ ვნებით თუ სურვილით, რომელთა წინაშეც ბავშვობა და თინეიჯერობა არ არსებობს. ჰენრის ამბავი არავის დატოვებს გულგრილს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმავე ასაკში მთავარ მტრად თუ მოწინააღმდეგედ საკუთარი თავი და სამყარო არ ჰყოლია. როგორ დასრულდა ჰენრისთან ეს ტოტალური კონფლიქტი? ან დასრულდა კი? მიირთვით ბუტერბროდი ჭვავის პურით და ეძებეთ პასუხი.
16.95
ბჰაქთი-იოგა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი. ბჰაქთი-იოგა არის ღმერთის რეალური, ნამდვილი ძიება, ძიება, რომელიც იწყება, გადის და სრულდება სიყვარულში. ღმერთის ძლიერი, უსაზღვრო სიყვარულის ერთი წამი მარადიულ თავისუფლებას გვჩუქნის. გამოცემა აიერიანებს ვივეკანანდას რამდენიმე ტექსტს: ბჰაქთი-იოგა, ჩემი ცხოვრება და მისია, ჩემი მასწავლებელი, ბუდას მისია მსოფლიოს.
14
გაბო - მაგიური ცხოვრების მოგონებანი
ავტორი: პანტოხა ოსკარ; ბუსტოსი მიგელ; კამარგო ფილიქე; კორდობა ტატიანა მთარგმნელი: თეა გვასალია წიგნი, რომელიც არის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველი გრაფიკული შედევრი. წიგნი - კომიქსი, რომელიც გადმოსცემს გაბიერლ გარსია მარკესის ცხოვრების განვლილ გზას.
17
გადაკვეთა
ავტორი: მაიკლ კონელი მთარგმნელი: მანანა კვესელავა სერირია:Top თრილერი   ექვსი თვის წინ ჰარი ბოსხმა დაასწრო და, სანამ ოფიციალურად დაითხოვდნენ, ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებიდან ნებით წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური იძულებით დატოვა, არც თამაშგარე ყოფნა გამოდგა ურიგო – ადვოკატ ჰელერის თხოვნით მის ერთ-ერთ საქმეზე დაიწყო მუშაობა და ჩახლართული მკვლელობის საქმის გამოძიების შუაგულში აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ბრალდებას ეჭვმიტანილის დანაშაულზე ვითომ უტყუარი მკვლელობები აქვს. „ბნელ მხარეს გადასვლა“ (ასე უწოდებენ ყოფილი პოლიციელის ადვოკატთან მუშაობას მისი ყოფილი კოლეგები) ჰარის თავისი პროფესიული პრინციპების ღალატის საფრთხის წინაშე აყენებს.  
13.95
გადამალვა
ავტორი: ალეკო შუღლაძე სერიის დასახელება ET CETERA   ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით...     რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი
14.95
გადამალული გვამები
ავტორი:  კეროლაინ კეპნესი სერია: TOP თრილერი ჯო გოლდბერგი, გამყიდველი წიგნის მაღაზიიდან _ ალბათ გახსოვთ კეროლაინ კეპნესის პირველი რომანი ”შენ“. ის ისევ გამოჩნდა! მის დაბრუნებას კი თვით სტივენ კინგი შეხვდა შეძახილით: ”როგორც იქნა, ბრუნდება ხმა, ძლიერ ჰიპნოზური და დიდი ზემოქმედების უნარით!“ ის ხმა ახლა ქართულადაც გაისმა! ამასობაში, ჯო გოლდბერგმა 4 გვამის გადამალვა მოასწრო. მკვლელო- ბები მისი სიყვარულის ერთგვარი უკუჩვენებებია. და არა მარტო ჟანრის, ცხოვრების მორალიც ეგ არის _ როცა ყველაფერს ახლიდან იწყებ, სწორედ მაშინ ამოიფრქვევა გადამალული წარსული. ჯო გოლდბერგის გვამებიც ამოტივტივებას იწყებს! სრულიად უდროოდ! ის ხომ სიგიჟემდე შეყვარებულია!"
15.95
გადამწვარი ხიდები
ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი "გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!"
14.95
გადარჩენის გზა
ავტორი:რამაზ   გახოკიძე    წიგნი განიხილავს იმ უდიდეს საფრთხეებს, თანამედროვე კაცობრიობის წინაშე რომ აღმართულა და უკვე არა რომელიმე ხალხსა თუ ქვეყანას, არამედ „ჩვენს საერთო სახლს“ - დედამიწას ემუქრება მოსპობით. ეს არის შედეგი ადამიანის სულიერი გადაგვარების, მისი რობოტიზაციისა, რამაც მოიტანა მტაცებლურ-პარაზიტული, აგრსიულ-მომხმარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ცოცხალი ბუნების მიმართ.
20
გადასახლება და სამეფო
ავტორი: ალბერ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი გამომცემლობა: აგორა კრებულში შესულია ექვსი მოთხრობა: "მოღალატე და ცოლი", "განდგომილი ანუ დაბინდული გონება", მუნჯები", "სტუმარი", "იონა, ანუ ხელოვანი მუშაობისას" და "ქვა, რომელიც იზრდება". ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა. "გადასახლება და სამეფო" (L'Exil et le royaume) პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა. ითვლება, რომ ბოლო მოთხრობა "ქვა, რომელიც იზრდება" ყველაზე ცხადად გამოხატავს კამიუს იდეალებს.
15