santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
გერმანული 11 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  ნ. გიორგანაშვილი, შ. კვანჭიანი   მოსწავლის წიგნი Wir neu (B1.2) განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება. სახელმძღვანელოს მიზანია, მაქსიმალურად გაუადვილოს მოსწავლეებს უცხოური ენის შესწავლა. სახელმძღვანელო მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ენის შესწავლის პროცესი მარტივად მოარგონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
10
გერმანული 5 კლასი რვეული
Wiz neu A.1.1 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8
გერმანული 5 კლასი წიგნი
Wiz neu A.1.1 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10
გერმანული 6 კლასი რვეული
Wiz neu A.1.2 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8
გერმანული 6 კლასი წიგნი
Wiz neu A.1.2 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10
გერმანული 7 კლასი რვეული
Wiz neu A.2.1 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9
გერმანული 7 კლასი წიგნი
Wiz neu A.2.1 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
10
გერმანული 8 კლასი რვეული
Wiz neu A.2.2 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10
გერმანული 8 კლასი წიგნი
Wiz neu A.2.2 ნ.გიორგანაშვილი, შ.კვანჭიანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15
გერმანული 9 (მოსწავლის რვეული)
გერმანული 9 (მოსწავლის რვეულის) სავარჯიშოები თანმიმდევრულად მიჰყვება მოსწავლის წიგნის პარაგრაფებს და ეხმარება მოსწავლეს ახსნილი მასალის უკეთ დამახსოვრებაში. მოსწავლის რვეულის აუდიომასალა შეიცავს მრავალრიცხოვან აუდიო-ჩანაწერს, სიმღერებსა და სავარჯიშოებს. ისინი მოსწავლეებმა ძირითადად სახლში სამუშაოდ უნდა გამოიყენონ. მოსწავლის რვეულის მრავალი სავარჯიშო შედგენილია აუდიო მასალაზე დაყრდნობით და მათ გარეშე სავარჯიშოების დამუშავება შეუძლებელია.
8
გერმანული 9 (მოსწავლის წიგნი)
გერმანული 9 (მოსწავლის წიგნი) Wir neu (A2.3.) განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გერმანულს სწავლობენ, როგორც მეორე უცხოურ ენას. სახელმძღვანელო ითვალისწინებს ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილ ენის ნორმებს და ისეა აგებული, რომ მოსწავლემ კურსის გავლის შემდეგ შეძლოს გოეთეს ინსტიტუტის სასერტიფიკატო გამოცდისა (Fit in Deutsch 1) და ავსტრიული ენის დიპლომის (KID 1) წარმატებით ჩაბარება.
10
გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება
ავტორი: მერი-ენ შეფერი;ენი ბეროუზი სერია:  წლის ბესტსელერი   ომის შემდგომი ლონდონი.ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი ახალი წიგნისთვის სიუჟეტს ეძებს და მის პოვნაში მისი უდიდებულესობა შემთხვევა დაეხმარება-წერილს მიიღებს კუნძულ გერნზის მეღორისგან,რომელიც სთხოვს,მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია,სადაც საყვარელი მწერლის წიგნებს შეიძენდა.კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული,მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ.მტრის თვალის ასახვევად,რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა,ასე შეიქმნა "გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება.
12.95
გვამი ბიბლიოთეკაში
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე პოლკოვნიკმაა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგაუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება,ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ.პირქუში ფინანსისტი,მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი...
13.95
გველები მაზუთის გუბეებში
ავტორი: ბექა ახალაია   ბექა ახალაიას რომანი „გველები მაზუთის გუბეებში“ ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს საკუთარი მთავარი გმირი ჰყავს და ყველა მათგანი ნაწარმოების სხვა ნაწილში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით გვხვდება. ეს ხერხი, ერთი მხრივ, შინაარსობრივად კრავს რომანს, მეორე მხრივ კი, პერსონაჟების სხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი მნიშვნელოვანია ამბის აღსაქმელად ხედვის კუთხის ცვლილება.   წიგნის ოთხი თავის მთავარ გმირებს – ოთხ სხვადასხვა ასაკის, სრულიად სხვადასხვა პროფესიის, ხასიათისა და მისწრაფების მამაკაცს – ერთი რამ აერთიანებს: თითოეული მათგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც მათი საზოგადოების დიდ ნაწილთან, ზოგჯერ კი საკუთარ ოჯახთან დაპირისპირების მიზეზი ხდება. საბოლოოდ კი, ყოველი მათგანი ახერხებს ამ ბრძოლაში საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს.   წიგნის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეოთხე თავია – ახალგაზრდა მწერლის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, ახლად გაღვიძებული, აღმოაჩენს, რომ თავს გადამხდარი სრულიად უბრალო და, ცოტა არ იყოს, უხერხული ამბის შემთხვევით გასაჯაროების შემდეგ, „ქართველი მწერლის ზოგადი, შეურყვნელი სახის დამცრობის მცდელობის გამო“, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, რეალურ ცხოვრებაშიც წარმოუდგენელი თავდასხმების სამიზნე გამხდარა და ცდილობს, ამ მიზანმიმართულ კამპანიას მშობლიურ კუთხეში გახიზვნით გაერიდოს. იქაურობასთან უამრავი საინტერესო ადამიანი და ამბავია დაკავშირებული, რომლებიც მკითხველის თვალწინ ცოცხლდება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.   ბექა ახალაიამ 2017 წელს სადებიუტო პოეტური კრებულით „საბას“ პრემია მოიპოვა. „გველები მაზუთის გუბეებში“ კი მისი პირველი რომანია.
18.95
გვერდის მოსანიშნი 4 ფერი (19 x 76 მმ)
2
გვერდის მოსანიშნი წებოვანი (5ფერ x 25ფ 5/25)
1.5
გვირაბი
ავტორი: ერნესტო საბატო სერია: ''ინტელექტი'' 25 წლისაა მთარგმნელი: ნინო ფიფია მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
15.95
გზა
ავტორი: ნაჯიბ მაჰფუზი სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: გოჩა კუჭუხიძე ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) დიდი ეგვიპტელი მწერალი, კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოცზე მეტი რომანისა და უამრავი მოთხრობის ავტორია. მისი რომანი – „ჩვენი უბნის შვილები“ – „გარდიანის“ ბრიტანული ვერსიის მიერ მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სიაშია. რომანი „გზა” ერთ-ერთი საუკეთესოა ნაჯიბ ნაჰფუზის ნაწარმოებთა შორის და ფილოსოფიური აზროვნებითა და ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევა; მისთვის მრავალპლანიანობაა დამახასიათებელი; ამასთან, ისე საინტერესოდ, ისეთი ექსპრესიით მოგვითხრობს მწერალი თავის პერსონაჟთა შესახებ, რომ ფილოსოფიური სათქმელი ოდნავადაც არ ამძიმებს ნაწარმოებს, ლაღად და ადვილად იკითხება და, ამავდროულად, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს აძლევს მკითხველს. ეს რომანი არაერთ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, ქართულად იგი პირველად ქვეყნდება.
13.9
გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია
ავტორი: ინა იმედაშვილი     რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი სხვა სამყაროში გადაინაცვლებს და დიდ მოგზაურობას იწყებს; როგორ შეიძლება ყველაზე სევდიანი და ნაღვლიანი ამბავი დიდ თავგადასავლად იქცეს? ეს არის წიგნი დედასა და შვილზე, მათ ჯადოსნურ კავშირზე, რომელსაც ვერანაირი ამქვეყნიური განსაცდელი ვერ მოერევა. ეს არის წიგნი, სადაც თითოეული სიტყვა ცოცხალი ემოცია და განცდაა. პატარა სესეს ამაღელვებელი, საოცარი ამბავი ამავე დროს დედამისის ტკივილის და მონატრების ამბავიცაა. სწორედ ამ ტექსტში შეეცადა დედა, რომ თავის ბიჭი არ დაეკარგა. სიტყვებს ერთი უცნაური თვისება აქვთ – ისინი ცოცხლდებიან და ხდებიან ხოლმე. ამიტომაც ეს წიგნი იქცევა სახლად სესესთვის და სახლად დედისთვის, და მგონია, რომ ძალიან ბევრი დედა, ძალიან ბევრი შვილი იპოვის აქ თავშესაფარს.   როდესაც ოქროსთმიანი სესე მეგობარ ბახალასთან ერთად ჩვენგან მიემგზავრება და წინ უცნაურზე უცნაური, ზღაპრული თავგადასავალი ელის, აქ დარჩენილი დედა ცდილობს, ბიჭის კვალი არ დაკარგოს, მასთან კავშირი არ გაწყვიტოს. ეს წიგნიც ამის ერთ-ერთი მცდელობაა.   წიგნში უძველესი ზღაპრების, თქმულებების, ლეგენდების, ყველასთვის ნაცნობი ტექსტების ხვეულებში იბადება სრულიად ახალი ამბავი, ამბავი გადარჩენისა და რწმენის. რომ სადღაც, შორეულ კოსმოსში, თუკი ყურს კარგად მივუგდებთ, შესაძლოა მართლაც გავიგონოთ ათასი ზანზალაკის ხმა, ჩვენგან გაფრენილი ბავშვების ჟრუანტელისმომგვრელი, უცნაური სიხარულის მომტანი კისკისი.   ანა იმედაშვილის ილუსტრაციებით
13.95
გზა საკურთხევლისკენ
ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: წლის ბესტსელერი   "გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს.
14.95
გზა ღმერთისაკენ
ავტორი: მაჰათმა განდი მთარგმნელი : მანანა ბოსტოღანაშვილი მოჰანდას კარამჩანდ განდი (1869-1948) – ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არა-ძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა.  წიგნში „გზა ღმერთისაკენ“ ავტორი საუბრობს I. ინტელექტუალურ სადჰანაზე, II. მორალურ სადჰანაზე, III. სულიერ სადჰანაზე, IV. სულიერ გამოცდილებაზე. წიგნში ასევე ავტორი საუბრობს საკუთარ რელიგიურ გამოცდილებაზე, რწმენაზე, ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, თავშეკავებაზე, არა-ძალადობაზე და ა.შ. წიგნში ასევე შესულია მ.ს. დეშპანდის ორი სტატია, 1. განდის სულიერი მოგზაურობა, მისი იდეალი. 2. განდის გზა მშვიდობისაკენ
8
გზა შუქურისკენ
ავტორი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
14.9
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
ავტორი: ოთარ ჭილაძე  გამომცემლობა: არეტე
25
გიკი გოგო: თავდაყირა (5)
ავტორი:  ჰოლი სმეილი სერია: ლიბერთინს   ჰარიეტ მანერსი თინეიჯერების საუკეთესო მეგობარი და მათი გმირია! და ის ბრუნდება! ბრუნდება, რომ თავის თანატოლებს პრობლემების დაძლევისა და წარმატების ახალი გზები უჩვენოს; ბრუნდება, რომ დასახოს გეგმები და უკან არ დაიხიოს; ბრუნდება, რომ იმედი მისცეს მათ, ვისაც მიზნისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაუწყია... და რაკი წინსვლა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაუხმარებლად თითქმის შეუძლებელია, ჰარიეტთან ერთად ბრუნ- დებიან მამა, ანაბელი, ბანტი, ნატი, ტობი, ჯასპერი და დანარჩენები!
14