santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
გრძელფეხება მამილო
ავტორი: ჯინ ვებსტერი მთარგმნელი: ლია გუგუნავა გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი  
16.95
გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია
ავტორი:თამრი ფხაკაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ერთ წვიმიან დღეს გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას ქოხთან თვით მეფე ბუთხუზ პირველმა ჩამოიარა ეტლით. მარსიამ ის შინ შეიპატიჟა, მაგრამ დაუდევარ ჯადოქარს წვიმაში გალუმპული მეფის გაშრობის წესი შეეშალა და… ის დღე იყო და ის დღე – მეფე ბუთხუზი სამეფოში აღარავის უნახავს. ამის შემდეგ ნამდვილად არნახული და საოცარი ამბები დატრიალდა ტყესა თუ სასახლეში. ვინღა არ ეძებს გაუჩინარებულ მეფეს: ვეზირები თუ მინისტრები, გუშაგები თუ ვარსკვლავთმრიცხველები, მზარეულები თუ დალაქები, მრჩევლები, დამნიავებლები, საიდუმლოთუხუცესი და კიდევ რაღაცათუხუცესები… წაიკითხე მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს მხიარული ზღაპარი და გაერთე მის არაჩვეულებრივ გმირებთან ერთად.
11.9
გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები (6 წლიდან)
ავტორი: თამრი ფხაკაძე  სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
10.9
გრძნეულთა ბრძოლა
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი : დავით ცომაია გამოცემა აიერთიანებს გიორგი გურჯიევის ორ ტექსტს „გრძნეულთა ბრძოლა“ და „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“. პიესა „გრძნეულთა ბრძოლა“ – ძირითადად გადმოგვცემს თეთრი და შავი მაგიის ურთიერთგანსხვავებებსა და მსგავსებას: ავტორი ამ მაგიათა მნიშვნელობებსა და მახასიათებლებს, როგორც იდეებს სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის შესახებ, ააშკარავებს და გამოსახავს ფიზიკური, საგნობრივი ენით – ის ამ იდეებს პერსონაჟთა ფიგურებით, მათი ჩაცმულობით, გარეგანი ემოციური გამოხატულებებითა და სხვადასხვა მოვლენა-ღონისძიების მიმართ დამოკიდებულებებით ამჟღავნებს. პიესაში აღწერილი პერსონაჟთა მოძრაობები, ცეკვები და ა.შ. გამიზნულია იმისათვის, რომ გადმოიცეს გიორგი გურჯიევის მიერ ჩამოყალიბებული „ცეკვების“ სისტემის შინაარსი და თავად მისივე გარეგნული მხარის დემონსტრირება. ნაწარმოები „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“ – ეს გახლდათ ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო მსოფლიო მკითხველისათვის, რომელიც გადაწყვეტდა გურჯიევის ნაწარმოებთა გაცნობას. მოცემული ტექსტი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, სადაც გურჯიევი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების კონკრეტულ დეტალებს, მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, პირად დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და მკითხველისადმი მიმართვებს გარკვეული რჩევების სახით.
18
გუაში 12 ფერი
15
გუაში 20 ფერი
26
გუაში 6 ფერი
9
გუაში 6 ფერი 15მლ. ErichKrause
6
გუაში 6 ფერი 15მლ. LUCH "Zoo”
5.5
გუაში 6 ფერი 20მლ ErichKrause
8
გუაში 9 ფერი
12
ფასდაკლება
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
ავტორი: კენ კიზი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე სერია:
11.67 17.95
გუგულის ძახილი
ავტორი: რობერტ გელბრეითი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი როცა ცნობილი ტოპმოდელი, ლულა ლენდრი, თავისი პენტჰაუზის დათოვლილი აივნიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, ეს თვითმკვლელობად ჩათვალეს, მაგრამ მის ძმას სამართალდამცავთა დასკვნისა არ სჯერა და საქმის გამოსაძიებლად კერძო დეტექტივს, კორმორან სთრაიქს მიმართავს. კორმორან სთრაიქს ომმა მძიმე დაღი დააჩნია, დაასახიჩრა. შინ დაბრუნებულმა ცხოვრებაც ვერ ააწყო და ახლა ვალების გასტუმრების იმედი აქვს ლულა ლენდრის საქმის გამოძიებით. მაგრამ, როდესაც ვარსკვლავის ცხოვრების ჩახლართულ ისტორიას ჩაუღრმავდება, ყველაფერი თავდაყირა დგება – ახლა თავად სთრაიქს ემუქრება სასიკვდილო საფრთხე... „გუგულის ძახილი“ რობერტ გელბრეითის პირველი კრიმინალური რომანია, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. რობერტ გელბრეითის რომანები კორმორან სთრაიქის შესახებ კლასიკური კრიმინალური დეტექტივების სერიაა, რომელიც საინტერესო, დახვეწილი სიუჟეტითა და გმირებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ აღიარეს გელბრეითი დეტექტივების ოსტატად. რომანმა „გუგულის ძახილი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონიმია.  
15
გულახდილი საუბრები
ავტორი: ინგმარ ბერგმანი  "გულახდილი საუბრები" არის წიგნი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე, სადაც ანა, ახალგაზრდა იმპულსური ქალი და მისი მეუღლე ჰენრიკი, მღვდელი, 1920- იანი წლების შვედეთში ცხოვრობენ. ანა ჰენრიკზე ნაჩქარევად დაოჯახდა, დედამისის ნების საწინააღმდეგოდ. ახლა კი ეს ქორწინება მას სულს უხუთავს და შედეგად, წამოიწყებს სასიყვარულო რომანს თომასთან, თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობაში ანა პოულობს ვნებებს, რაც ჰენრიკთან აკლია, სულ მალე მას დანაშაულის განცდა წამოეწევა და იწყებს აღსარებების ციკლს მისთვის ყველაზე ახლო ადამიანთან - ბავშვობისდროინდელ მოძღვართან, დედასთან, საუკეთესო მეგობართან და თავის მეუღლესთანაც კი. თითოეული ეს საუბარი, ცხადყოფს, თუ რამ უბიძგა ანას ღალატისკენ: უსიყვარულო ქორწინებამ, შენდობის წყურვილმა, რწმენაში დაეჭვებამ თუ რწმენის ქონის აუცილებლობამ. თუმცა, ყოველი მომდევნო აღსარებით ვხვდებით, რომ ანა ვერც ნუგეშს პოულობს და ვერც პატიებას.  
12
გულივერის მოგზაურობა
ავტორი:ჯონათან სვიფტი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე,გია ჭუმბურიძე სერია: გაკვეთლების მერე საკითხავი წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავ­ლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს.  
24.95
გულის ლექსიკონი
ავტორი:გულის ლექსიკონი ავთანდილ არაბული, ლალი ბინიაშვილი, მანანა ტუსკია, ნინო ხახიაშვილი    ყოველ ენას მოეპოვება თავისი ცენტრალური სიტყვა (თუ სიტყვათა ჯგუფი), რომელიც საუკეთესოდ ავლენს ამ ენის სიტყვათწარმოქმნისა და შემოქმედებით პოტენციას.   თქვენს წინაშე წარმოდგენილი ლექსიკონი თვალნათლივ გიჩვენებთ, რომ ქართველთა ბუნებისა და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციის გამომხატველი მთავარი „ენერგეტიკული ბირთვი“ არის სიტყვა „გული“, რომელიც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური სიტყვათწარმოქმნისა და ენობრივი გამომსახველობის მართლაც უშრეტ საფუძველს წარმოადგენს.    ლექსიკონი გაზიარებთ ქართული ენის ამოუწურავ ლექსიკოგრაფიულ, შთამბეჭდავ ტროპულსა თუ სახისმეტყველებით შესაძლებლობებს, რომლის დაულეველი წყაროც ჩვენი ხალხის ზეპირსიტყვიერება და ეროვნული მწერლობაა. ეს ლექსიკონი ქართველთა ეთნოფსიქოლოგიისა და შემოქმედებითი კულტურის ერთგვარი სარკეც არის...
34.95
გულისრევა
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი მთარგმნელი თინათინ ღარიბაშვილი   დაუოჯახებელი მამაკაცი, მარტო ცხოვრობს ბუვილში, იგი მუშაობს XVIII საუკუნის არისტოკრატის მარკიზ დე როლბონის ბიოგრაფიის კვლევაზე - მას შემდეგ, რაც მიატოვა სამუშაო ინდოჩინეთში, მოგზაურობებისგან და თავგადასავლებისგან დაღლილმა. გაცნობიერების პროცესი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი აზრთაგანია სარტრის წიგნში. როკანტენი წერს დღიურს და სწორედ მისი ტექსტით იქმნება რომანი, რომელიც პირველ პირშია დაწერილი. იგი თანდათანობით გაიაზრებს, რომ ჩვეულებრივი საგნებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა...
20
გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი
ავტორი: ორჰან ფამუქი მთარგმნელი: ია ბერსენაძე ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი” ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: ”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა - რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: ”სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა.”
9.95
სიახლე
გუნდების გუნდი
ავტორი: გენერალი სტენლი, მაკქრისტალი ტანტუმ კოლინსის, დევიდ სილვერმანისა, და კრის ფუსელის სერია: ლურჯი ოკეანე   "რა მოხდება, თუ პატარა გუნდის მოქნილობას, ადაპტურობასა და შეჭიდულობას დიდი ორგანიზაციის ძალასა და შესაძლებლობებს შევუხამებთ? როდესაც გენერალმა სტენლი მაკქრისტალმა 2003 წელს ერაყშის პეციალურ დავალებათა ძალების გაერთიანებული რაზმის მეთაურობა ჩაიბარა, ის მალევე მიხვდა, რომ ჩვეული სამხედრო ტაქტიკა უშედეგო იყო. რიცხოვნობით, აღჭურვილობითა და მომზადებით გაერთიანებულ რაზმს დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მტრის მხარეს სისწრაფე და მოქნილობა რჩებოდა. გენერალმა მაკქრისტალმა და მისმა კოლეგებმა საუკუნოვანი გამოცდილება უარყვეს, რათა ჩამოეყალიბებინათ „გუნდების გუნდი“, რომელიც უაღრესად გამჭვირვალე კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციას შეახამებდა. ნაკლები იერარქიით, მეტი სისწრაფითა და მეტი მოქნილობით, სპეციალურმა რაზმმა უპირატესობა მოიპოვა."
16.95
გურია -150 ამბავი #28
ავტორი: ირაკლი მახარაძე სერია: თან საკითხავი წიგნში მოთხრობილია ნაირგვარი ამბები გურულების ყოფასა და ზნე-ჩვეულებებზე. იმედია, მკითხველი ინტერესით გაეცნობა ბევრ ახალ და უცნობ ინფორმაციას საქართველოს ამ გამორჩეული კუთხისა და მისი მცხოვრებლების შესახებ.
15
გურიის რესპუბლიკა
ავტორი: ირაკლი მახარაძე   XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე.წ ,,გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა. ოცნება, რუსული ინტელიგენციისა, რომელსაც რამოდენიმე თაობა გადაყვა, საქართველოში ასრულდა - გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა. გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები ,,გურია" და ,,გურული მუშები და გლეხები" მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა თუმცა რუსეთის იმპერიამ შეძლო ამბოხებული გურიის სისხლში ჩახშობა. მარტო გურია ვერ გაუკლავდებოდა ისეთ ძლიერ, ულმობელ და ცბიერ მოწინააღმდეგეს, როგორიც რუსეთია, რომელიც დიდი წარმატებით იყენებდა divide et impera-ს (დაყავი და იბატონე) პოლიტიკას და ახლაც აგრძელებს.
10.95
სიახლე
გურული გენერლები
„სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან“, „დღეს გურულები ქართველთა შორის ყველაზე განვითარებული და მებრძოლი ხალხია“, „გურულები არიან ყველაზე უნარიანები ომში, მუდამ ქვეითად იბრძვიან“, – ასე ახასიათებდნენ მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ჩვენებური და უცხოელი ავტორები გურულებს. რა გასაკვირია, გურული ხომ ბავშვობიდან მიჩვეული იყო თოფის ხმარებას. არაერთი წყარო აღნიშნავს, რომ გურულები გამორჩეულად ემზადებოდნენ ბრძოლისთვის. გიორგი წერეთელი სამართლიანად წერდა: „გურულს ხელში იარაღი და წინ მტერი, – აი, მისი საქმე.“   იმდროინდელ ფოტოებზე იშვიათადაა გურული კაცი „თავისი სიამაყის“ – იარაღისა და ჩაქურას გარეშე. გურულები პირველი ვიოლინოს როლს თამაშობდნენ ჩვენს თავს დატეხილ ბრძოლის ველებსა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე. ბევრმა გურულმა სამხედრო მოღვაწემ კი უმაღლეს სამხედრო ჩინს მიაღწია.   საცნობარო გამოცემა „თოფიან კაცებს“, გურულ გენერლებს გაგაცნობთ.
19.95
გუშინ
ავტორი: შოთა არველაძე გამომცმელობა: არტანუჯი „გუშინ“ – ასე დაასათაურა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა განვლილი კარიერის შემაჯამებელი წიგნი, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ მისი თაობის და ეროვნული ნაკრების პირველ ნაბიჯებს, 90-იანი წლების ნამდვილ ამბებს და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს. „გუშინ“ –საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძეს ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ მისი თაობის და ეროვნული ნაკრების პირველ ნაბიჯებს, 90-იანი წლების ნამდვილ ამბებს და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს.  
15
და აღარავინ დარჩა
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: გია ბერაძე განმარტოებულ კუნძულზე ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ათი ადამიანი მიწვევით ჩადის, მაგრამ... მასპინძლები არსად ჩანან. სასტუმრო ოთახში, ლანგარზე, ფაიფურის ათი პატარა ინდიელის ფიგურა დევს, ხოლო სტუმრების საძინებელში მხიარული საბავშვო ლექსია კედელზე გაკრული. ნეტავ რაზე მიანიშნებენ სტუმრებს მასპინძლები? ან არსებობენ ისინი? ვინ ხოცავს ერთიმეორის მიყოლებით სტუმრებს და რატომ ქრება თითოეული მკვლელობის შემდეგ თითო ფიგურა? - ამ კითხვებზე პასუხს ზღვაში გადაგდებული წერილი გასცემს.
13.95