santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ზამთარი
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე   „ზამთარი“ მწერლის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს – მტკივნეული პოლიტიკური კონფლიქტებითა და კოლიზიებით, ელექტრონული ტექნოლოგიებით დამძიმებული და გაუცხოებული თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, უკიდურესობამდე გართულებულ ოჯახურ ურთიერთობებს, რაც, შესაძლოა, მოულოდნელი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ძვრების გამომწვევიც კი იყოს. აქ აღმოაჩენთ, რომ ის, რაც თითქოს ზოგადსაკაცობრიო განსაცდელად გამოყურება, თურმე შეიძლება სავსებით ნაცნობი, ახლობელი და ხელშესახები  იყოს ჩვენი, ქართული სინამდვილისთვისაც.
19.9
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე   წიგნში „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ ჯონ სტაინბეკი პირველად ინაცვლებს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის თავისი ერთ-ერთი საკულტო ნაწარმოების სიუჟეტს ნიუ-იორკში შლის. ოდესღაც მდიდარი და მაღალი საზოგადოების ოჯახის შთამომავალი, ითენ ჰოული, ფსკერამდეა დაშვებული. გარდა იმისა, რომ უკვე საშუალო კლასს მიეკუთვნება, მუშაობს იმ მაღაზიაში, რომელიც ოდესღაც ჰოულების მძლავრ კლანს ეკუთვნოდა. და როდესაც დაკარგულის დაბრუნების დრო დგება, ითენმა ყველა ის თვისება უნდა მოიშველიოს, რომელიც ქონებისა და, შესაბამისად, ძალაუფლების მოსაპოვებლად, უფრო კი მათ შესანარჩუნებლადაა საჭირო. ავტორი თხრობის არასტანდარტულ ხერხს მიმართავს. ოსტატურად ირგებს ხან მთხრობელის, ხანაც პროტაგონისტის როლს, რაც ამბავს მის პირად ისტორიადაც აქცევს.
34.9
ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ (წიგნი I)
ავტორი : ოშო მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი   ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. „მხოლოდ მას შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს. – ამბობს წიგნის მთარგმნელი ოლიკო ცისკარიშვილი. 
20
ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი
ავტორი: ოშო მთარგმნელი: ოლიკო ცისკარიშვილი   ოშო რაჯნიშის წიგნში "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი" საუბრებია ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" მოტივებზე
26
ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი
ავტორი: ოშო   ოშო რაჯნიშის "ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი" ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრასთან" დაკავშირებული საუბრებია, როგორც წინა ორი წიგნი "ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ" და "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი"
25
ფასდაკლება
ზარხუფი
ავტორი: სილვია პლათი მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   ბოსტონის გარეუბნელ 19 წლის ესთერ გრინვუდს ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჟურნალში სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევა. მწერლობაზე მეოცნებე ესთერისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. იგი მეგაპოლისის მღელვარე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ ესთერის სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება... „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.
11.67 17.95
ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში
ავტორი: ჰანტერ ს. თომპსონი მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე სერია: ამერიკელები   ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა - სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს. „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით - „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის - რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.  
14.95
ზაფხული ზღვაზე
ავტორი: სარა დესენი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერთთინსი   თანამედროვე ამერიკელი ავტორის სარა დესენის "ზაფხული ზღვაზე" თინეიჯერი გოგონას - ოდენის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია. იკითხავთ, სადღაა ბავშვობა, თანატოლებთან თამაში, გადატყავებული მუხლები, სკოლაში პირველი სიყვარულიო? მსგავსი არაფერი ყოფილა - ოდენს მხოლოდ წიგნების სამყარო აქვს და ეს აკმაყოფილებს...მაგრამ მოვიდა დრო და ცხოვრებამ შანსი მისცა გოგონას, გაიგოს, რომ თურმე სხვა სამყაროც არსებობს: მეგობრობის, ველოსიპედით სეირნობის, პაემნების და ამაში ზაფხულში, ზღვაზე ნაპოვნი პირველი სიყვარული დაეხმარება
14.95
ზებრა იულიუსი – რომაელთა რისხვა (წიგნი პირველი)
ავტორი: გარი ნორთფილდი   მთარგმნელი: ნინო ძანძავა ვინაა ის გმირი, რომელმაც მთელი რომი აალაპარაკა? გაიცანი რომაელთა რისხვა… გგონია, იცნობ? ყველამ იცის, რომ ზებრები ბალახს ჭამენ და თითქმის ყოველთვის მმმ… ლომების საკბილო ხდებიან. მოკლედ, ვაღიაროთ – ცოტა მოსაწყენი ცხოველები არიან.
12.9
ზებულონი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე “ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა” რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის “თავგადასავალის” ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის.
19.9
ზებულონი
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე   რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე ვითარდება. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის "თავგადასავალის" ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს. ბედისწერისა და შემთხვევითობის, ადამიანის შიგა და გარე სამყაროების ურთიერთმიმართებები აქ ერთიან სისტემადაა მოცემული და უაღრესად საინტერესო განზომილებას ქმნის. კლასიკური თხრობის ფორმა და უზადო ენობრივი ქსოვილი წიგნს იოლად აღსაქმელს ხდის ნებისმიერი მკითხველისათვის. ჯემალ ქარჩხაძევისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა.
16.95
ზევით და ქვევით
ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: რცეული მოთხრობები არჩილ სულაკაური (1927-1997) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და სტუდენტობიდანვე აქვეყნებდა ლექსებს ალმანახში „პირველი სხივი“.   მისი პირველი მოთხრობა, „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“, მოგვიანებით, 1957 წელს დაიწერა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა მკითხველთა და ლიტერატორთა შორის; დაიდგა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. მოთხრობას მოჰყვა რომანები – „ლუკა“, „გაბო“, „თეთრი ცხენი“, „ოქროს თევზი“.   პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, ცნობილია, როგორც საბავშვო მწერალი. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ზღაპრისთვის, „სალამურას თავგადასავალი“, მას 1971 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.   არჩილ სულაკაურის მოთხრობების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ერთი ცის ქვეშ“, „ზღარბი“, „ბიჭი და ძაღლი“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ხორვატულ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ და იაპონურ ენებზე. 
12.9
ზეკაცის ჰერმენევტიკა: ჰიეროფანიები და ენერგეტიკული პარადიგმები
ავტორი : ირაკლი ბრაჭული
20
ზელენსკი უგრიმოდ
ავტორი: სერგი რუდენკო   ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის,სერგი რუდენკოს წიგნი „ზელენსკი უგრიმოდ“ უკრაინის პრეზიდენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ბიოგრაფიაა.წიგნის ავტორი უაღრესად საინტერესოდ,გულახდილად გვიყვება ხელისუფლების სათავეში პოლიტიკისგან თითქოს შორს მდგომი ადამიანის მოსვლის ამბავს,მოგვითხრობს არა მხოლოდ ზელენსკის 2019 წლის ტრიუმფზე,არამედ მის არაერთ მარცხზეც.ეს არის ამბავი ადამიანისა,რომელიც ყოველგვარი სათანადო გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის გარეშე,უკრაინელებს ქვეყნის შეცვლას დაჰპირდა.
29
ზეცის ჩარხი
ავტორი: ურსულა კ. ლე გუინი მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი   ჯორჯ ორრი საოცარ უნარს ფლობს — მას რეალობის ნებისმიერი ასპექტის შეცვლა თვალის დახამხამებაში შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ ამას ის საკუთარი სურვილისა თუ კონტროლის გარეშე აკეთებს. და როცა ორრის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ძალაუფლების საკუთარი ეგოისტური თუ ფილანთროპული მიზნებისთვის გამოყენებას გადაწყვეტს, დედამიწას აქამდე არნახული საფრთხეები დაემუქრება. რომანის გმირები მუდმივად ცვალებად სამყაროში თავიანთი როლისა და ცხოვრების მიზნის გარკვევას ცდილობენ. ამის ფონზე კი მთავარი ეთიკური დილემა, რომელსაც ნაწარმოები იკვლევს, შემდეგია: უსაზღვრო და უკონტროლო ძალის ფლობის შემთხვევაში, უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია თუ — მოქმედება? ლოკუსის პრემიის მფლობელი, 1971 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, “ზეცის ჩარხი”, საოცრად ნაცნობ მომავალს წარმოიდგენს. ესაა სამყარო, რომელშიც დაბინძურებული ჰაერი, დაუსრულებელი ომები და პანდემიები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და შესაძლო კეთილი დასასრული სულ უფრო მეტად ემსგავსება კომპრომისს
19.9
ზვიად გამსახურდია პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა (კონფერენციის მასალები)
ამ წიგნში თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამოცემის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს.       კრებულში შესულ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – „არქიპელაგ გულაგის“ არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო (ცხინვალის რეგიონი და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხები) და საგარეო პოლიტიკის (ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან) მნიშვნელოვან მიმართულებებს.  წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ-ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულიამისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი,ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა და სხვ.
19.9
ზვიად გამსახურდია-79 ამბავი
შეადგინეს კახმეგ კუდავამ და ნინო ოდილავაძემ სერია: თან საკითხავი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი უდიდესი ძალისხმევითა და წინამძღოლობით დაწყებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქვეყანა საბჭოთა რეჟიმისგან გაათავისუფლა და დამოუკიდებლობა მოუპოვა. ამ წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, პოეტისა და მთარგმნელის, დისიდენტის შესახებ, რომელმაც ბავშვობიდანვე გენეტიკურად, მემკვიდრეობით მიიღო მამის რჩევა, – „გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის“. „79 ამბავი – ზვიად გამსახურდია“ აერთიანებს მისი თანამოაზრეებისა თუ მასთან დაპირისპირებული ბანაკის, კოლეგების, მხარდამჭერების, ოპონენტების, სხვადასხვა დროს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის თვითმხილველთა პირად ჩანაწერებსა და მოგონებებს.  
9.95
ზიანი
ავტორი: ჰაქან გიუნდაი მთარგმნელი: ირინა ლაბაძე   ჰაქან გიუნდაი 8 რომანის ავტორია. მის რომანს "დასაბამიდან დასასრულამდე" 2011 წლის საუკეთესო თურქული რომანის პრემია მიენიჭა. იგი 3 წლის წინ გამოიცა ქართულ ენაზე. 2015 წელს რომანს "კიდევ", რომელიც ქართულ ენაზე შარშან გამოიცა, საფრანგეთში მიენიჭა მედიჩის პრემია როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვან რომანს. მწერლის განსაკუთრებული რომანია "მალაფა", რომელშიც თავისებურად განიხილავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს. 2014 წელს რომანს "ზიანი" მიენიჭა საფრანგეთ-თურქეთის პრემია.
6.7
ზიდჰარტა
ავტორი: ჰერმან ჰესე მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი „ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრებისგზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას. სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.
10.9
ზინკა ადამიანი
ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ზნე
ავტორი: ანდრია წყაროზია
11.5
ზორო
ავტორი: ლაშა იმედაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ზუზუნები და ღუტუნები
ავტორი:ირმა მალაციძე ილუსტრატორი: ირმა მალაციძე, მათე გახელაძე   ძვირფასო ბავშვებო, ეს წიგნი თქვენვისაა. კიდევ თქვენი დედიკოებისთვის და მამიკოებისთვის. ბებიებისა და ბაბუებისათვის... ის კი არა, ვფიქრობთ, თქვენი საყვარელი მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, იკითხავთ, რას გიამბობთ მასში? ახლავე მოგახსენებთ. წიგნი ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც არ ჰგავს სხვა პატარა ბიჭებს. მას მათე ჰქვია. მასაც ჰყავს დედიკო და მამიკო, ბებიკო და ბაბუა. სხვა ბიჭებივით ისიც დადის საბავშვო ბაღში. უყვარს ტკბილეული და სათამაშოები. ოღონდ ის სამყაროს სხვაგვარად აღიქვამს. სხვა ბავშვებთან თამაშიც მაინცდამაინც არ უყვარს. ასეთი განსხვავებული კი იმიტომაა, რომ საძაგელი არსებები, ზუზუნები და ღუტუნები მოსვენებას არ აძლევენ. მათეს აუტიზმი აქვს. ალბათ იმასაც იკითხავთ – რა არის აუტიზმი? აი, გადაფურცლეთ წიგნი და თავად მიხვდებით. შეიძლება რომელიმე ნაცნობიც გაგახსნოთ. იმედია, ჩვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გაუგებთ იმ ბავშვებს, რომლებიც სხვანაირად იქცევიან. შეიძლება ცოტა უცნაურებად მიიჩნევთ, მაგრამ თუ ეცდებით მათთან დამეგობრებას, გვჯერა, აუცილებლად გამოგივათ. წარმატებას გისურვებთ!
29.95
ზურაბ ნიჟარაძე გრაფიკული კონტრაპუნქტი
ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021), საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. ეგრეთწოდებული 50-იანელი მხატვრების წარმომადგენელი. ზურაბ ნიჟარაძის თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობა მოიცავს სხვადასხვა დარგს: დაზგურსა და მონუმენტურ ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციებს, ანიმაციასა და თეატრალურ მხატვრობას. ალბომში შესულია ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ჩანახატები, რომლებიც 7 თავშია გადანაწილებული – ზოგადი ჩანახატები,  მითოლოგიური თემები, დეტალები, პორტრეტები, შიშველი ფიგურები, წიგნის ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზები. ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატები, ესკიზები, ქაღალდის ნაგლეჯებზე შესრულებული პატარა შედევრები წარმოადგენენ წიგნის ძირითად ბირთვს და იმ ძვირფას მასალას, რომელიც განვითარებას პოულობს მის უფრო დიდ და ცნობილ ნამუშევრებში. ვფიქრობთ, ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მხატვრებისთვის.
75